5 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ უეფას ევროპა ლიგის კენჭისყრაზე ცნობილი გახდა, თუ რომელ კლუბს შეხვდება საქართველოს ჩემპიონი პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში.
თუ "საბურთალო" "არარატ-არმენიას" დამარცხებას შეძლებს, თბილისური კლუბის მეტოქე "დუდელანჟსა" და "ნიომე კალიუს" შორის გამარჯვებული იქნება.
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "საბურთალო" ხვალ, 6 აგვისტოს ერევანში "არარატ-არმენიას" შეხვდება.
გუნდებს შორის დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ცნობილი გახდა თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში
უმეტესობას არც-ერთი თამაში არ გინახავთ მეტოქე გუნდის და უკვე გამარჯვებებს ითხოვთ. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ისინიც ზუსტად ასე ფიქრობენ ქართულ გუნდებზე (ვითომდა საბაბი არ მიგვიცია ბოლო წლებში), თან მსაჯებთან მუშაობას სომხებს თქვენ ვერც ასწავლით და ვერც დაუშლით.
საბურთალოს ბიჭებს მივმართავ უშუალოდ, არ აყვეთ ნერვებს ალბათ წამოვა საზიზღარი პროვოკაციებიც იმ იმედით, რომ ვინმე წამოიკიდონ. დალაგებული თამაში მათ არ აწყობთ. ითამაშეთ თქვენი თამაში როგორც ეს ზაგრებთან თითო ტაიმში გამოგივიდათ, ოღონდ თუ შეიძლება ორივე ტაიმში და რა ანგარიშიც არ უნდა იყოს მაინც არ დაივიწყოთ თამაში გრძელდება მსაჯის საფინალო სატვენამდე, მანამდე კი არც ერთი წამით მოდუნება არ შიძლება.
თუ დაგვანახებთ, რომ იბრძოლეთ ბოლომდე ყველაფერს გაპატიებთ, უგულოდ თამაშის შემთხვევაში კი ჩვენი იმედი ნუღარ გექნებათ.
ჩვენ ყველანი (გულშემატკივრები და არა ბალეშჩიკები) მთელი დღე ვწვალობთ ვუყურებთ ამ დაძაბულ ცხოვრებას და თქვენ სპორტსმენები ლამის ერთადერთი იმედი ხართ ამ ცხოვრების გასალამაზებლად. ნუ დაგვაკარგვინებთ ამ განცდას.
მე მაქვს თქვენი იმედი, თქვენ ბრძოლა (თან ღირსეულად და ლამაზად) ნამდვილად შეგიძლიათ წარმატებები ყველას მოთამაშეებსაც და გულშემატკივრებსაც.
პ.ს.
დინამოელებო ამ წუთში შეიძლება საბურთალოს ბიჭებს ვწერდი, მაგრამ სინამდვილეში ეს თქვენც გეხებათ ბრძოლა შეგიძლიათ ყველას გაუმართოდ, მერე რა რომ ალბათ ბევრი პარამეტრით გვჯობნიან (ფული, გამოცდილება, კლასი და რავიცი მე ათასი უბედურება კიდე) ჩვენ მაინც უნდა ვცადოთ მაინც უნდა ვეომოთ, დაე იგრძნონ მაგათაც რომ სასეირნოდ ჩვენთან ნუ მოდიან. ისინიც ადამიანები არიან და მათაც ეშლებათ.
კიდევ ერთხელ წარმატებები ყველას