5 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ უეფას ევროპა ლიგის კენჭისყრაზე ცნობილი გახდა, თუ რომელ კლუბს შეხვდება საქართველოს ჩემპიონი პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში.
თუ "საბურთალო" "არარატ-არმენიას" დამარცხებას შეძლებს, თბილისური კლუბის მეტოქე "დუდელანჟსა" და "ნიომე კალიუს" შორის გამარჯვებული იქნება.
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "საბურთალო" ხვალ, 6 აგვისტოს ერევანში "არარატ-არმენიას" შეხვდება.
გუნდებს შორის დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ცნობილი გახდა თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში