ცნობილი გახდა თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში

AutoSharing Option
5 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ უეფას ევროპა ლიგის კენჭისყრაზე ცნობილი გახდა, თუ რომელ კლუბს დაუპირისპირდება თბილისის "დინამო" პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში.

როტერდამის "ფეიენოორდს" თუ დაამარცხებს, ევროპა ლიგის პლეი-ოფში "დინამო" შვედურ "ნორშარპინსა" (Norrköping) და ებრაულ "აპოელ ბეერ-შევას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

იქამდე კი, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" როტერდამის "ფეიენოორდს" "დე კუიპზე" 8 აგვისტოს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაუპირისპირდება.

altუდიდესი შანსი - ცნობილი გახდა "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში

მკითხველის კომენტარები / 13 /
კი მაგრამ რატომ თვლით რომ შეუძლებელია ფეინოორდის გავლა? გუნდს ახალი მწვრთნელი ყავს, საშინელ ფორმაში არიან, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გუნდთან შეუთამაშებელია, შარშან ამაზე უკეთესი ფეინოორდი ტრენჩინმა 5-1 ზე დაამარცხა... ესეც ტოტენჰემი ხომ არ გგონიათ 5-0 რომ მოგვიგო?:დ მახსოვს შენონ გიუნეშის ბურსასფორი სადაც მილანის ფეხბურთელები თამაშობდნენ ფრუიძის ჩიხურამ როგორ გამოაგდო ევროპის ლიგიდან. ეს ფეინოორდი იმ ბურსასფორზე ძალიან ძლიერი გგონიათ? აი დინამო კი იმ ჩიხურაზე ბევრად ძლიერია. ნუ ქმნით ისეთ განწყობას თითქოს სხვა პლანეტის გუნდს ვეთამაშებოდეთ. კიბატონო უკეთესი გუნდია, უკეთესი რესურსები აქვს, უკეთესი ჩემპიონატი... მაგრამ ისე ნამდვილად არაა რომ არანაირი შანსი არ გვქონდეს.
პენდრაგონი
16:58 05-08-2019
4
უნდა გავიდეთ რა, მაქსიმალური კონცენტრაციის და მობილიზების ხარჯზე! ყველამ ერთად ეს უდნა შევძლოთ!
ზურა
16:05 05-08-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული