"ფეიენოორდი"-"დინამოს" შეხვედრას უკრაინელები განსჯიან

AutoSharing Option
8 აგვისტოს თბილისის "დინამო" უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას როტერდამში გამართავს.

ქართული გუნდი "დე კუიპზე" "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება და ამ შეხვედრას უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი 42 წლის სერჰი ბოიკო გახლავთ. მას ასისტენტობას ანდრი სკრიპკა და სემიონ შლონჩაკი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ვიტალი რომანოვი იქნება.

მატჩი თბილისის დროით 21.30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვიცით რო უშანსოთ ვართ მარა მაინც გვჯერა და გბეიმედება
giga
13:32 07-08-2019
0
იქნება 1981წლის მსაჯობა მეორდება,ოღონდ პირიქით))რომანოვის რა გითხრათ, მაგრამ ბოიკო შლინჩაკის და სკრიპკას იმედი უნდა ვიქონიოთ.)) სხვა თუ არაფერი ობიექტური მსაჯობა მაინც იქნება,თუმცა შანსი პროსტო არ არსებობს. დინამო ერთ გოლს მგონია რომ გაიტანს. ფეინორდი თითქმის ყველა მატჩში გოლს უშვებს.
დავით 67
04:49 07-08-2019
0

სიახლეები პოპულარული