ვარდან მინასიანი: მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვა, თბილისში მხოლოდ მოსაგებად გავემგზავრებით

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "საბურთალომ" ერევანში 2:1 სძლია "არარატ არმენიას".

ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა წაგება შემდეგნაირად ახსნა:

"რაც დავგეგმეთ, პირველ ტაიმში შევასრულეთ. არ მახსოვს, რომ მეორე ტაიმში ცუდად გვეთამაშოს.

დღეს შესვენების შემდეგ ჩემს ფეხბურთელებს ფიზიკური დაღლა დაეტყოთ. ზაფხულში 5 ფეხბურთელი დავიმატეთ და მათ ადაპტაცია სჭირდებათ.

მეორე ტაიმში პრობლემებს ველოდი. მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვა. თბილისში მხოლოდ მოსაგებად გავემგზავრებით", - ციტირებს მინასიანს armsport-ი.



მკითხველის კომენტარები / 26 /
მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვაო რომ ამბობს, ელოდა ჩვენს გამარჯვებას თუ როგორაა ნეტა საქმე?
ნათია
23:37 06-08-2019
0
ნუ დაიმატებდით ბატონო იმ 5 ფეხბურთელს, შემადგენლობაში მხოლოდ 2 - ადგილობრივი, რომ გყავთ და არ გექნებოდათ ადაპტაციის პრობლემა, ან ადრე დაგემატებინათ. სომხები ჭკვიანი ხალხი ხართ და უაზრო მიზეზები არ შეგეფერებათ; და ცოტა მეტი პატივისცემა გამარჯვებული გუნდის მიმართ არ იქნებოდა ურიგო...
guja
23:40 06-08-2019
1

სიახლეები პოპულარული