ვარდან მინასიანი: მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვა, თბილისში მხოლოდ მოსაგებად გავემგზავრებით

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "საბურთალომ" ერევანში 2:1 სძლია "არარატ არმენიას".

ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა წაგება შემდეგნაირად ახსნა:

"რაც დავგეგმეთ, პირველ ტაიმში შევასრულეთ. არ მახსოვს, რომ მეორე ტაიმში ცუდად გვეთამაშოს.

დღეს შესვენების შემდეგ ჩემს ფეხბურთელებს ფიზიკური დაღლა დაეტყოთ. ზაფხულში 5 ფეხბურთელი დავიმატეთ და მათ ადაპტაცია სჭირდებათ.

მეორე ტაიმში პრობლემებს ველოდი. მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვა. თბილისში მხოლოდ მოსაგებად გავემგზავრებით", - ციტირებს მინასიანს armsport-ი.



მკითხველის კომენტარები / 26 /
ელოდა კაცი საბურთალოს მოგებას და რატომ გაუკვირდებოდა?! გულახდილი ადამიანია)))
იაგო
07 აგვისტო 2019 01:46
0
კარგია რომ საბურთალომ ვერც ამ მოგებით გაგაკვირვა და ვერც მეორე შეხვედრაში გაგაკვირვებთ ისევ რომ მოიგებს..:))
saba
07 აგვისტო 2019 01:25
0
ნუ დაიმატებდით ბატონო იმ 5 ფეხბურთელს, შემადგენლობაში მხოლოდ 2 - ადგილობრივი, რომ გყავთ და არ გექნებოდათ ადაპტაციის პრობლემა, ან ადრე დაგემატებინათ. სომხები ჭკვიანი ხალხი ხართ და უაზრო მიზეზები არ შეგეფერებათ; და ცოტა მეტი პატივისცემა გამარჯვებული გუნდის მიმართ არ იქნებოდა ურიგო...
guja
06 აგვისტო 2019 23:40
1
მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვაო რომ ამბობს, ელოდა ჩვენს გამარჯვებას თუ როგორაა ნეტა საქმე?
ნათია
06 აგვისტო 2019 23:37
0
პატარა ერების კომპლექსი... მაინც დაამცირო მეტოქე მიუხედავად იმისა, რომ დამარცხებული შენ ხარ... ხომ შეეძლო ეთქვა, უბრალოდ გამოცდილება დაგვაკლდაო, ან რაღაც ასეთი?
ლევანი
06 აგვისტო 2019 23:36
1
ერთი ამ ყეყეჩს შეხედეთ რა!! რომ გამოტენე არარატი ლეგიონერებით და გეგონა მოგვიგებდი კი შეგისრულეთ!! წაგებასაც ღირსეული აღიარება უნდა!! უნდა გავავსოთ სტადიონი და ამ ყეყეჩის გუნდს ბლომად შევუგდოთ გოლები!!
zaza
06 აგვისტო 2019 23:29
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული