"ფეიენოორდი" რიკი ვან ვოლფსვინკელის შეძენას იმედოვნებს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე "ფეიენოორდი" გაძლიერებას განაგრძობს.

როტერდამულმა კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, ახლა კი "ბაზელთან" აწარმოებს მოლაპარაკებას 30 წლის თავდამსხმელის, რიკი ვან ვოლფსვინკელის ტრანსფერზე.

"ბაზელი" ვან ვოლფსვინკელში 2 მილიონ ევროს ითხოვს და "ფეიენოორდი" მის შეძენას ამ ორ დღეში აპირებს.

ვოლფსვინკელი შვეიცარიულ გუნდში 2017 წლიდან ასპარეზობს, ჰოლანდიის ნაკრებში კი 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

ტრანსფერების კლუბის მიერ გვიან გაჩარხვას "ფეიენოორდის" მწვრთნელმა იაპ სტამმა ცირკი უწოდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული