თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" ვერაფერი გააწყო - 0:4 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" სტუმრად "ფეიენოორდთან" 0:4 განადგურდა.

ზედ თამაშის დაწყების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გაბალასთან" თბილისური მატჩისას რასისტული შეძახილების გამო "დინამო" "ფეიენოორდთან" საპასუხო  შეხვედრას "დინამო არენაზე" ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს და უცნობი იყო, ეს ამბავი ჩვენს გუნდზე როგორ ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენდა.

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


"დინამოს" მწვრთნელმა ჩისკომ "ლოკომოტივთან" ეროვნული ლიგის ბოლო მატჩში დაყენებული შემადგენლობა არ შეცვალა და მატჩიც დაიწყო. დაიწყო
მასპინძელთა შეტევებით და ლარსონმა რამდენიმე მეტრიდან ააცილა ბურთი კარს, შემდეგ ჰეპსს გოლის გატანა პერალესმა არ დაანება.

"დინამო" საკუთარ საჯარიმოს იყო მიჯაჭვული და კონტრშეტევას საერთოდ ვერ ახერხებდა. პირველად მეტოქის კარში 22-ე წუთზე შენგელიამ დაარტყა და ვერმეერი ბურთს ადვილად დაეუფლა.

სადღაც 30-ე წუთისთვის ჩვენმა გუნდმა ბურთი გააგორა, თამაშიც გაათანაბრა, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშის მიტანა უჭირდა.

სამწუხაროდ, 42-ე წუთზე ჩვენმა მცველებმა საჯარიმოდან ბურთის ატანა ვერ შეძლეს და სინისტერამ ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმი ჰოლანდიური გუნდის შეტევით დაიწყო და ჰეპსის და სინისტერას დარტყმული ბურთები პერალესმა მოიგერია. მეტოქე უფრო სწრაფად მოქმედებდა და დასწრებაზე დინამოელებს უმეტესად ჯაბნიდა.

შემდეგ ვერმერმა კუხიანიძესა და ქავთარაძეს არ დაანება გოლის გატანა, რის შემდეგაც შეცვლაზე შესულმა შულაიამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი კი კობოურმა საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე მონხილს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და ბერგჰუისმა მესამედ დალაშქრა პერალესის კარი, ხოლო ცოტა ხანში ნარსინგმა - მეოთხედ.

მოკლედ, გუნდებს შორის კლასში სხვაობა დიდი იყო და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

როტერდამი. "დე კუიპი"
ფეიენოორდი - დინამო (თბ) 4:0
გოლები: 1:0 სინისტერა (42), 2:0 კობოური (82 საკ. კარში), 3:0 ბერგჰუისი (84, პენ), ნარსინგი (87)
გაძევება: შულაია (78)

ფეიენოორდი: ვერმეერი, ნეუვკოპი (გეერტრუიდა 46), ჰეპსი, ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი, ბერგჰუისი, სინისტერა (ნარსინგი 72), ფერი, ტაპია (ბურგერი 77), კოკჩუ, ლარსონი

დინამო: პერალესი, რუხაი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, კუხიანიძე (ქარდავა 77) , ნინუა, ქავთარაძე (კარიკარი 86), პაპავა, შენგელია (შულაია 46), კუტალია

altფელის ვისენტე: შულაიას გაძევება არასამართლიანი იყო - ასეთ შედეგს არ ვიმსახურებდით

altიაპ სტამი: საქმე დასრულებული არ არის - თბილისში სწრაფი გოლი არ უნდა გავატანინოთ

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 65 /
და რა უნდა განეწყო დინამოს?? გამოჩნდა რომ ჩვენზე აშკარად მაღალი კლასის გუნდი იყო, რომელმაც რამდენჯერაც მოუმატა ტემპზე იმდენჯერვე ძალიან სახიფათოდ შემოგვიტია და გვანახა სად ვართ!! ფაქტიურად არ გათამაშა შენი ფეხბურთი. არადა ბევრს იმედი ქონდა რომ ამ ეტაპზე გავივლიდით, ფეინორდმა მიწაზე დაგვაბრუნა!!
zaza
23:27 08-08-2019
5
საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო იყო ქვეყნის სირცხვილი! არა დიდი ანგარიშით წაგების გამო, არა თამაშის ხარისხიდან გამომდინარე არამედ იმიტომ რომ 8 აგვისტოს როცა მთელი ქვეყანა დამწუხრებული იხსენებს რუსეთ საქართველოს ომის დროს დაღუპულ ასობით ქართველ მეომარს, დაღუპულ ასობით მშვიდობიან მოქალაქეს, ამ დროს ქართული კლუბი რომელიც ასოცირდება მთლიანად ქართულ ფეხბურთთან, რომელიც ასოცირდება ქართული ფეხბურთის ისტორიასთან სათამაშოდ გადის მაისურით რომელზეც კლუბის ემბლემად რუსული ალფავიტის ასობგერა д აქვს გამოსახული. თავისი ქვეყნის 2 ათასწლოვანი დამწერლობის ალფავიტში თურმე კლუბმა ვერ იპოვა ასობგერა დ -ს აღმნიშვნელი და იპოვა რუსულ ალფავიტში, იმ ქვეყნის ალფავიტში რომელიც ქართულ ქალაქებს 11 წლის წინ ბომბავდა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული ეგრეთ წოდებული კასეტური ბომბებით რომ მშვიდობიან მოსახლეობაში უფრო მეტი მსხვერპლი ყოფილიყო, რომელიც ძარცვავდა, აუპატიურებდა, კლავდა ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელმაც მოახდინა აფხაზეთის და ოსეთის ოკუპირება, რომელიც ყოველდღე იტაცებს ქართულ მიწებს და მავთულხლართების გავლით ჩვენი მოქალაქეები ეგრეთ წოდებული საზღვარს იქეთ მოაქცია. სირცხვილი კლუბს! სირცხვილი კლუბის პრეზიდენტს! თქვენ სამარცხვინოები იყავით ყველა ასპექტში როგორც საფეხბურთო ისე მორალური თვალსაზრისით მაგრამ თუ საფეხბურთო თვალსაზრისით შეიძლება პატიება მოგეძებნოთ მორალური თვალსაზრისით თქვენი პატიება შეუძლებელი
moqalaqe
12:08 09-08-2019
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული