თბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩის მაყურებლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

უეფამ თბილისის "დინამო" "გაბალასთან" მატჩისას რასისტული შეძახილების გამო დასაჯა და "ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მესამე საკვლიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა ცარიელ სტადიონზე ჩატარდება. თანაც, უეფამ "დინამო" 50 ათასი ევროთი დააჯარიმა.

ამასთან დაკავშირებით "დინამომ" განცხადება გაავრცელა:

"გაცნობებთ, რომ "დინამო თბილისმა" უეფადან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც "ფეიენოორდთან" თბილისში, საპასუხო შეხვედრის გულშემატკივრების გარეშე ჩატარებას გულისხმობს. "დინამოს" გასაჩივრებისთვის აქვს 5 დღე და რა თქმა უნდა, გუნდი გაასაჩივრებს. ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო, დეტალებს კი აუცილებლად გაცნობებთ".

altუეფამ თბილისის

"დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

 

altიაპ სტამი: საქმე დასრულებული არ არის - თბილისში სწრაფი გოლი არ უნდა გავატანინოთ

altთბილისის "დინამოს" მწვრთნელი: ასეთ შედეგს არ ველოდით და არც ვიმსახურებდით

altთბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" ვერაფერი გააწყო - 0:4 [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 7 /
კი მარა,იმას რატომ არავინ იხსენებს-რა მოხდა გაბალასა და თბილისის დინამოს წინანდელი დაპირისპირების დროს? აზერებმა ხომ სამაგიერო გადაგვიხადეს.
გიოშა
17:35 09-08-2019
0
არც არაფერი ყოფილა, რის შეძახილები, რომ უეფასაც გააგონეს?! დინამოს სჯიან, უსამართლოდ! მოგებას აზრი აქვს, ვინაიდან გუნდს სარეიტინგო ქულები ეწერება. 50 ათასიც არ არის ცოტა, ჯარიმის გადასახდელად.
მერაბი
09:27 09-08-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული