კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
ჩვენ რომ ხალხად ვვარგოდეთ ამ ვირთხებს სახლიდან გარეთ გამოსვლის უნდა ეშინოდეთ
Babaia
15 აგვისტო 2019 03:33
4
გასკდა გული,აღარ შემიძლია უკვე!!!თქვენ ხომ არ უნდა შემიწიროთ ბოლოს და ბოლოს?!თქვე უჯიგროებო ის მაინც არ გახსოვთ ვისი გორისანი ხართ?!ამათთან უნდა მოგეკლათ თავი,ჩაგედოთ სული და გული,სისხლის ბოლო წვეთამდე და ძვლების მსხვრევამდე უნდა გებრძოლათ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაგეგოთ!!!უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეთ საქართველოსა და ქართულ ფეხბურთს!!!თქვენ არ გეტყობოდათ ბრძოლის ჟინი და თავდადება!!!ვიცი,რომ თქვენც არანაკლებ განიცდით ამ მარცხს და გულწრფელად მებრალებით და გითანაგრძობთ,მაგრამ ისე ვარ გამწარებული,რომ განუგეშოდ ისიც კი არ მემეტება!!!გრცხვენოდეთ!!!
Alex.F
14 აგვისტო 2019 23:11
3
ხეჩიკაშვილო, ჭიაბრიშვილო და დანარჩენო ნამუსგარეცხილებო ვინც თამაში გაყიდეთ, თქვენსა და მოღალატე ყორღანაშვილს შორის დიდი განსხვავება კი არაა, იგივე გააკეთეთ თქვენც. ქვეყნის ორგულს მარტო ომი არ ქმნის და არც სამხედრო უნდა იყო მაინცდამაინც. ნამინისტრალის გასაგონად კი მინდა ვთქვა, თავისი გუნდი მისი ისტორიის ჩანასახშივე დაასამარა. როცა შენი კლუბი გიყვარს მას ფულის გულისთვის სხვას გასაბახებლად არ მიუგდებ. პრეზიდენტის კი უძახი თავს მაგრამ დღეიდან საფეხბურთო სუტ..ნორი ხარ.
ირაკლი
15 აგვისტო 2019 00:25
2
ხეჩიკ თუ ხაჩიკ გაისწორე შენიი, შე საფურთხებელო კაცო. ადმინ არ ვიგინები და ჩემი კომენტარები გამოაქვეყნეთ. ჩვენ ქვეყანას მიაყენე შეურაცხყოფა და ამისთვის უმკაცრესად დასასჯელი ხარ, პირველ რიგში შენ და მერე მთელი გუნდიც. გაუმარჯოთ რაგბისტებს, მთელ სულს და გულს აქსობენ თამაშში და როცა მარცხდებიან კიდეც მაინც ამაყი ხარ იმდენად ღირსეულად თამაშობენ. ღირსება, ფეხბურთელებო ღ ი რ ს ე ბ ა.
Patrioti
14 აგვისტო 2019 23:38
2
ძალიან კარგათაც გვაქვს სპორტი , რაგბი...ამდენი მსოფლიოს თამაში და თანაც ისე რომ ადამიანს გრამაყება, კალათბურთი ამდენი ევროპა და .. იქაც საამაყოდ არ გრცხვენია რომ შენი ნაკრებია, აგერ წყალბურთელები... მოკლედ ნუ ვფლანგავთ ფეხბურთში ფულს... მივცეთ იმათ ვინც იმსახურებს, ჯიგარი აქვს და გვასახეებს. დავწეროთ პეტიცია და მოვაწეროთ ხელი გულშემატკივარმა. გვეყოფა ამდენი სულში ჩაფურთხება და ამაში თანაც ჩვენი ფული იხარჯება
დათო
14 აგვისტო 2019 22:58
7
გეთანხმები. მოვაწეროთ ხელი. საერთოდ დავშალოთ ფედერაცია და ჩემპიონატი
Alexandre
14 აგვისტო 2019 23:08
3
ეს მექრთამეები, ეს თამაშების და ქვეყნის გამყიდველები სახელმწიფომ უნდა აფინანსოს კიდე? ესენი ისეთი ღორებია ამათ მთელი ბიუჯეტი ჩვენი ქვეყნის რომ მისცე კიდე უკმაყოფილო იქნებიან საკმარისი არააო, ფუ ეს ღორები მფლობელიდან ფეხბურრთელებით დამთავრებული, ეს ფეხბურთელები ყველაფერზე ხელს მოაწერენ ოღონდ ხელფასის 2 და 3 ათასი ლარი არ დაეკარგოთ. ხელმძღვანელობამ დაგეგმა თამაშის ჩაშვება და შესრულებით ხომ ამ ეგრეთ წოდებულმა ფეხბურთელებმა შეასრულეს დავალება, კიდე ამ ღორებს უნდა ვუქომაგოდ და ამათ წარმატებებს ველოდოთ? ფუ თქვენი ყომარბაზი...
paata
14 აგვისტო 2019 22:17
5
ქოც-ტოტალიზატორ-დიმპიტაურ-დამპიტაური ქვია მაგას!
კუჭკუჭი
14 აგვისტო 2019 22:08
10
კობიაშვილი უნდა გადადგეს
Dato
14 აგვისტო 2019 23:13
9
კობიაშვილი რას ეყოფა. სალომე ზურაბიშვილი, ტრამპი და კიმ ჩენ ირიც უნდა გადადგნენ
გიორგი
14 აგვისტო 2019 23:15
16
თამაშამდე უკრაინულამა საბუკმეიკერო კომპანიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ამ თამაშზე რაღაც საეჭვო ხდებოდა, ანალიზიც დაურთო თან თავისი ეჭვის გასამყარებლად. წავიკითხე თუ არა ეგრევე გავიფიქრე წააგებენ, თამაში გაყიდულია თქო, მაგრამ მქონდა იმედი, რომ ისინი შეცდებოდნენ. ფუ ამ უთავმოყვარეო ბიზნესმენების და მხოლოდ ფულზე დაგეშილი ხალხის ხელშია დღეს ყველაფერი. თავმოყვარეობა სულ დაკარგეთ? ადრე დინამო რომ არარატთან წააგებდა, ტელევიზორს აივნიდან აგდებდნენ, რა უბედურება გვჭირს რომ თავმოყვარეობა აღარ შეგვრჩა. ფუ მე მრცხვენია თქვენ მაგივრად, საზიზღრები ხართ
Patrioti
14 აგვისტო 2019 22:17
1
მეც წავიკითხე ეგ.. ხოდა ამ ახალი არარატის მფლობელი ხომ მილიარდერია..
zviads
14 აგვისტო 2019 23:02
0
ხო, შენთვის თუ უკრაინული ფარჩაკი საბუკმეკერო კანტორის რაღაც ნაჯღაბნი თითონ შენი თვალით რაც დაინახე იმაზე დამაჯერებელია, ეს შენივე პრობლემაა?! ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ, იბრძოლეს ბოლომდე! წვაგეთ სამწუხაროდ, ოღონ ბრძოლაში წავაგეთ! ყველაფერს რაღაც გარკვეული მომზადება-ცოდნა სჭირდება, მათ შორის ფეხბურთის გაგებასაც.
aburjga
14 აგვისტო 2019 23:30
20
ამ წაგებას "შეძლება" უნდოდა და თქვენ ეს "გააკეთეთ" გილოცავთ! ამის მერე როგორ უნდა გახვიდეთ მწვანე მინდორზე და ბურთი გააგოროთ.ნამუსი ახადეთ ქართულ ფეხბურთს.ღირსება დაკარგეთ თუმცა ღირსება რო დაკარგოთ ჯერ უნდა გქონდეთ.ფოჩიან კამფეტებზე გაყიდული ფეხბურთი გვაქვს დღეს საქართველოში.ადმინ იმედია ამ კომენტარს მაინც არ დამიბლოკავ! ეს არაა გინებაა ესაა რეალობა!
დდდ
15 აგვისტო 2019 00:15
1

სიახლეები პოპულარული