კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
გამოვუცხადოთ ბოიკოტი საბურთალოს და აღარ მივიდეთ მაგათ თამაშებზე სულ რო ბარსა ჩამოიყვანონ. ტოტალიზატორის ხამები ეგენი. ამხელა შანსი გაგვიჩნდა რაღაც მაინც გვექნა ფეხბურთში და შეგვარცხვიმეს ამ უთავმოყვარეო ........ ადმინი არ დაუშვებს ამ კომენტარს თორე ისეთებს დავწერდი....
თემო
14 აგვისტო 2019 22:08
1
ისედაც არ დადიან და ეხლა ბანერები უნდა გადმოუფინო ისეთები რასაც იმსახურებენ... რომ ახსოვდეთ სამუდამოდ ეს მე ხეჩიკას ადგილზე კლუბს დავშლიდი ფული რაში ჩადო?!
svan
14 აგვისტო 2019 22:22
0
ამატ რომ კიტხო ვიტარდება კარტული ფეხბურტი , გაკცევა ეზარებატი . დავრცმუნდი სშერიფტან გაგვივარდა ...სამაგიეროდ კარგატ მოემზადებიან სშემდეგი ტამასი ბოლნისის სიონი ....დაგლეჯენ ბიცები ყველაფერს ...
Kote
14 აგვისტო 2019 22:08
2
უნამუსოებო დაახვიეთ ფეხბურთიდან
ზორბეგი
14 აგვისტო 2019 22:05
1
ტოტალიზატორზე ყომარი იყო, საბურთალოს მფლობელი ფულის დიდი მოყვარული კაცია მინისტრობის დროსაც ეტყობოდა თითქმის ყველა ტენდერში ცდილობდა ცხვირის შეყოფას და ფულის შოვნას, მაგარი ჩააწყვეს და კაი გვარიანადაც ფულს იშოვიდნენ
dinamo
14 აგვისტო 2019 22:03
3
საბურთალომ დღეს ჩამარხა ისედაც დამარხული ქართული ფეხბურთი
???
14 აგვისტო 2019 22:02
1
ვისი რა საქმეა ძმაო,პორტომ და სელტიკმა თუ ქნა საბურთალო ვერ ქნავდა.
გიოშა
14 აგვისტო 2019 22:02
27
ამათ რომ თავი ფეხბურთელები გონიათ ერთი გაუვარდათ შერიფთან თორე არც შერიფს უნდა გასცდენოდა ასეთი ჩემპიონები რომ გვყავს იმიტომაა რომ ადამიანს სტადიონისკენ გახედვა არ უნდა
antaress
14 აგვისტო 2019 22:01
0
Haa lomebo gaaketet erti wlis xelfasi ert tamashshi? Dagajvit ytavmoyvareo tavebze.xalxs stadionze misvlisken ra namusit mouwodebt tqve chatlaxebo
Misha
14 აგვისტო 2019 22:01
0
კიდევ ერთხელ ჩამიჯვეს ხასიათში, ჩემ თავს ვეუბნები შევეშვა ქართულ ფეხბურთს, მაგრამ... გულისდაწყვეტის მეტი ამათგან არაფერი მახსოვს და.... აქაც მიგრძნობდა გული ცუდს, რომელი თამაში ითამაშეს ნორმალურად გასვლაზე შერიფთან პირველი თამაშის გარდა? არაფერი გვესაქმება ევროტურნირებზე ქექონ ეხლა ჩელე არენის ქვა-ღორღი, ფუ თქვენი...
Levani
14 აგვისტო 2019 22:00
0
გააგორეს ტოტალიზატორი, სწორი ყოფილა ეჭვები.. არ გვეშველება არაფერი ყველა ყველაფერს ყიდის
ოკ
14 აგვისტო 2019 22:00
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული