კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
შეეშვით ამ ტოტალიზატორების ბრალებას, თუ ასე დარწმუნებული ხართ მაშინ რაღას უყურებთ, საერთოდ,?მასე მალის დარტყმული რომ არ გავიდოდა შტანგიდან ვინ განსაზღვრავდა? უბრალოდ ჩვენს ფეხვურთში სრული არაკომპეტენტურობაა, უვიცობა და უგულობა...სახელმწიფომ არ უნდა ჩადოს ფული და მორჩა, თუ ვინმეს უნდა ხარჯოს თავისი და ეგებ მიხვდეს რომ სანამ კომპეტენტურ ხალხს არ მოიყვანს ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული, მნამდე კარგოს საკუთარი ფული, სახელმწიფომ მიმართოს ფული რაგბში, ეს ფული რომ დახარჯოს ერთ კარგ ფრანჩაიზს გავაკეთებდით ნაკრების ბაზაზე და ვითამაშებდით, სუპერრაგბში და ნახავდით ერთ ორ სამ წელიწადში რას დაბდღვნიდენ ბიჭები...ასე მუდმივად შეურაწყოფილები არ ვიქნებოდით
დათო
15 აგვისტო 2019 01:07
2
თამაში რო იყიდება იცის 2 მა მაქსიმუმ 3 ფეხბურთელმა დამწრთვნელმა!!! ვინმემ გამახსენეთ 10 ნომრის ესეთი პასი 1994 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს და ეგეთი რამე 10 ნომერს გაეკეთებინოს არ მახსოვს!
ბოკინიო
15 აგვისტო 2019 10:59
1
სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება!!!!
ბეტერანი ფეხბურთელი
15 აგვისტო 2019 00:50
2
bijo ras atrialebt am tamachgare golis kadrebs, gundi agebs, bolo camebia , rogorc ikna goli gaak da arcerti pegburteli ar aprotestebs, chevchamdi im msajs cocxlad chveni pegburtelebis adgilas mara gakiduli iko tamachi da kvela kmakopili darcha kartveli gulchematkivris garda. jer sajarimochi aset patkats vin aketebs, karoche ra, es imis bralia kvela padiezdchi ro gundi cheikmna da istoriul gundebs chlis pederacia,dabloke midi kobiachvils ar eckinos.
KUTAISELI
15 აგვისტო 2019 00:38
2
ძნელია რომ არ დაეთამხმო
ემზარ დუისბურგი
15 აგვისტო 2019 01:27
1
თკვენი Pეხბურთი არ გაისშვა რა. რა პრეზიდენტიც გყავთ Pეხბურთის Pედერაციის ედერაციის ისე მიგდით ყველაPერი!!! თPუ უთავმოყვარე ხალხი ხართ რა!!!
სანდრო
15 აგვისტო 2019 00:38
3
ხეჩიკაშვილო, ჭიაბრიშვილო და დანარჩენო ნამუსგარეცხილებო ვინც თამაში გაყიდეთ, თქვენსა და მოღალატე ყორღანაშვილს შორის დიდი განსხვავება კი არაა, იგივე გააკეთეთ თქვენც. ქვეყნის ორგულს მარტო ომი არ ქმნის და არც სამხედრო უნდა იყო მაინცდამაინც. ნამინისტრალის გასაგონად კი მინდა ვთქვა, თავისი გუნდი მისი ისტორიის ჩანასახშივე დაასამარა. როცა შენი კლუბი გიყვარს მას ფულის გულისთვის სხვას გასაბახებლად არ მიუგდებ. პრეზიდენტის კი უძახი თავს მაგრამ დღეიდან საფეხბურთო სუტ..ნორი ხარ.
ირაკლი
15 აგვისტო 2019 00:25
2
გელა 67 ის . ფეხბურთის და ქვეყნის წინ სვლაში ვინაა პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე, ხომ ვერ მეტყვი ჭკუის კოლოფო გელავ ??? ზუსტად თქვენნაირი ჭკუაგახსნილების დამსახურებაა ამ წუმპეში რომაა სახელმწიფოც და ფეხბურთიც ...
სიმართლე
15 აგვისტო 2019 00:24
1
ქვეყანაში სადაც ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს საკუთარ ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოსთან და ამას ხალხი ჩვეულებრივად იღებს, ესეთ ქვეყანაში აღარც ის არ ტეხავს რომ სომხებმა შეგისრულონ ნებისმიერ თემაში ;)
გიგა
15 აგვისტო 2019 00:23
16
მეძახეთ ეხლა ნაციონალი
გიგა
15 აგვისტო 2019 00:26
7
არარატის მფლობელს საქართველოშიც აქვს ბიზნესი. ტაშირ პიცა თუ გაგიგიათ. ჰოდა მოკლედ ქართული და სომხური მაფია შეხვდა ერთმანეთს. ჩვენმა მაფიოზებმა ზუსტად მაგ მაფიოზობაშიც არ ივარგეს და მოკლედ შედეგიც სახეზეა. ვიმეორებ მ ა ფ ი ა
თემო
15 აგვისტო 2019 00:20
1
გელა 67 უტვინობა შენს კომენტარში გეტყობა . ფეხბურთის და სახელმწიფოს წინსვლაში ვინაა პასუხისმგებელი ხომ არ იცი ??? მაგრამ შენნაირი " ბრძენებეის" დამსახურებაა ასეთ ლეშ მთავრობას და ფეხბურთელებას რომ შევყურებთ
დათო
15 აგვისტო 2019 00:17
2
რა ხალხიც ვართ, რა სახელმწიფოც გვაქვს, რა მთავრობაც გვყავს, ის ფეხბურთიც გვაქვს.
გიგა
15 აგვისტო 2019 00:15
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული