კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
საბურთალომ ტირასპოლში 3-0 რატომ მოიგო ბევრი თქვენთაგანი ალბათ მიხვდა.დნესტრისპირეთი და მისი დედაქალაქი ტირტასპოლი ფაქტიურად რუსეთის ნაწილია,მას მართავს რუსეთის ფედერაცია .მოსახლეობის უმრავლესობა რუსი ეროვნებისაა ამ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოში.რუსეთში კი როგორც ვიცით ტოტალიზატორებში ყომარის ბუმია,ფსონების 90 პროცენტი სწორედ ფეხბურთზე იდება! ტირასპოლის შერიფის ძალა ყველა რუსმა კარგად იცის და რა თქმა უნდა საბურთალოზეც ქონდათ წარმოდგენა-რომ შერიფზე სუსტი გუნდია.დარწმუნებული ვარ შეძლებულმა რუსებმა დიდი ფული დადეს 1.შერიფის 3 ბურთით არ წაგებაზე.2.შერიფი ერთ გოლს გაიტანს. და ა.შ. უამრავი ვარიანტია. :) ღრმად პატივცემულო ოპტიმუს,ჯერ ერთი მე თქვენთვის შეურაცყოფა არ მომიყენებია და მერე მეორე საზოგადოებამ განსაჯოს ვინ უფრო ახლოს არის ჭეშმარიტებასთან-მე თუ თქვენ! მართალი გითხრათ ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ თქვენს თავზე.გგონიათ რომ ყველაფერი იცით,ამ დროს ხალხის მიერ თქვენზე დაწერილი დიზლაიკები საწინააღმდეგოზე მეტყველებს!
გიოშა
19:43 15-08-2019
4
რა არის იცით? ჩვენ ხომ ზაგრებთან წაგებაზე ხმა არ ამოგვიღია? ვიცოდით, რომ ჩვენზე ძლიერი გუნდია, მაგრამ არარატი?... ძლიან საეჭვო რაღაცეები ხდებოდა, მაგალითად თავდასხმელი ათი ნომერი ყველა თამაშში იღებს ყვითელს, ასეთ პასს აკეთებს და მერე ასეთი პენალტი, რა იყო მესი ხომ არ უტევდა? პირველი გოლიც ძალიან რაღაცნაირად გავიდა, იმედია ვცდებოდე!
s.s.
18:40 15-08-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული