კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
ეგეც თქვენი ქოცების განვითარებული ფეხბურთი , ვაი რო ქვეყანაც იგივე წუმპეში ჩაძირეს ... ფუი იმათ აწი თქვენ ვინც მოგემხრობათ ...
სიმართლე
14 აგვისტო 2019 23:14
19
ქოცების ბრალია,არა? ე.წ. "პრასტრელის დროს საჯარიმოს გარედან შიგნით რომ ფეხბურთელი არ შედის, შეტევის დროს,რომ "მოიფიქრებს" "ჭკვიანი" კოხრეიძე და საჯარიმოს მიახლოებული უკან აკეთებს პასს, ჯიუტად რომ მარცხენა ფრთას ტვირთავენ და ამ დროს კი მარჯვენა ფრთაზე მალი შესანიშნავად ირჯებოდა (ერთადერთი კაცი რომელმაც ყველა მოგებულ-წაგებული მატჩი მაღალ დონეზე ითამაშა), ეს კიდევ ყველაფერი არაა, ბიძინას დააბრალეთ თქვე მართლა უტვინოებო
gela 67
14 აგვისტო 2019 23:29
15
აი რა საქმე უნდა გამოიძიოს პროკურატურამ და ერთი ათი წელი მზის სხივი არ უნდა დაანახვო ხეჩიკაშვილიდან დაწყებული ამ წვერება ტრენერით გაგრძელებული და ამ უნამუსო ფეხბურთელებით დამთავრებული
kote
15 აგვისტო 2019 09:39
2
ამდენი წელია ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და ამხელა აჟიოტაჟი პირველად არის შექმნილი. გულშემატკივრების 90%-ზე მეტი გუნდს თამაშის გაყიდვაში ადანაშაულებს. საოცარი ერთსულივნებაა გულშემატკივრებში და ალბათ საფუძველიც აქვთ, რომ ამხელა ეჭვები და ვარაუდები გამოთქვან. დარემუნებული ვარ ასეთი იმედგაცრუება დიდი ხანია ქართველ ხალხს არ გვქონია. მე-4 ეტაპზე ძლიერი გუნდი მაინც ამოსულიყო, ამდენს არ ვინერვიულებდით. საბურთალო გმირობიდან ქვეყნის სირცხვილად იქცა!!!
ბაგრატას ნათესავი
15 აგვისტო 2019 12:11
4
სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება!!!!
ბეტერანი ფეხბურთელი
15 აგვისტო 2019 00:50
2
ეხლა ქონდა შანსი საბურთალოს, რომ გულშემატკივარი შეეძინა და ხალხის პატივისცემა დაემსახურებინა, მაგრამ...
zviads
14 აგვისტო 2019 23:05
1
უნამუსოებო დაახვიეთ ფეხბურთიდან
ზორბეგი
14 აგვისტო 2019 22:05
1
არ დაბლოკოთ ... ამ თამაშზე აზრი არ აქვს რამის თქმის ... მე საერტოდ მინდა ვთქვა... მე დამაკომპლექსეს ქართული ფეხბურთის " მამებმა: და ქართველმა კომებნტატორებმა ... რამდენი უცხოური გუნდი შევხვდით სულ მესმის კომენტატორებისგან მეტოქე გვჯობნის ათლეტურობაში და სიმაღლე ... არ მოგბეზრდათ ამ აბრეზა " ფუტბალისტების " ყურება?
ლობიო
14 აგვისტო 2019 23:29
1
რომ ვწერდი ტირასპოლში 3-0 მოგება ფოკუზი იყო მეთქი თურმე ერევანში მოგებაც ფოკუზი არ ყოფილააა.მაგრად კი შევეჭვდი,იქ მეორე ტაიმში საბურთალოს უეცრად გააქტიურების და არმენიას ჩაძინებით,მაგრამ ქართულ გუნდზე სულ ცუდს ხომ არ დაწერ მეთქი.სად ხარ ერთი შენ მეგობარო ჭკუას რომ მარიგებდი-"კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და შენ მათზე სულ ცუდს წერ,ალბათ ეს არის მარტო შენი მოტივაციაო,წერე და იკითხეო".:) თავიდანვე მივხდი,რომ ყომარობდნენ და აბა კაის დავწერდი?
გიოშა
14 აგვისტო 2019 23:02
2
საბურთალოა ერტადერთი გუნდი მსოპლიოში რომლის გულშემატკივართა რაოდენობა 50 კაცს არ ცდება. ვისაც გონია ამდენი ხალხი რო დადიოდა ამატი გულშემატკივრები იყვნენ ცდება. გულშემატკივარი შიდა ჩემპიონატის თამაშებით იზომება
ave
14 აგვისტო 2019 22:28
2
bijo ras atrialebt am tamachgare golis kadrebs, gundi agebs, bolo camebia , rogorc ikna goli gaak da arcerti pegburteli ar aprotestebs, chevchamdi im msajs cocxlad chveni pegburtelebis adgilas mara gakiduli iko tamachi da kvela kmakopili darcha kartveli gulchematkivris garda. jer sajarimochi aset patkats vin aketebs, karoche ra, es imis bralia kvela padiezdchi ro gundi cheikmna da istoriul gundebs chlis pederacia,dabloke midi kobiachvils ar eckinos.
KUTAISELI
15 აგვისტო 2019 00:38
2
ძნელია რომ არ დაეთამხმო
ემზარ დუისბურგი
15 აგვისტო 2019 01:27
1

სიახლეები პოპულარული