კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
თკვენი Pეხბურთი არ გაისშვა რა. რა პრეზიდენტიც გყავთ Pეხბურთის Pედერაციის ედერაციის ისე მიგდით ყველაPერი!!! თPუ უთავმოყვარე ხალხი ხართ რა!!!
სანდრო
15 აგვისტო 2019 00:38
3
უკრინელმა მსაჯებმა ორივე თამაში "გააკეთეს" ეს რა ხდება გასარკვევია ჰოლანდიაშიც გაგვიგდეს და აქაც პენალტი დაგვიდეს .წაგვაგებინეს დაკვეთით ვისი?ორივე თამაშში ოცდახუთ გაფრთხილებამდეა უმეტესობა ქართველებს.... გასარკვევია რა ხდება მსაჯობასთანაც და მატჩების ტოტალიზატორთან კავშირებშიც სომხეთის გუნდთან თამაშისას. სხვისმა დიდმა ფულებმა დაგვამონა საუკუნობით და ეხლაც ფულზე იყიდება ყველაცერი ფეხბურთიდან დაწყებული....საბურთალო კი ხომ მართლა დაბალი დონის გუნდი ყოფილა ფეხბურთის თამაშის მხრივაც ესეც დამტკიცდა....
ფულის ღორებს
14 აგვისტო 2019 22:56
4
ეს რა უთავმოყვარეები და უნამუსოები ყოფილან. შემაძულეს ფეხბურთის ყურება. თფუ თქვენი. დამიგლიჯეს ნერვები
კახა
14 აგვისტო 2019 22:28
2
ხალხია ცოდო, ისედაც ამ დგეში მყოფ ხალხს კიდე ეს გვინდოდა, უსისხლოები ხართ საბურთალოოო
ენთაზი
14 აგვისტო 2019 22:17
1
ამატ რომ კიტხო ვიტარდება კარტული ფეხბურტი , გაკცევა ეზარებატი . დავრცმუნდი სშერიფტან გაგვივარდა ...სამაგიეროდ კარგატ მოემზადებიან სშემდეგი ტამასი ბოლნისის სიონი ....დაგლეჯენ ბიცები ყველაფერს ...
Kote
14 აგვისტო 2019 22:08
2
ჟურნალისტებს რაღაც საეჭვოდ გაქვთ ხმა ჩაგდებული, რაო იმას ელით ვნახოთ ხეჩიკა რამდენს გადმოგვიგდებს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ გვიღირს მისი დაცვა თუ მიწასთან გავასწოროთო
dinamo
15 აგვისტო 2019 12:09
2
იძახეთ ისტორიული შანსი და არჩიეთ ვისთან შეხვედრა აწყობდა საბურთალოს მომდევნო ეტპზე (თან ლაიტმოტივად იკითხება "ფარჩაკი გუნდები" რომ გველოდებიან). ეს როგორ მოახერხა გუნდმა? რომელი სუპერგუნდი იყო ჩვენი მეტოქე რომ ... მოკლედ სუპერფარჩაკები ვართ - ეს არ არის "თამაშია და ის იმარჯვებს რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში უკეთ მომზადებულია და ა.შ.". დაუსრულებლად გულისამრევია უკვე ქართული ფეხბურთი.
???
15 აგვისტო 2019 02:00
1
გაყიდეს თამაში :(
((((
14 აგვისტო 2019 22:27
4
ყველაფერი ხომ ნათელია რაც მოხდე, ეს იყო გარიგება ორ გუნდს შორის, რომ ერევანში საბურთალოს უნდა მოეგო და თბილისში არარატს, აუცილებლად ძალოვნები უნდა ჩაერიონ და გამოიძიონ რაც მოხდა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, გუშინდელი თამაშის მონაწილეებს მინიმუმ- სამუდამოდ უნდა აეგრძალოთ ფეხბურთის თამაში, ქართველი ხალხის მასხრად აგდებისთვის,
zmo
15 აგვისტო 2019 10:45
2
კოშმარი- რომელიც რაც შეიძლება ადრე უნდა დავივიწყოთ..ყველასთან წაგებას შევეგუებოდი მაგრამ არა ასეთი დონის სომხურ კლუბთან..
ბევრი ეპიზოდი იყო საეჭვო და არის საბაბი რომ დაინტერესდეს შესაბამისი ორგანოები.
თუ მართლა ნაჩალიჩებია ფეხბურთიდან მოკვეთა კი არა- მზის სხივი უნდა მოანატრო ამათ.
REZO
15 აგვისტო 2019 10:15
2

სიახლეები პოპულარული