კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
აგაშენათ ღმერთმა ასეც ვიცოდი და კარგადაც მოვიგეეეეეეეეეეეეეე :)
გუჯა
14 აგვისტო 2019 22:10
24
ყველას ნუ აგინებთ მეგობრებო ,ყველა არ გაყიდულა ,იყო მსაჯები ჩართული და ფეხბურთელებიც ,აშკარა იყო ეგ,დიდი ფული და მაფია ტრიალებს ფეხბურთში,რომც არ გინდოდეს გააკეთო თამაში გემუქრებიან და გაიძულებენ ,სამწუხაროა ეგ ყველაფერი ,მაგრამ დარწმუნებული ვარ საბურთალოს ფეხბურთელების უმრავლესობას არ სურდა ამის გაკეთება ,მაგრამ ამავ დროულად სულით ბოზებს არაფერი ეშველება არასდროს .
paladin
15 აგვისტო 2019 03:23
8
ყველა დასაჭერია, და სამუდამოდ ფეხბურთს ჩამოაცილო!
გაყიდული თამაშია 100%
კლუბი დაისაჯოს ამისთვის სამუდამოდ! ან როგორც მინიმუმ 10 წელი ჩამოშორდეს ევრო ტურნირებს, როგორც გაუკეთეს თუ არ ვცდები ალბანურ გუნდს, სკენდერბეუს!
ერო
15 აგვისტო 2019 01:37
1
ყველა კომენტარი გამოქვეყნდეს!!!
როცა საგინებელია უნდა აგინო!!!
ფული ხომ აიღეს კარგად... გინებითაც რომ საგინებლები არიან, ეს როგორც მინიმუმ!
ვინც ამაშია დამნაშავე ყველა უნდა წავიდეს, უმრავლესობა უნდა ჩამოაშორო ფეხბურთს!
ფედერაციიდან ყველა უნდა წავიდეს!
სირცხვილი ქვეყნის მოღალატენო!!!
ძლივს იმედი გაუჩნდა ხალხს რომ ევროპა ლიგაზე გავალთ...
ერო
15 აგვისტო 2019 01:20
2
გელა 67 ის . ფეხბურთის და ქვეყნის წინ სვლაში ვინაა პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე, ხომ ვერ მეტყვი ჭკუის კოლოფო გელავ ??? ზუსტად თქვენნაირი ჭკუაგახსნილების დამსახურებაა ამ წუმპეში რომაა სახელმწიფოც და ფეხბურთიც ...
სიმართლე
15 აგვისტო 2019 00:24
1
ძალიან იმედგაცრუებული ვარ,წაგება გასაგებია, წვიმაში ტაშით გააცილა გულშემატკივარმა.
დღეს რა იყო
მწვრთნელი, ფეხბურთელები სად იყვნენ, ბრძოლა, ჟინი
ძალიან ძალიან ძალიან იმედგაცრუებული ვარ
:(((
Daviti
14 აგვისტო 2019 22:20
2
რა არის ამაში ცუდი. ეს იყო გუნდის ბოლო გაფახურება, რაიმე წარმატებაზე. ამის იქეთ უეჭველი დამარცხება და გამოვარდნა იყო. აქეთ კი ტოტალიზატორზე კაი კუში იდო......
მე მოვიგე!
14 აგვისტო 2019 22:17
4
ნერვები მეშლებოდა რატო მიდიან ჩვენი ბიჭები ჭ კლასის გინდებში საქართველოში მაინც ითამაშონ თქო!!! მარა ეტყობა იციან აქ რა წამპლობაცაა და ურჩევნიათ თავი აარიდონ!! ჩვენ გკიდივართ გკიდივართ. მაგრამ ან მშობლები არ გყავთ ან ცოლები ანაც შვილები? როგორ უყურებთ სახლში რო მიდიხართ!!! ამათთან არ გაგეყიდათ და დუდელაჟნთან 20:0 წაგეგოთ ესე არ მეეყინებოდა :(( დილიდან საზიზღარ ხასიათზე გავიღვიძე გუშინდელის მერე!
ბოკინიო
15 აგვისტო 2019 10:46
2
ხალხს მოუწოდებენ სტადიონზე მივიდნენ და უგულშემატკივრონ ამ ქვეშეფსიებს.. წუხან ხალხი არ დადის თამაშებზე-ო...
ოკ
15 აგვისტო 2019 08:17
0
არც ქოცი ვარ და არც ნაცი,პოლიტიკიდან შორს ვდგავარ,მხოლოდ სპორტი მიტაცებს.ამ ბოლო დროს კი მხოლოდ მორაგბეების მჯერა! დარწმუნებული ვარ ქართველი ვაჟკაცები არაკაცურ საქციელს არასდროს ჩაიდენენ! ისინი ხომ მხოლოდ ბრძოლაში,მათზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან მარცხდებიან,სულში არ გვაფურთხებენ ისედაც დამცირებულ ჩვენი სამშობლოს მაცხოვრებლებს!
გიოშა
15 აგვისტო 2019 12:34
0

სიახლეები პოპულარული