კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
ფუ თქვენიიი...უსისხლოებო.
status quo
14 აგვისტო 2019 23:17
1
სავარაუდოდ შერიფთანაც ორივე თამაში " გაკეთებული" იყო.
პელე
15 აგვისტო 2019 02:59
2
ტოტალიზატორის თემას რომ მივუბრუნდეთ ვისაც ეჭვი ეპარება შეუძლია კიდევ ერთხელ ნახოს როგორ ძალით აიკიდეს პენალტი და
მეკარის მოქმედება პენალტის დარტყის
დროს. გადაახვიეთ!!!
totalizatori
14 აგვისტო 2019 23:37
4
მაჩანჩალებთან უფრო დიდი მაჩანჩალობა სირცხვილია. მიუხედავათ იმისა რომ საბურთალო დებიუტანტია მაინც წარუმატებლად ჩავთვლი ამ სეზონს. საკუთარ მოედანზე 1-8 გატანილ გაშვებული. ამის მერე რა დებიუტანტის გამართლებაზე შეიძლება საუბარი? დიასამიძე, გორგიაშვილი, მარგველაშვილი, გაბედავა, მიგინეიშვილი და ტერა ამ ფეხბურთელებმა მთლიანად ჩააგდეს ევროსეზონი და გასაყრელები არიან, თუ საბურთალოს ხელმძღვანელობას აქვს ამბიცია მაშინ მწვრთნელიც უნდა მოაშოროს და ჩამოიყვანოს უცხოელი სპეციალისტი.
დათო30
14 აგვისტო 2019 23:16
1
#xurdaesrole
ვინც დაინახავთ ამ უნამოსოების ავტობუსს ქალაქში ან კლუბის რომელიმე წარმომადგენელს მიუგდეთ ხურდა !!! სანამ გულშემატკივარი იგივე მონეტით არ უპასუხებს მუდამ დაგვამცირებენ ეს ნაგვები!
Vakhtang Lobzhanidze
15 აგვისტო 2019 12:40
1
როგორც ყველაფერი არ იჭმევა ისე არსებობს რაღაც ზღვარი სადაც ფულის კეთება საკუთარი და ხალხის შეურაცყოფით დანაშაულის ტოლფასია.განა რა აიღეთ იმდენი რომ მთელი ქვეყანა მთელ თქვენს ვითომ ადამიანობას მრავალ ბრუნვაში მოიხსენიებს და რაც მინიმალურია იმასთან შედარებით ქართულ ქვეყანას და ქართველ ხალხს გაუკეთეთ.ეტყობა მართლა დავდედლით თორემ ამის მეასედი რომ გაუბედონ ევროპაში გულშემატკივრებს ალბათ სტადიონიდან ცოცხალს ვერ გაასწრებდნენ.იქაც კეთდება თამაშები მაგრამ ამაშიც არ ვარგიხართ ისე უნიჭოდ და აშკარად აწერთ ხელს ფულის აღებას.ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს ნორმალური ფედერაციით პროკურატურით და სასამართლოთი მართლა სახალხოდ უნდა გაგასამართლონ და სამუდამო უნდა მოგისაჯონ ქვეყნისა და ხალხის ღალატისთვის
lado
15 აგვისტო 2019 10:16
2
..მაგრამ მისმა პატრონმა როგორი სპორტული ობიექტებიც აშენა მინისტრობისას (იშლება უკვე) ისე აშენებს ამ გუნდსაც.
zviads
14 აგვისტო 2019 23:08
1
სირცხვილი!...
არ ვიცი რა შეიძლება დაერქვას ამას... ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი და იმედგაცრუება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ჩვენ გვტკივა, ყველას გვტკივა და განვიცდით. შეურაცყოფა მოგვაყენა ჩვენი ქვეყნის ჩემპიონმა და ამ შედეგით ძალიან ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. სამწუხაროდ საოცრად დიდი არაპროფესიონალიზმი გამოავლინა ყველამ, სამწვრთნელო შტაბინ-ფეხბურთელებიანად (ერთი-ორის გამოკლებით). ფეხბურთში ძალიან იშვითია ისეთი მომენტი, როდესაც გაწყობს 3 შედეგი, მათ შორის წაგებაც კი:)) მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის იქით გადასვლაც არ შეიძლება, რომლის მიღმაც უკვე თავმოყვარეობა, საკუთარი ხალხისა და ქვეყნის პატივისცემა, მათდამი სიყვარულია. ამ ზღვარზე გავლა არ შეიძლება რათა არ "გაგეპაროს" და საკუთარ ქვეყანასა და ხალს თავზე არ გადაასვარო. ბიჭბს კი ეს მოუვიდათ. აი ეს ქვია ამ ყველაფერს და მეტი არაფერი...
ანესთეზეოლოგი
15 აგვისტო 2019 09:41
2
ყველაფერი ერევანში დაიწყო, იმის მაგივრად რო დემორალიზებული და დაცვა მოშიშვლებული მეტოქის კარში კიდევ ერთი გოლის გატანაზე ეფიქრათ და გააზრებული კონტრშეტევები გაეკეთებინათ,ლეკვებივით კოტრიალი დაიწყეს მინდორზე და ყოვლად ამორალური სიმულაცია გააჩაღეს, იქვე შემრცხვა ამათ მაგივრად.
პირველ რიგში სპორცმენი უნდა იყო, მერე ფეხბურთელი, მორაგბე, მოჭიდავე და ა.შ. სამწუხაროდ ქართველ ფეხბურთელებს საერთო არაფერი აქვთ სპორცმენთან როგორც ასეთთან და სწორედ ეს არის დანარჩენი უბედურებების სათავე
ირაკლი
15 აგვისტო 2019 01:40
1
საერთოდ არ მინდა ხოლმე დაჯერება ამ თამაშების გაყიდვის,მაგრამ დღეს ცოტა აზრი შემეცვალა.როცა ხედავ რომ ეჭვებია იმის, რომ თამაში გაყიდულია მე მგონი გაათმაგებულ ძალით უნდა ითამაშო რომ ხალხს არ დააჯერო ის, რისი ეჭვიც ააქვს.მაგრამ რა გაათმაგებულზეა ლაპარაკი თურმე....კი ყველაფერი ხდება ფეხბურთში მარა ან ის პასი რა იყო,ან ეგრე იანვად ფეხებში ჩახტომა საჯარიმოში....როგორ გქომაგობდით და სულ ამიცრუვდა თქვენზე გული...ერთადერთი ლაკვეხელიანი მოაშორეთ მაგ გუნდს და სხვა გუნდში გაუშვით.თუ არ იზარმაცებს შეიძლება მისგან კარგი მცველი დადგეს და ნაკრებს გამოადგეს.
კახა ქ.
14 აგვისტო 2019 22:54
2

სიახლეები პოპულარული