გიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" "არარატ-არმენიასთან" 0:2 დამარცხდა. ნამატჩევს, პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა.

"ფეხბურთელებმა, არ ვიცი, რატომ არ გადაუხადეს გულშემატკივრებს მადლობა. გულშემატკივრებმაც არ უნდა შეაგინონ ფეხბურთელებს.

განა ჩვენ გვინდა ცუდი თამაში და რეგრესი? ცუდი თამაში იყო ნამდვილად, ამ ყველაფერს ვერ გამოვასწორებთ. ეს არის სრული კრახი და ამ კრახის თავში ვარ 100%-ით. საბოდიშო არა მაქვს, მაგრამ დამნაშავე ვარ წაგებაში. მე ვეცადე, მაგრამ ასე მოხდა.

ჩვენ ბევრი მინუსი გვაქვს გამოსასწორებელი, მათ შორის ის, რომ გულშემატკივარს უნდა
გადაუხადო მადლობა. ძალიან ბევრი შეცდომა იყო, მათ შორის, ჩემი ტაქტიკური მონახაზიც, რომელმაც საერთოდ არ გაამართლა.

ყველაფერს უნდა ჩაღრმავება და გაანალიზება, თუ რა მოხდა. ასე არ თამაშობენ იმ თამაშს, რომელიც შენი კარიერის მატჩია. მე ვერ მივიყვანე გუნდი იმ კონდიციებში, გინდაც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, რომ ამ შეხვედრაში გარდატეხა მოეხდინა.

ფეხბურთელებს თუ რამე არ გამოუვიდათ, ალბათ, რაღაცა დავაკელით. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელს არ უნდა მოგება.

ჩემი არანაირი დარიგება არ იყო მეორე ნომრად თამაში, არც სურვილი იყო. ამ განლაგებამ არეულობა შემოიტანა. ხუთი მცველით ვეცადეთ, მათი ფლანგის შემტევები გაგვეჩერებინა. ბევრი იყო არგამართლება და ბევრიც ჩემი შეცდომა.

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ მეტოქის არც ერთი ფეხბურთელი ჩვენზე ძლიერი არ არის და ზოგადად, მათი გუნდი ჩვენზე ძლიერი არ არის. უფრო მეტად ლაღები ვართ გასვლაზე, ვიდრე შინ. ფეხბურთელებმა შინაურ წნეხს ვერ გაუძლეს. ეს არის გუნდი, რომელსაც არ უნდა გამოვეგდეთ. მე ნამდვილად არ დამწყდებოდა გული, „შერიფს“ რომ გამოვეგდეთ, მაგრამ „არარატ არმენიასთან“ ამას არ ვიმსახურებდით.

ეს ეიფორიაც ზედმეტი იყო, ესეც წნეხი იყო ჩვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ესეც იყო განმეორებით შეხვედრაში პრობლემა. ცალკეული ფეხბურთელი-კოზირი არ გვყავს. კოხრეიძემ ეს თამაშები კარგად ჩაატარა და ლიდერობდა გუნდს.

მსაჯობა, ალბათ, განსხვავებულია ევროტურნირებზე, რადგან გაურკვევლად არიგებენ ყვითელ ბარათებს, რაც აისახება შემდეგ შეხვედრის შედეგზე, რადგან ფეხბურთელები გარკვეულ მომენტებში ფრთხილობენ და ეს მეტოქეს აძლევს ხელს.

ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან  მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ. მე არ მგონია, რომ „დუდელანჟი“ მარტივად დაგვემარცხებინა. ჩვენ კვენჭისყრის იმედზე არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გასვლა ევროპა ლიგაზე კანონზომიერი არ იქნებოდა. დიდი სამუშაოები უნდა გავწიოთ იმისთვის, რათა ჩვენი შესაძლებლობებით შედეგს მივაღწიოთ ევროტურნირებზე.

სამი მცველი იმიტომ გვყავდა, რომ ჩაწოდების დროს მაღალ მცველებს ბურთი არ გაეშვათ. თუმცა ამან რაღაც მომენტში უარყოფითი შედეგი გამოიღო. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ფლანგის დაბალი მცველები გვყავს, ეს კი მოგვცემდა საშუალებას, მეტოქის მაღალი თავდამსხმელები გაგვენეიტრალებინა.

მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო. ცხელ გულზე ვერ მივიღებ რაიმე გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ. ორი დღე ავიღე დასვენებისთვის. თუ ჩემს თავში ვიპოვი მოტივაციას, დავრჩები, თუ არადა...

უნდა გავაანალიზო ეს თამაში, რომ მივხვდე, რა შეცდომები დავუშვით".


altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა!

 

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია


მკითხველის კომენტარები / 103 /
წლის ბოლომდე დააკვირდით, ფეხბურთელებს და მწვრთნელს, ზოგი ბინას შეცვლის, ზოგი მანქანას იყიდის, აქედან დამტკიცდება რომ სამშობლოს და გუნდის გაყიდვაში ფული იშოვეს, ტოტალიზატორის მონები არიან, უნამუსოები, ფეხბურთი უნდა აუკრძალო ვინც გარეულია
ემზარი
15 აგვისტო 2019 08:10
1
საქართველოს "საუკეთესო მწვრთნელის" მაქსიმუმი
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
15 აგვისტო 2019 07:59
1
არ ვუჯერებდი თვალებს, სრული კოშმარი იყო! რა ხდება, ერთხელ ხომ კინაღღამ სირცხვილი ჭამეს "შერიფთან". არ მეგონა ეხლაც იგივე გამეორდებოდა. რა ხდება? არ მინდა დავიჯერო ტოტალიზატორის მაქინაციების, აქ უფრო არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე. არადა რა იმედი მქონდა "საბურთალოს" ჯგუფიდან გასვლის!
მერაბი
15 აგვისტო 2019 07:55
2
კლუბი უნდა დაისაჯოს, მოვითხოვოთ ხალხო, ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელებს თუ აუკრძალეს ფეხბურთის თამაში გაყიდვის გამო, ამათაც აუკრძალეთ სამუდამოდ!!!, მწვრთნელიც გარეულია ამ ჩაწყობილ თამაშში, იმდენი იშოვეს მთელი ცხოვრება კარგად იცხოვრებენ, ისიც მალე დაიწერება უცხოურ ტოტალიზატორებში საბურთალოს წაგებაზე დიდი ფული რო შეიტანეს, სადაა გამოძიება?? დასაჯეთ ყველა ვინც გარეულია ამ უღირსობაში
kiko
15 აგვისტო 2019 07:53
1
იმ შერიფის დედაც თქვენთან რომ წააგო თქვე ქარაქუცებო
ანდრო
15 აგვისტო 2019 07:51
1
Mishas da nacbandas uxariat ararattan wageba.
Niko
15 აგვისტო 2019 04:27
12
ნიკო,თუ ასე გგონია-სამკურნალო ჰყოფილხარ;დროს ნუ დაკარგავ!
Giorgi Janikashvili
18 აგვისტო 2019 12:09
0
მეცოდები
გიორგი
15 აგვისტო 2019 11:17
0
გიო შენ გულწელობაში ეჭვი არ მეპარება მარა შენი რამოდენიმე მოტამაშე იყო მოტამაშე ტოტალიზატორში და არა ფეხბურთელი
Racha
15 აგვისტო 2019 03:45
8
ჯერ ის ჩემპიონატია სამარცხვინო/საბურთალო რომ ცემპიონი გახდება, მერე კიდევ -თავმოყვარე კლუბმა არარატთან როგორ უნდა წააგო?! დღევანდელი კვერცხი არჩიეს,"ჩემპიონებმა"
გულშემატკივარი
15 აგვისტო 2019 03:43
2
მდაააა საცემი თურმე მანამდის ყოფილან აწი უკვე რა დროსაა ..!!!! ერთი რამ კი მოახერხა “ უბურთალომ “ 37 წლიანი ტანჯვა ქართული ფეხბურთისა დაამთავრა რატომ 37 წელი 1982 წლის გაზაფხულიდან ქართულ ფეხბურთში სასიხარულო და საამაყო ცოტა რამ იყო კეტაშვილის ოლიმპიური ოქრო და კალაძის 2 ლიგა ჩემპიონობა და ეს ფაქტები არც საქართველოს კლუბებს და ნაკრებს ეხებოდა ...ასე რომ მცნება ქართული ფეხბურთი არ ვეგუებით თორემ დიდი ხნის მკვდარია ...ამ ხნის განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ქართველი ფეხბურთელი ოღონდ ყველა ცალ-ცალკე ყველა თავისას თამაშობდა სულ ადრე ქეცბაია ბოლოს კი ჩაკვეტაძე ..!!!! ასე რომ ამ 37 წლის განმავლობაში არც კლუბი გვყოლია და არც ნაკრები ნორმალური რასაც ერთიანი გუნდი ქვია ....ამას ისიც დაემატა თუ სსრკ-ს დროს ასე თუ ისე ზოგი ნაღდად და ზოგიც ალბათ იძულებით პატრიოტი იყო თავმოყვარეობა და შიში ( რამე არ დამმართონ ცუდი თამაშის გამო) ახლა ეს ყველაფერი გაქრა....თუ კი ადრე ჩამოდიოდნენ იმ განწყობით გოიმი ვარ უფულოდ ტრამვა ავიკიდო და შემდეგ კლუბში პრემიები დავკარგოთო ...ახლა კი თუ ისეთ დონეზე დაეცა ოსტატობა “ ფეხბურთელების” ძანაც რომ მოინდომოოოონ .....მაგრამ მთელი უბედურება ის არის რომ არც თამაში შეუძლიათ და თან არცინდომებენ ადრე თუ შეეძლოთ და პონტები უშლიდნენ ხელს ახლა მარტო პონტები დარჩათ ....ყველასთან დიდი ბოდიში (ან რა მაქვს საბოდიშო ) ჩემთვის მოკვდა დამთვრდა მცნება ქართული ფეხბურთი და მითუმეტეს ქართველი ფეხბურთელი გარდა რამდენიმესის ( ჩაკვეტაძის დავითაშვილის კვერკველიას და კანკავასი ჯაბას ფეხბურთის გარდა დიდი ადამიანობა უწყობს ხელს ) დანარჩენის კა რაღა ვთქვა ....ერთის გარდა ჩემს ასაკში ამ უთავმოყვარეო ხროვაზე ნერვების აშლა ძააან დიდი ფუფუნებაა !!!! სამწუხაროდ ამას გვიან მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო რისთვისაც “მადლობა “ უბურთალოს ....!!!!! პ.ს. : აქ დაბრუნებას არ ვაპირებდი მაგრამ ისე გამამწერეს რომ ავუხვიე ცოტათი ...თუ არ გამოაქვეყნებთ თქვენი ნებაა ...არა და აქ დავწერე ადრე რომ ჯანდაბასეგ ზაგრების დინამო მთავარია სომხებთან არ შევრცხვეთ მეთქი და ახაააა ...კმარა დასრულდა !!!!!
აუეეეე
15 აგვისტო 2019 03:41
2
ოე,მეხაშე,რა პრინციპით ფილტრავ კომენტარებს?
გულშემატკივარი
15 აგვისტო 2019 03:38
1

სიახლეები პოპულარული