გიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" "არარატ-არმენიასთან" 0:2 დამარცხდა. ნამატჩევს, პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა.

"ფეხბურთელებმა, არ ვიცი, რატომ არ გადაუხადეს გულშემატკივრებს მადლობა. გულშემატკივრებმაც არ უნდა შეაგინონ ფეხბურთელებს.

განა ჩვენ გვინდა ცუდი თამაში და რეგრესი? ცუდი თამაში იყო ნამდვილად, ამ ყველაფერს ვერ გამოვასწორებთ. ეს არის სრული კრახი და ამ კრახის თავში ვარ 100%-ით. საბოდიშო არა მაქვს, მაგრამ დამნაშავე ვარ წაგებაში. მე ვეცადე, მაგრამ ასე მოხდა.

ჩვენ ბევრი მინუსი გვაქვს გამოსასწორებელი, მათ შორის ის, რომ გულშემატკივარს უნდა
გადაუხადო მადლობა. ძალიან ბევრი შეცდომა იყო, მათ შორის, ჩემი ტაქტიკური მონახაზიც, რომელმაც საერთოდ არ გაამართლა.

ყველაფერს უნდა ჩაღრმავება და გაანალიზება, თუ რა მოხდა. ასე არ თამაშობენ იმ თამაშს, რომელიც შენი კარიერის მატჩია. მე ვერ მივიყვანე გუნდი იმ კონდიციებში, გინდაც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, რომ ამ შეხვედრაში გარდატეხა მოეხდინა.

ფეხბურთელებს თუ რამე არ გამოუვიდათ, ალბათ, რაღაცა დავაკელით. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელს არ უნდა მოგება.

ჩემი არანაირი დარიგება არ იყო მეორე ნომრად თამაში, არც სურვილი იყო. ამ განლაგებამ არეულობა შემოიტანა. ხუთი მცველით ვეცადეთ, მათი ფლანგის შემტევები გაგვეჩერებინა. ბევრი იყო არგამართლება და ბევრიც ჩემი შეცდომა.

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ მეტოქის არც ერთი ფეხბურთელი ჩვენზე ძლიერი არ არის და ზოგადად, მათი გუნდი ჩვენზე ძლიერი არ არის. უფრო მეტად ლაღები ვართ გასვლაზე, ვიდრე შინ. ფეხბურთელებმა შინაურ წნეხს ვერ გაუძლეს. ეს არის გუნდი, რომელსაც არ უნდა გამოვეგდეთ. მე ნამდვილად არ დამწყდებოდა გული, „შერიფს“ რომ გამოვეგდეთ, მაგრამ „არარატ არმენიასთან“ ამას არ ვიმსახურებდით.

ეს ეიფორიაც ზედმეტი იყო, ესეც წნეხი იყო ჩვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ესეც იყო განმეორებით შეხვედრაში პრობლემა. ცალკეული ფეხბურთელი-კოზირი არ გვყავს. კოხრეიძემ ეს თამაშები კარგად ჩაატარა და ლიდერობდა გუნდს.

მსაჯობა, ალბათ, განსხვავებულია ევროტურნირებზე, რადგან გაურკვევლად არიგებენ ყვითელ ბარათებს, რაც აისახება შემდეგ შეხვედრის შედეგზე, რადგან ფეხბურთელები გარკვეულ მომენტებში ფრთხილობენ და ეს მეტოქეს აძლევს ხელს.

ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან  მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ. მე არ მგონია, რომ „დუდელანჟი“ მარტივად დაგვემარცხებინა. ჩვენ კვენჭისყრის იმედზე არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გასვლა ევროპა ლიგაზე კანონზომიერი არ იქნებოდა. დიდი სამუშაოები უნდა გავწიოთ იმისთვის, რათა ჩვენი შესაძლებლობებით შედეგს მივაღწიოთ ევროტურნირებზე.

სამი მცველი იმიტომ გვყავდა, რომ ჩაწოდების დროს მაღალ მცველებს ბურთი არ გაეშვათ. თუმცა ამან რაღაც მომენტში უარყოფითი შედეგი გამოიღო. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ფლანგის დაბალი მცველები გვყავს, ეს კი მოგვცემდა საშუალებას, მეტოქის მაღალი თავდამსხმელები გაგვენეიტრალებინა.

მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო. ცხელ გულზე ვერ მივიღებ რაიმე გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ. ორი დღე ავიღე დასვენებისთვის. თუ ჩემს თავში ვიპოვი მოტივაციას, დავრჩები, თუ არადა...

უნდა გავაანალიზო ეს თამაში, რომ მივხვდე, რა შეცდომები დავუშვით".


altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა!

 

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია


მკითხველის კომენტარები / 103 /
უნამუსოები ხართ......................
valeri
15 აგვისტო 2019 10:35
1
Sulshi chagvapurtxes es ra qenit to tave ocdaat vercxlze gayidulebo iudebo...vax eseni vinebi arian to shemaIGes pegburti
GochA
15 აგვისტო 2019 09:09
1
დაწყნარდი და განაგრძე მუშაობა.გგონია შენ ადგილზე უკეთესი მოვა?ამ გუნდის ავან ჩავანი შენზე კარგად არავინ იცის,მაყურებელი კი ისედაც აღარ მოვა და ზეწოლაც აღარ გექნებათ.იმედია მომავალ წლამდე გუნდი არ დაიშლება და უფრო მაღალ დონეზე ათამაშდება.წერტილოვანი გაძლიერება კი, აუცილებელი იქნება
სოსო
14 აგვისტო 2019 22:53
31
თბილისის დინამოს 60 წლებში ერთი პერიოდი რაღაც საოცარი კრიზისი დაუდგა, გოლის გატანა შეიქნა პრობლემა! გულშემატკივრები რადიო რეპორტაჟს ვუსმენდით, მახსოვს ეროსი მანჯგალაძის სევდიანი ხმით ნათქვამი ერთი ფრაზე - ალბათ უნდა ვკითხოთ ჩვენ სახელგანთქმულ თავდამსხმელებს მესხს და მეტრეველს რატომ ვერ გააქვთ გოლიო?! აი ასეთი რამეც კი მომხდარა! ამიტომ მეტი ლოიალობა და მეტი გულშემატკივრობაა საჭირო! დაფიქრდით რა განსხვავებაა სიტყვებს შორის - გულშემატკივარი და მაგინებელი!
aburjga
15 აგვისტო 2019 13:32
16
გულშემატკივრები, რომ ვართ იმიტომაც ვაგინებთ.საგინებელი,რომ არ იყვნენ ვინმე არ აგინებდა.გამყიდველები არიან და მაგათთვის გულშემატკივარის ყოლაც კი ზედმეტი ფუფუნებაა.ერთი კარგი აზრი წავიკითხე აქ,რომ რაგბიზე და ისეთ სპორტის სახეობებზე ჩაიყაროს ინვესტიცია სადაც ღირსეულები და მებრძოლები არიან.მართლაც რომ მაგარი ძალოსნები,წყალბურთელები,მორაგბეები და კალათბურთელები გვყავს.
კარგით რა
15 აგვისტო 2019 14:53
5
ადამიანს ყველაზე მეტად შვილებზე, მშობლებზე და და-ძმაზე შესტკივა გული, აგინებთ??? მიდი და აგინე, თუ ეგეთი გულშემატკივარი ხარ! ტეხავს ეგეთი ლოგიკის ხალხიც რომ ფეხბურთს არჩევს, თქვენ არც ტელევიზორი არ უნდა გქონდეთ, არათუ სტადიონზე არ უნდა შეგიშვან!
ვითომ გულშემატკივარს!!!!
15 აგვისტო 2019 16:19
5
ყველა გამოხმაურება
Fexburtis federacias,1) xom sheidzleba chamoiyvanot erti evropuli qveynidan fiz momzadebis specialisti, romelic treiningebs chaatarebs da tanamedrove fizmomzadebas sheascavlis qartvel fizmomzadebismcvrtnelebs, 2) espanetshi asakobriv gundebshi aris shecvlebi ulimito rom bavshvebi fizikurad ar gadaigalon da nel nela ganvitardnen fizikurad 19 clamdelebshic masea, lokomotivi rom iyo espanetshi turnirze erti taimi 25 cutiani iyo danetav ratom?! Imitom rom zedmetad ar daitvirtos fexburteli da rom gaxdeba 22_23 clis fizikurad ufro ganvitarebuli iqneba, chventan rom atamashebt asakobriv gundebs 35-40-45 cuti da 3 shecvlis ufleba aqqvs misi fizikuri monaxemebi itvirteba mere uchirs fizikurad ganvitareba, amas yuradgebas aqcevs vinme?!... Mgoni aravin imitomac mokvda meore taimshi saburtalos umetesi fexburteli da ubralod idga verc dzundulebda lakvexelians gaetisha fizionomia vegar suntqavda bichi ukve doinjebit dadga, undodamodzraoba mara fizikurad vegar gadaadgilda , vlandzgavt chven fexburtelebs ise rom arc vfiqrobt, imas rogor amzadeben mat fizikurad fsiqologiurad moralurad, avigot didebis magaliti, camda ucum tranvebi aqvt, mchedlidze bavshobashi mamaisi fizikurad avarjishebdao klavda bavsh ise avarjishebda fizikurado gagebuli maqvs , shedegic miigo 10 cleia tamashobs italiashi da yovel cels tranvebi aqvs tan iseti rom sezonidan sezonamde tovebda tamashebs, ratom? Imitom rom gadatvirtulia misi organizmi kuntebi da yvelaferi tu ar vifiqret bavshta fexburtshi cesebis shecvlaze ese iqnebamudam yoveltvis da landzgva ginebit saqme rom ketdebodes dges msoflio chveni iqneboda ratom imitom rom landzgva ginebashi pirvelebi vart:-):-)
Va-Le
15 აგვისტო 2019 11:47
2
ამ თამაშზე რატომ ლაპარაკობ ფიზმომზადებაზე, რომელიმე ჩვენი ფეხბურთელი დადგა და ვეღარ მოძრაობდა?! ბოლო ნახევარი საათი საერთოდ თავზე ვაჯექით არარატს! თუ გოლი ვერ შეაგდეს ეს მხოლოდ უიღბლობის ბრალია! მწვრთნელიც სულ ტყუილა იხოკავს სახეს, მისი კარგი ნამუშევარი ეტყობა გუნდს. კარგი გუნდებია საბორთალო და დაინამოც. ახლანდელ თაობას არ გახსოვთ, მაგრამ ის ჩვენი სათაყვანებელი ძველი 60-70 წლების გრანდი დინამო ხანდახან ისეთ თამაშს წააგებდა სულ თმებს გვაგლეჯინებდა გულშემატკივრებს! ფეხბურთი ასეა, ხან მოიგებ ხანაც წააგებ! საყვარელი გუნდი, რომ წააგებს გულშემატკივარი წიხლით და ფურთხით კი არ უნდა შედგეს, ზომიერად უნდა უსაყვედუროს კეთილმოსურნის პოზიციიიდან და მომავალში წარმატებები უნდა უსურვოს. ისე სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა მაინცა და მაინც სომხებთან წაგვეგო. ვინმე სხვა ქვეყნის გუნდი რომ ყოფილიყო ასე არ დამწყდებოდა გული!
aburjga
15 აგვისტო 2019 13:23
15
საქართველოს "საუკეთესო მწვრთნელის" მაქსიმუმი
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
15 აგვისტო 2019 07:59
1
არ ვუჯერებდი თვალებს, სრული კოშმარი იყო! რა ხდება, ერთხელ ხომ კინაღღამ სირცხვილი ჭამეს "შერიფთან". არ მეგონა ეხლაც იგივე გამეორდებოდა. რა ხდება? არ მინდა დავიჯერო ტოტალიზატორის მაქინაციების, აქ უფრო არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე. არადა რა იმედი მქონდა "საბურთალოს" ჯგუფიდან გასვლის!
მერაბი
15 აგვისტო 2019 07:55
2
ვფიცავ ყველაფერს, აქამდე არასდროს დამიწერია კრიტიკული კომენტარი ქართული ფეხბურთისადმი, პირიქით, ყოველთვის ვცდილობდი პასუხი გამეცა კრიტიკული კომენტარებისთვის (რა თქმა უნდა სხვადასხვა სახელით), მაგრამ ახლა უკვე თავს ვეღარ ვიკავებ და ოპტიმიზმი აღარ მყოფნის, უკვე აღარ ვიცი რით დავიმშვიდო თავი... ნეტავ არ მყვარებოდა ასე ფეხბურთი! ვუთანაგრძნობ ჭიაბრიშვილს, ჩემი მისდამი დიდი პატივისცემის გამო, ვეცდები შევეგუო მწარე რეალობას.
მომლოდინე
15 აგვისტო 2019 01:44
1
ვინც ჭიას იცნობს კი ეცოდინება მის გულში ეხლა რა ხდება, პორტუმ წააგო კრასნოდართან, სელტიკმა წააგო კლუჟთან, ყველაფერს ტოტალიზატორს ნუ მიაწერთ, ფსიქოლოგიური მომენტი უფრო არის, გასვლაზე რომ იგებ მოთავებული გგონია საქმე და ვეღარ განეწყნენ თამაშისთვის, ფეხბურთელებიც ადამიანები არიან, შარშან აიაქსმა რეალი და იუვე ორივე დაამარცხა თავიანთ მოედანზე, ეხლა არ თქვათ რო გაყიდა ორივემო.არ არის ის კაცი ჭია რომ თამაში გაეყიდა
მამუკა
15 აგვისტო 2019 18:27
18
99.9% კომენტარების ავტორებიდან არამარტო ჭიას არ იცნობს, საერთოდ გაგებაში არ არის ფეხბურთის.. ასეთი ამბიცია საიდან აქვს ამ ხალხს, ვერ ვხვდები, რომელ სხვა ქართველ ფეხბურთელებს ადარებთ - სსრკ-ს დინამოო, იტყვიან, მაგრამ ბოდიში და ძალიან კარგად მახსოვს ზუსტად იგივენაირად აგინებდა ეს ხალხი კობიაშვილს, კალაძეს, ხიზანიშვილს, ყაველაშვილს, არველაძეებს საქართველოს ნაკრებში თამაშისას და ეგენი არიან ახლა მთავრობაში მოკალათებული, ხოდა გაანძრიონ ერთი ადგილი და გაუშვან მწვრთნელები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ჩამოუყვანონ ფიზმომზადების სპეციალისტები გუნდებს, და რომ იცოდეს ყველამ, ჭიასნაირი აღიარებული და ნიჭიერი მწვრთნელი ამ თაობას არ ჰყავს და თუ ოდნავ გაგივლიათ ფეხბურთთან ახლოს, გაიკითხეთ!
....
16 აგვისტო 2019 09:26
7
ოე,მეხაშე,რა პრინციპით ფილტრავ კომენტარებს?
გულშემატკივარი
15 აგვისტო 2019 03:38
1

სიახლეები პოპულარული