გიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" "არარატ-არმენიასთან" 0:2 დამარცხდა. ნამატჩევს, პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა.

"ფეხბურთელებმა, არ ვიცი, რატომ არ გადაუხადეს გულშემატკივრებს მადლობა. გულშემატკივრებმაც არ უნდა შეაგინონ ფეხბურთელებს.

განა ჩვენ გვინდა ცუდი თამაში და რეგრესი? ცუდი თამაში იყო ნამდვილად, ამ ყველაფერს ვერ გამოვასწორებთ. ეს არის სრული კრახი და ამ კრახის თავში ვარ 100%-ით. საბოდიშო არა მაქვს, მაგრამ დამნაშავე ვარ წაგებაში. მე ვეცადე, მაგრამ ასე მოხდა.

ჩვენ ბევრი მინუსი გვაქვს გამოსასწორებელი, მათ შორის ის, რომ გულშემატკივარს უნდა
გადაუხადო მადლობა. ძალიან ბევრი შეცდომა იყო, მათ შორის, ჩემი ტაქტიკური მონახაზიც, რომელმაც საერთოდ არ გაამართლა.

ყველაფერს უნდა ჩაღრმავება და გაანალიზება, თუ რა მოხდა. ასე არ თამაშობენ იმ თამაშს, რომელიც შენი კარიერის მატჩია. მე ვერ მივიყვანე გუნდი იმ კონდიციებში, გინდაც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, რომ ამ შეხვედრაში გარდატეხა მოეხდინა.

ფეხბურთელებს თუ რამე არ გამოუვიდათ, ალბათ, რაღაცა დავაკელით. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელს არ უნდა მოგება.

ჩემი არანაირი დარიგება არ იყო მეორე ნომრად თამაში, არც სურვილი იყო. ამ განლაგებამ არეულობა შემოიტანა. ხუთი მცველით ვეცადეთ, მათი ფლანგის შემტევები გაგვეჩერებინა. ბევრი იყო არგამართლება და ბევრიც ჩემი შეცდომა.

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ მეტოქის არც ერთი ფეხბურთელი ჩვენზე ძლიერი არ არის და ზოგადად, მათი გუნდი ჩვენზე ძლიერი არ არის. უფრო მეტად ლაღები ვართ გასვლაზე, ვიდრე შინ. ფეხბურთელებმა შინაურ წნეხს ვერ გაუძლეს. ეს არის გუნდი, რომელსაც არ უნდა გამოვეგდეთ. მე ნამდვილად არ დამწყდებოდა გული, „შერიფს“ რომ გამოვეგდეთ, მაგრამ „არარატ არმენიასთან“ ამას არ ვიმსახურებდით.

ეს ეიფორიაც ზედმეტი იყო, ესეც წნეხი იყო ჩვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ესეც იყო განმეორებით შეხვედრაში პრობლემა. ცალკეული ფეხბურთელი-კოზირი არ გვყავს. კოხრეიძემ ეს თამაშები კარგად ჩაატარა და ლიდერობდა გუნდს.

მსაჯობა, ალბათ, განსხვავებულია ევროტურნირებზე, რადგან გაურკვევლად არიგებენ ყვითელ ბარათებს, რაც აისახება შემდეგ შეხვედრის შედეგზე, რადგან ფეხბურთელები გარკვეულ მომენტებში ფრთხილობენ და ეს მეტოქეს აძლევს ხელს.

ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან  მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ. მე არ მგონია, რომ „დუდელანჟი“ მარტივად დაგვემარცხებინა. ჩვენ კვენჭისყრის იმედზე არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გასვლა ევროპა ლიგაზე კანონზომიერი არ იქნებოდა. დიდი სამუშაოები უნდა გავწიოთ იმისთვის, რათა ჩვენი შესაძლებლობებით შედეგს მივაღწიოთ ევროტურნირებზე.

სამი მცველი იმიტომ გვყავდა, რომ ჩაწოდების დროს მაღალ მცველებს ბურთი არ გაეშვათ. თუმცა ამან რაღაც მომენტში უარყოფითი შედეგი გამოიღო. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ფლანგის დაბალი მცველები გვყავს, ეს კი მოგვცემდა საშუალებას, მეტოქის მაღალი თავდამსხმელები გაგვენეიტრალებინა.

მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო. ცხელ გულზე ვერ მივიღებ რაიმე გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ. ორი დღე ავიღე დასვენებისთვის. თუ ჩემს თავში ვიპოვი მოტივაციას, დავრჩები, თუ არადა...

უნდა გავაანალიზო ეს თამაში, რომ მივხვდე, რა შეცდომები დავუშვით".


altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა!

 

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია


მკითხველის კომენტარები / 103 /
ერთერთ ძველ თუ არ ვცდები 19 საუკუნის ლექსიკონში წაკითხული მაქვს თუ რას ნიშნავს ფეხბურთი. ცნობის თანახმად - ამ თამაშს სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენლები ერთმანეთში თამაშობდნენ, ხოლო თამაშის მიზანს მეტოქე გუნდის კარის აღება წარმოადგენს, კარს კი თავისმხრივ გარკვეული სიმბოლური დატვირთვა აქვს. მეტოქე გუნდის- ქალაქის კარის აღება გაიგივებულია ქალაქის კარის აღებასთან და ქალაქის დამარცხებასთან როგორც ეს ისტორიულად იყო მიღებული - ქართველ ფეხბურთელებს საერთოდ არ ააქვთ გააზრებული რა არის ფეხბურთი და რას ნიშნავს ეს ხალხისათვის. ასეთ მძიმე დღეებში, ასეთ თარიღებში და ასეთ მძიმე დროს თქვენ აბოგინეთ თქვენ ქალაქში ყველა ვისაც არ დაეზარა. ეს იყო ღალატი! 8 აგვიატოს 12 13 14 15 16 აგვისტოს 9 აპრილს მოვკვდებოდი მოედანზე და მილიმეტრს არ დავთმობდი. აი რატომ გაგინებთ ხალხი. ფეხბურთი მარტო წვერების მოშვება და ბეემვე არ არის ბატონო. ფეხბურთი წამალი და მალამოა ჩვენნაირი დაჩაგრული და შეურაცყოფილი და დამარცხებული ერისათვის რასაც თქცენ ვერასდროს გაიგებთ.
სირცხვილია
14 აგვისტო 2019 23:05
2
სირცხვილი გრძნობაა და თუ ვერ შეიგრძენი არც შეგრცხვება, შეგრძნება უნდა სამშობლოს სიყვარულსაც ისე, როგორც თქვენ გრძნობთ. შეგრძნება უნდოდა ამ თამაშის მნიშვნელობასაც, იმას, რომ რამდენიც უნდა ვეცადოთ ერთმანეთისგან ვმიჯნოთ ფეხბურთი და პოლიტიკა, ფეხბურთი და ისტორია და ა.შ, არაფერი გამოვა, რადგან ფეხბურთი მართლაც აერთიანებს ამ ყველაფერს, ფეხბურთი მხოლოდ უბრალოდ სპორტი კი არა, ეს ომია, უიარაღო და უმსხვერპლო ომი, საკუთარი ქალაქის, ქვეყნის ღირსების და ერის გამარჯვებისთვის და ამით არის ის უნიკალური და აღმატებული სისხლისმღვრელ ომზე! ამას შეგრძნება უნდა, სწორედ ისე, როგორც თქვენ გრძნობთ...
თედო
15 აგვისტო 2019 08:37
1
საბოდიშო არ მაქვსო რომ იძახი, აბა რა გაქვს. ზუსტადაც რომ საბოდიშო გაქვს, შენ მაშინ უნდა გადამდგარიყავი შენმა პრეზიდენტმა როცა გითხრა რომ შემდეგ ეტაპზე არ უნდა გასულიყავი. შენც სამსახური გჭირსება და რა გინდა რომ ქნა. თუმცა ასე ჩვენ ვერააოდეს სახელმწიფოდ ვერ შევდგებით. მე არ გიცნობ მაგრამ თვალს გადევნებ და ჭკვიანი კაცი მგონიხარ, თუმცა ალბათ მომავალში მოვა დრო როცა ამ თამაშზე სიმართლეს იტყვი. იმიტომ რომ ეგ თქვენი პრეზიდენტი ნაძირალა კაცია
ასეთი შანსის ხელიდან გაშვება დანაშაულია.
Patrioti
14 აგვისტო 2019 23:04
3
მამაჩემის მამასთანაც წასულხართ შენ, მთელი საბურთალოს კოლექტივი და ზედ მთელი ქოცებიც მოგყოლიან ...
გაბრაზებული
14 აგვისტო 2019 23:03
13
ვაი ჩვენს პატრონს!
მახო
14 აგვისტო 2019 23:00
2
არის კი დიდი ფიქრი საჭირო? არა მგონია.როცა სუსტი გუნდის მწვრთნელი თავის სახლში დამარცხების შემდეგ საპასუხოდ- შენს სახლში უშანსოდ გტოვებს და პუპლუცად გამოჰყავხარ-აუცილებლად უნდა წახვიდე.თუ განგებ წააგე-თავ-ყბა გაქვს დასანგრევი.ასეა ეს.
Giorgi Janikashvili
14 აგვისტო 2019 22:58
3
ერთი დღეც გავუძლოთ ხვალე ამ საცოდაობას (დინამოს) და შევეშვათ ამ თამაშს, გავაკეთოთ ბავშვთა ლიგა და ითამაშონ 16 წლამდე, საქართველოში მერე მაინც არავინაა აქ გამჩერებელი!
მახო
14 აგვისტო 2019 22:57
1
ლეშებო !!! გრცხვენოდეს და ჯობია მწვრთნელობას დაანებო თავი
დათო
14 აგვისტო 2019 22:56
2
დაწყნარდი და განაგრძე მუშაობა.გგონია შენ ადგილზე უკეთესი მოვა?ამ გუნდის ავან ჩავანი შენზე კარგად არავინ იცის,მაყურებელი კი ისედაც აღარ მოვა და ზეწოლაც აღარ გექნებათ.იმედია მომავალ წლამდე გუნდი არ დაიშლება და უფრო მაღალ დონეზე ათამაშდება.წერტილოვანი გაძლიერება კი, აუცილებელი იქნება
სოსო
14 აგვისტო 2019 22:53
31
რაგბს მივენდოთ ქართველები, ფეხბურთი და ხელბურთი არ გამოდის.
-?-
14 აგვისტო 2019 22:43
4
ჟორიკ ჩვენი საფეხბურთო ფსიქოტიპივით მსჯელობ.
ირაკლი
15 აგვისტო 2019 12:19
0
აპა,აპა,რაგბს მივხედოთო.რაგბში ხომ სულ ვარსვლავებს ვკრიბავთ.რაგბი ზუსტად სპორტის იმ სახეობებს მიეკუთვნება რომელშიც სულ 9-10 გუნდია ძლიერი(მათ შორის კი 3-4 ლიდერი).კი ვიძახით რომ გვინდა უფრო მაღალ ლიგაში თამაში,მაგრამ გავუსწოროთ რა სიმართლეს თვალი.ვართ მე-12 ან მე-14 კლასიფიკაციით და გვაქვს რაიმე შანსი პირველი ათეულის გუნდებთან.რუსეთს და რუმინეთს რომ მუდამ ვუგებთ,საფრანგეთთან ან ირლანდიასთან გჯერათ რომ რაიმე შანსი გვაქვს?
თავს ნუ ვიტყუებთ.თუ მაინდამაინც გამარჯვებები გვინდა,ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატები ქუჩაში ჩაცუცქული ფურთხებაში და ვერავინ გვაჯობებს))
ჟორიკა
15 აგვისტო 2019 00:26
6

სიახლეები პოპულარული