გიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" "არარატ-არმენიასთან" 0:2 დამარცხდა. ნამატჩევს, პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა.

"ფეხბურთელებმა, არ ვიცი, რატომ არ გადაუხადეს გულშემატკივრებს მადლობა. გულშემატკივრებმაც არ უნდა შეაგინონ ფეხბურთელებს.

განა ჩვენ გვინდა ცუდი თამაში და რეგრესი? ცუდი თამაში იყო ნამდვილად, ამ ყველაფერს ვერ გამოვასწორებთ. ეს არის სრული კრახი და ამ კრახის თავში ვარ 100%-ით. საბოდიშო არა მაქვს, მაგრამ დამნაშავე ვარ წაგებაში. მე ვეცადე, მაგრამ ასე მოხდა.

ჩვენ ბევრი მინუსი გვაქვს გამოსასწორებელი, მათ შორის ის, რომ გულშემატკივარს უნდა
გადაუხადო მადლობა. ძალიან ბევრი შეცდომა იყო, მათ შორის, ჩემი ტაქტიკური მონახაზიც, რომელმაც საერთოდ არ გაამართლა.

ყველაფერს უნდა ჩაღრმავება და გაანალიზება, თუ რა მოხდა. ასე არ თამაშობენ იმ თამაშს, რომელიც შენი კარიერის მატჩია. მე ვერ მივიყვანე გუნდი იმ კონდიციებში, გინდაც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, რომ ამ შეხვედრაში გარდატეხა მოეხდინა.

ფეხბურთელებს თუ რამე არ გამოუვიდათ, ალბათ, რაღაცა დავაკელით. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელს არ უნდა მოგება.

ჩემი არანაირი დარიგება არ იყო მეორე ნომრად თამაში, არც სურვილი იყო. ამ განლაგებამ არეულობა შემოიტანა. ხუთი მცველით ვეცადეთ, მათი ფლანგის შემტევები გაგვეჩერებინა. ბევრი იყო არგამართლება და ბევრიც ჩემი შეცდომა.

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ მეტოქის არც ერთი ფეხბურთელი ჩვენზე ძლიერი არ არის და ზოგადად, მათი გუნდი ჩვენზე ძლიერი არ არის. უფრო მეტად ლაღები ვართ გასვლაზე, ვიდრე შინ. ფეხბურთელებმა შინაურ წნეხს ვერ გაუძლეს. ეს არის გუნდი, რომელსაც არ უნდა გამოვეგდეთ. მე ნამდვილად არ დამწყდებოდა გული, „შერიფს“ რომ გამოვეგდეთ, მაგრამ „არარატ არმენიასთან“ ამას არ ვიმსახურებდით.

ეს ეიფორიაც ზედმეტი იყო, ესეც წნეხი იყო ჩვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ესეც იყო განმეორებით შეხვედრაში პრობლემა. ცალკეული ფეხბურთელი-კოზირი არ გვყავს. კოხრეიძემ ეს თამაშები კარგად ჩაატარა და ლიდერობდა გუნდს.

მსაჯობა, ალბათ, განსხვავებულია ევროტურნირებზე, რადგან გაურკვევლად არიგებენ ყვითელ ბარათებს, რაც აისახება შემდეგ შეხვედრის შედეგზე, რადგან ფეხბურთელები გარკვეულ მომენტებში ფრთხილობენ და ეს მეტოქეს აძლევს ხელს.

ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან  მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ. მე არ მგონია, რომ „დუდელანჟი“ მარტივად დაგვემარცხებინა. ჩვენ კვენჭისყრის იმედზე არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გასვლა ევროპა ლიგაზე კანონზომიერი არ იქნებოდა. დიდი სამუშაოები უნდა გავწიოთ იმისთვის, რათა ჩვენი შესაძლებლობებით შედეგს მივაღწიოთ ევროტურნირებზე.

სამი მცველი იმიტომ გვყავდა, რომ ჩაწოდების დროს მაღალ მცველებს ბურთი არ გაეშვათ. თუმცა ამან რაღაც მომენტში უარყოფითი შედეგი გამოიღო. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ფლანგის დაბალი მცველები გვყავს, ეს კი მოგვცემდა საშუალებას, მეტოქის მაღალი თავდამსხმელები გაგვენეიტრალებინა.

მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო. ცხელ გულზე ვერ მივიღებ რაიმე გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ. ორი დღე ავიღე დასვენებისთვის. თუ ჩემს თავში ვიპოვი მოტივაციას, დავრჩები, თუ არადა...

უნდა გავაანალიზო ეს თამაში, რომ მივხვდე, რა შეცდომები დავუშვით".


altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა!

 

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია


მკითხველის კომენტარები / 103 /
ვაცის წვერი ხშირ-ხშირად დაივარცხნე ფული კი იშოვე აბა შენ იცი.
ვაკო
15 აგვისტო 2019 12:21
11
დარწმუნებული ვარ, სტადიონზე "სემიჩკის" ფურთხების მეტი არაფერი გაკავშირებს ფეხბურთთან, აი, ჭიაბრიშვილმა რა ფული იშოვა, თქვი! მართლა ღირსები ხართ შენ და შენნაირებს პასუხი გაგებინონ ენის ჭარტალისთვისაც კი არა, კლავიატურაზე კაკუნისთვის, მეტი რა შეგიძლიათ!!!
ვაკოს
15 აგვისტო 2019 13:09
13
თავმოყვარეობა თუ გაქვთ საერთოდ არც უნდა მიღოთ ეროვნულ ჩემოპიონატში მონაწილეობა არც გახვიდეთ სათამაშოდ. უბრალოდ საბურთალოს რო ვნახავ ცხრილში ყოვეთვის ეს გამახსნედება და მშვენივრად იცით რასაც ვგულისხმობ.. ამიტომ ცხრილშიც არ უნდა გამოჩნდეთ უბრალოდ დაიშალეთ ჯობია
reali
15 აგვისტო 2019 08:54
1
რამე ძლიერი დამამშვიდებელი არავინ იცით?
ახალი პაციენტი
15 აგვისტო 2019 02:02
1
ხოდა წადი და აგარ დაგინახოთ საბურთალოში მიდიხარ მოდიხარ არ იცი ხო ხედავ ეს მწვრთნელობა პროპესორივით ლაპარაკი კი გიყვარს იპოვი რამეს......
ciecie
15 აგვისტო 2019 14:59
6
ნეტა შენი დანახვა თუ უხარია ვინმეს წიე წიე მართლა რა, "პროპესორი" ვინ არის კი ჩანს
ciecie tu vigac
15 აგვისტო 2019 16:10
6
ჭიაბრიშვილო, თუ დაგიმტკიცეს, რაც გულშემატკივარს საფუძვლიანად გონია, თავისუფლების ღირსიც არ იქნები, არათუ მწვრთნელობის.
გიორგი
15 აგვისტო 2019 10:44
3
ამას ვინ ეკითხება, რასაც უბრძანებს ტოტალიზატორის მაფია, იმას გააკეთებს.
es peshkaa
15 აგვისტო 2019 12:15
4
წლის ბოლომდე დააკვირდით, ფეხბურთელებს და მწვრთნელს, ზოგი ბინას შეცვლის, ზოგი მანქანას იყიდის, აქედან დამტკიცდება რომ სამშობლოს და გუნდის გაყიდვაში ფული იშოვეს, ტოტალიზატორის მონები არიან, უნამუსოები, ფეხბურთი უნდა აუკრძალო ვინც გარეულია
ემზარი
15 აგვისტო 2019 08:10
1
ეს ეხლა უნდა ჩააყუდო სადაც საჭიროა და მერე მიხვდება ღირსება რა არის და თავისი თანამძრახველებიც გვერდზე უნდა მიუსვა კაი ხნით ქართველი ხალხის მასრად აგდებისთვის, ამისნაირებმა დააქციეს და გააპარტახეს ქართული ფეხბურთი ფუი თქვენი ესენიც თუ ქართველები არიან ფულის მონები, მაგრამ რაც ერი ის ბერიო ნათქვამია ვინ ჩააყუდებს..
ეეეე
15 აგვისტო 2019 13:09
9
ეგენი ცხენის კუდზე უნდა გამოაბა და არბენინო დოღში ეს უთავმოყვარეო ჯოგი მიგინეიშვილი როგორ ხტუნავდა პენალტის დროს მაგ სიმართლით გევლოს ომარა.
zurabi
15 აგვისტო 2019 08:56
1
საერთოდ არ თქვათ უნდა ჩვენ კლუბი ვართ და ფეხბურთელები და მწვრთნელებიო!!! თქვენ ვინ ხართ იცით? ჭ კლასის გუნდი და მწვრთნელები.... რაც გააკეთეთ ეს არის უდიდესი სირცხვილი მეტი არაფერი... ფულის მონები!!!
გიო
15 აგვისტო 2019 08:43
2
ბრაზილიას შიგ სან პაულუში გაუყარა გერმანიამ 7:1, თანაც მსოფლიო ჩემპიონატის იმ ნახევარფინალში, რომელსაც ბრაზილიელები 64(!!!) წელი ელოდნენ... დიდი რამე ვიღაც ჭიაბრიშვილის საცოდავმა გუნდმა თუ წააგო. არც ის იყო გუნდი, ვისთანაც წავაგეთ და არც ის ვინც წააგო. აქ სულ სხვა რამ იყო მთავარი. პირით მიწა უნდა მოეხნათ და ეს თამაში არ წაეგოთ, მაგრამ ამათ არც სისხლი აქვთ, არც კაცობა, არც ღირსება და არც სამშობლოს სიყვარული, ამიტომაც ჩაისვარეს
ლაშა
16 აგვისტო 2019 16:22
1

სიახლეები პოპულარული