გიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" "არარატ-არმენიასთან" 0:2 დამარცხდა. ნამატჩევს, პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა.

"ფეხბურთელებმა, არ ვიცი, რატომ არ გადაუხადეს გულშემატკივრებს მადლობა. გულშემატკივრებმაც არ უნდა შეაგინონ ფეხბურთელებს.

განა ჩვენ გვინდა ცუდი თამაში და რეგრესი? ცუდი თამაში იყო ნამდვილად, ამ ყველაფერს ვერ გამოვასწორებთ. ეს არის სრული კრახი და ამ კრახის თავში ვარ 100%-ით. საბოდიშო არა მაქვს, მაგრამ დამნაშავე ვარ წაგებაში. მე ვეცადე, მაგრამ ასე მოხდა.

ჩვენ ბევრი მინუსი გვაქვს გამოსასწორებელი, მათ შორის ის, რომ გულშემატკივარს უნდა
გადაუხადო მადლობა. ძალიან ბევრი შეცდომა იყო, მათ შორის, ჩემი ტაქტიკური მონახაზიც, რომელმაც საერთოდ არ გაამართლა.

ყველაფერს უნდა ჩაღრმავება და გაანალიზება, თუ რა მოხდა. ასე არ თამაშობენ იმ თამაშს, რომელიც შენი კარიერის მატჩია. მე ვერ მივიყვანე გუნდი იმ კონდიციებში, გინდაც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, რომ ამ შეხვედრაში გარდატეხა მოეხდინა.

ფეხბურთელებს თუ რამე არ გამოუვიდათ, ალბათ, რაღაცა დავაკელით. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელს არ უნდა მოგება.

ჩემი არანაირი დარიგება არ იყო მეორე ნომრად თამაში, არც სურვილი იყო. ამ განლაგებამ არეულობა შემოიტანა. ხუთი მცველით ვეცადეთ, მათი ფლანგის შემტევები გაგვეჩერებინა. ბევრი იყო არგამართლება და ბევრიც ჩემი შეცდომა.

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ მეტოქის არც ერთი ფეხბურთელი ჩვენზე ძლიერი არ არის და ზოგადად, მათი გუნდი ჩვენზე ძლიერი არ არის. უფრო მეტად ლაღები ვართ გასვლაზე, ვიდრე შინ. ფეხბურთელებმა შინაურ წნეხს ვერ გაუძლეს. ეს არის გუნდი, რომელსაც არ უნდა გამოვეგდეთ. მე ნამდვილად არ დამწყდებოდა გული, „შერიფს“ რომ გამოვეგდეთ, მაგრამ „არარატ არმენიასთან“ ამას არ ვიმსახურებდით.

ეს ეიფორიაც ზედმეტი იყო, ესეც წნეხი იყო ჩვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ესეც იყო განმეორებით შეხვედრაში პრობლემა. ცალკეული ფეხბურთელი-კოზირი არ გვყავს. კოხრეიძემ ეს თამაშები კარგად ჩაატარა და ლიდერობდა გუნდს.

მსაჯობა, ალბათ, განსხვავებულია ევროტურნირებზე, რადგან გაურკვევლად არიგებენ ყვითელ ბარათებს, რაც აისახება შემდეგ შეხვედრის შედეგზე, რადგან ფეხბურთელები გარკვეულ მომენტებში ფრთხილობენ და ეს მეტოქეს აძლევს ხელს.

ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან  მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ. მე არ მგონია, რომ „დუდელანჟი“ მარტივად დაგვემარცხებინა. ჩვენ კვენჭისყრის იმედზე არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გასვლა ევროპა ლიგაზე კანონზომიერი არ იქნებოდა. დიდი სამუშაოები უნდა გავწიოთ იმისთვის, რათა ჩვენი შესაძლებლობებით შედეგს მივაღწიოთ ევროტურნირებზე.

სამი მცველი იმიტომ გვყავდა, რომ ჩაწოდების დროს მაღალ მცველებს ბურთი არ გაეშვათ. თუმცა ამან რაღაც მომენტში უარყოფითი შედეგი გამოიღო. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ფლანგის დაბალი მცველები გვყავს, ეს კი მოგვცემდა საშუალებას, მეტოქის მაღალი თავდამსხმელები გაგვენეიტრალებინა.

მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო. ცხელ გულზე ვერ მივიღებ რაიმე გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ. ორი დღე ავიღე დასვენებისთვის. თუ ჩემს თავში ვიპოვი მოტივაციას, დავრჩები, თუ არადა...

უნდა გავაანალიზო ეს თამაში, რომ მივხვდე, რა შეცდომები დავუშვით".


altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა!

 

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია


მკითხველის კომენტარები / 103 /
იმ შერიფის დედაც თქვენთან რომ წააგო თქვე ქარაქუცებო
ანდრო
15 აგვისტო 2019 07:51
1
მთელი ცხოვრება ქართულ ფეხბურთს ვგულშემატკივრობ, ისე როგორც ყველაფერს ქართულს. ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ, ყველაფრის სათქმელად არც ადგილი მეყოფა და არც დრო ლექსიკის შესარჩევად...ფეხბურთი მარტო სპორტი არასდროს ყოფილა ჩვენთვის, კომუნისტების დროიდან ის იყო ქართველების ნიჭიერების და თუ გინდა ღირსების გამოვლენა. ჩვენი სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებიც წარმატებით ართმევდნენ თავს ამ საქმეს. ამიტომაც ვათენებდით ღამეებს თამაშების მოლოდინში.მეშინია უკვე ვთქვა რამდენი ათეული წელია ლაფს ასხამთ ქართულ ფეხბურთს.ეს ეხება ზოგადად, რომ ვთქვათ ფეხბურთში დასაქმებულ პირთა (ფედერაცია, ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული ნაკრებების მწვრთნელთა, კლუბების მეპატრონეების) 99 მთელსა და 9 მეათედს. ეს არის ზერელობის და არაპროფესიონალიზმის ნაზავი,რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს არც ქართველობასთან და არც ღირსებასთან(ამ ,,ცნებების" განმარტებაც კი ვგონებ უცხოა თქვენთვის) გუშინწინდელი შეხვედრა ზემოთხსენებულის ნათელი მაგალითია. მე არ ვფიქრობ რომ ეს ტოტალიზატორთანაა კავშირში,ეს თქვენთვისაც კი მეტისმეტად მეჩვენება, უბრალოდ ,,არარატთან" შეხვედრა იყო დემონსტრაცია თქვენი ქვეყნის უპატივცემულობის, უჯიგრობის, არაპროფესიონალიზმის და უთავმოყვარეობის. აქ კი ჯობია გავჩერდე...იმედია დაბეჭდავთ...
პეტრე
16 აგვისტო 2019 10:36
1
ყველაფერს კარგად წერთ გარდა იმისა, რომ ეს თამაში ტოტალიზატორტან არ არის დაკავშირებული!კი მაგრამ,როდის უნდა მოხვდეთ,რომ რაც მოხდა-მიზანი მხოლოდ თაღლითურად ფულის შოვნა იყო და მეტი არაფერი!
....
30 აგვისტო 2019 07:13
0
კლუბი უნდა დაისაჯოს, მოვითხოვოთ ხალხო, ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელებს თუ აუკრძალეს ფეხბურთის თამაში გაყიდვის გამო, ამათაც აუკრძალეთ სამუდამოდ!!!, მწვრთნელიც გარეულია ამ ჩაწყობილ თამაშში, იმდენი იშოვეს მთელი ცხოვრება კარგად იცხოვრებენ, ისიც მალე დაიწერება უცხოურ ტოტალიზატორებში საბურთალოს წაგებაზე დიდი ფული რო შეიტანეს, სადაა გამოძიება?? დასაჯეთ ყველა ვინც გარეულია ამ უღირსობაში
kiko
15 აგვისტო 2019 07:53
1
საერთოდ სიტყვა "საბურთალო" შემჯავრდა
glot
15 აგვისტო 2019 01:59
1
სამწუხარო ყველაზე მეტად ის არი რომ 90% ქართველი ამის ადგილზე იგივეს იზამდა შესთავაზეს კარგი ფული და ადგა შეთამაშებული გუნდი დაშალა დაცვა გადააწყო ვითომ მაღლებზე გუნდს მეორე ნომრად თამაში დაავალა ინიციატივა დაათმობინა გუნდმა არ იცოდა რა ეკეთებინა დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო მთავარი კლუბის მეპატრონეა რამდენი ასეთი 2-იანი დაუსვამთ ქართველებს ნაკრების დონეზეც კი დიდი ხანია დაკარგა აზრი ფეხბურთს უგულშემატკივრო ინფარქტი გარანტირებული გაქვს
კახა
15 აგვისტო 2019 16:13
7
რა სულ ჩაწყობა გალენდებათ, საიდან მოიტანეთ?! საბუთი გაქვთ? თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს. დაუსაბუთებლად დადანაშაულება უკვე ამაზრზენ სახეს იღებს.
გენო
15 აგვისტო 2019 12:26
32
წადი ბიძიკო გაიარე... რომლის ახლობელი ხარ ეხლა ამ გუნდიდან დაწერე ბარემ:))
ანესთეზეოლოგი
15 აგვისტო 2019 13:03
9
ჯიგარი ხარ, გენაცვალე. ჩემი სათქმელი თქვი.
Tedo
15 აგვისტო 2019 12:35
17
რამდენად გაყიდე თამაში?ყველაფერი იასნია.
taso
15 აგვისტო 2019 10:42
1
წინა კომენტარი არ გამოაქვეყნეთ. რა მაიმუნებიც არიან საბურთალოში ისე წაუვიდათ საქმე.ტყუილით და უნამუსობით.ეს მაინც გამოაქვეყნეთ.
კაჭრეთი
15 აგვისტო 2019 03:00
1
ჩემი კომენტარი რატომ არ გამოაქვეყნეთ თქვე არასწორებო თფუ თქვენი რა იყო უცენზურო?
antaress
14 აგვისტო 2019 23:54
1
უსირცხვილო ხარ !!! შენ გაგაშიშვლეს და არც გიხმარეს დაგტოვეს გაშიშვლებული, მთელი საქართველო 2 დღეა სვავს და თვრება რო როგორმე დაგივიწყოთ !!!! მოშორდით ფეხბურთს
benji
15 აგვისტო 2019 22:55
5
ვაი შენს პატრონს მართლა!!!! მთელი საქართველო, რომელიც "სვავს" და თვრება, სხვა სადარდებელი არ აქვს ამ ქვეყანაში?? რამ გადაგრიათ და გადაგაუბედურათ, ფეხბურთია მარტო ამ ქვეყანაში წარუმატებელი? სხვა ყველაფერი აწყობილი გაქვთ და ფეხბურთი დაგრჩათ სანერვიულო? ან ძალიან უტვინო ხარ ვიღაცა ხარ ან უბრალოდ ბოროტი!
benji-s
16 აგვისტო 2019 09:19
9

სიახლეები პოპულარული