ალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "არარატ არმენიასთან" "საბურთალოს" მარცხს (0:2) სოციალური ქსელით თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა:

"საბურთალომ" რაც ქნა, ზუსტად ამის გამო აღარ მიყვარს ფეხბურთი და ზუსტად ამიტომაც ჭკუა მეკეტება რაგბიზე!

ბრძოლის ჟინი და თავდაუზოგაობა მომწონს ჩვენს მორაგბეებში. ჩვენი წინაპრები ეგეთებად წარმომიდგენია! ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ტოტალიზატორებსა და მაქინაციებში ჩართული ხალხის გასაქანი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ.

ქართული რაგბი ღირსება და თავგანწირვაა, ქართული ფეხბურთი - უღირსობა და გულისრევა. ჩემი მშობლიური საბურთალო მაინც არ გერქვათ და ქარაქუცები
ან რამე ეგეთი მაინც დაგერქვათ".

მკითხველის კომენტარები / 28 /
ჰა..ჰა.. ალეკო რო იტყვი მაგარს იტყვი ხოლმე რა...!)))
Nukri
15 აგვისტო 2019 06:10
4
qartuli fexburtis dedac exla saqartvelos iseti fexburtelebi yavs soflis gunds tu mougeben.
misha
15 აგვისტო 2019 06:54
3
ქართული ფეხბურთის დედას რომ ახსენებ,ის მაინც იცი,საიდან მოდის ქართული ფეხბურთი?ბორის პაიჭაზე გაგიგია ვინ იყო?ავთანდილ ღოღობერიძე?გაიოზ ჯეჯელავა?შოთა იამანიძე,მიშა მესხი,სლავა მეტრეველი,გივი ჩოხელი,ვლადიმერ ბარქაია,ძმები სიჭინავები,მურთაზ ხურცილავა,რეზო ძოძუაშვილი,კახი ასათიანი,მანუჩარ მაჩაიძე,ვახტანგ ქორიძე,81 ის დინამო....მაგათ აგინებ?შესაძლოა მაგათ საბჭოთა ფეხბურთად თვლი,მაგრამ სწორედ ეგ იყო ქართული ფეხბურთი და სანამ აუგად ახსენებ,ათასჯერ დაფიქრდი.ქართულ ფეხბურთს ქართველი უნდა თამაშობდეს,ქართული სულით,ქართული ჯიგრით და საქართველოს სიყვარულით.მაგრამ რაც არ ასწავლეს და რაზეც არ არ გაზარდეს,იმას როგორ სთხოვ?ვეფხისტყაოსნის მორალი რომ სასაცილოდ არა გკმარა და ცისარტყელას დროშებს აფრიალებ,მათგან მოელი ქართული სულის ამაღლებას და ღირსებას?ასე არ ხდება და ქართულ ფეხბურთს კი ნი გვიგინებ,არამედ იმათ აგინე,ვინც სწორედ ეს ქართული სული და მენტალობა ჩაკლა და ახლაც კლავს ჩვენ ახალგაზრდობაში.გაიხსენე ვინ გვპირდებოდა რომ უნდა შეგვეცვალა ქართველის მენტალიტეტი.შეცვალა კიდეც,მით უმეტეს ქართველი ახალგაზრდობის.ახლა ნუღარ გიკვირთ რომ არ სტკივათ საქართველო.ისინი სწორედ ასე გაზარდეს.
სოსო
15 აგვისტო 2019 10:16
19
აუ,რა სადღეგრძელო მოარტყა :) დიახ,ისინი იყვნენ საბჭოთა საფეხბურთო სისტემის შედეგი. ამას კნინობითი ფორმით კი არ ვამბობ...ქართულ ფეხბურთს კიდე, ბოსკამპმა დაარქვა თავისი სახელი-მენტალიტეტ დებილ. თქვენ სვით სადღეგრძელოები და იყავით ილუზიებში.
1234
15 აგვისტო 2019 11:18
0
ფუი ეს ,,კაცი" თავისთავის პიარისთვის რავა ყველაფერს ეხება, ნეტა საერთოდ თუ უყურებია ფეხბურთისთვის. ალეკო მაგ ტყუილებიზაა ცხვირი უსაშველოდ,რომ გეზრდება.
ნიკა
15 აგვისტო 2019 09:44
101
ელისაშვილის პოლიტიკური შეხედულებები სულ მკიდია,მაგრამ ამ შემთხვევაში რა თქვა ტყუილი?
გოგა
15 აგვისტო 2019 10:21
4
მანდედან მალი შემეცოდა ძალიან. მალი ითამაშებს ფეხბურთს
გოგა
15 აგვისტო 2019 13:02
1
მალი და ლაკვეხელიანი
ვაკო
16 აგვისტო 2019 06:28
0
amas arc ragbi esmis da arc fexburti...ragbshi warmatebas tu vagwevt mxolod meore donis gundebtan (radgan msoflioze mosaxvedrad ar gviwevs pirveli
donis nakrebebtan dapirispireba) ...isic nakrebi...tore saragbo klubebit romel warmatebebze saubrobs isic tqvas barem...ese ragbis yureba da gulshematkivroba mec miyvars mara romeli klubis shedegebma daakmayofila es politikosi ver vxvdebi...
romandro
15 აგვისტო 2019 17:33
11
პირველ რიგში მეკარე შეამოწმონ, გაიხსენეთ ერევანში პირველი გოლი, და ბოლოს რეხვიაშილის პენალტი, უეჭველი აიკიდა, არანაირი საპენალტო სიტუაცია მანდ არ იყო, პირდაპირ ჯარიმაზე ითამაშა.
15 აგვისტო 2019 14:22
6
სანამ ქართულ ფეხბურთს ახსენებ პირში წყალი გამოივლე,შე მედროვე კაცო.ქართული ფეხბურთი არ დაწყებულა და არ დამთავრდება საბურთალოთი.დიდი ხანია პოლიტიკოსები და პოლიტ-ჟურნალისტები პატიოსანი კაცები გახდით?შენ რა იცი სპორტი რა არის საერთოდ.წააგეს და გასარკვევია მიზეზები,ძალიან საეჭვო თამაში იყო,მაგრამ გამოდიხარ და ქალივით ენას ატლიკინებ და ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს და ქართულ ფეხბურთს შეურაცხყოფ,ვინ მოგცა ამის უფლება,მაგრამ შენ ხომ ერთ-ერთი ფულზე გაყიდული სპეკულიანტი პოლიტ-ჟურნალისტი ხარ.ალბათ ხვალ კობიაშვილის და ზეგ კალაძის გადადგომასაც მოითხოვ და ამიტომ ყვირი ბევრს.
გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს
15 აგვისტო 2019 06:49
57
რამდენი კაცი უნდა დააკაონ თამაშების გაყიდვის ბრალდებით და რამდენმა უნდა ილასლასოს საერთაშორისო მატჩის დროს ასე უთავმოყვარეოდ მოედანზე კრიტიკის უფლება რომ მოგვეცეს.
კრიტიკაც არ ღირს ამათი, ამათზე არ უნდა დახარჯო დრო, მაგრამ ბიუჯეტის ფულს რომ ვხარჯავთ ეგაა ნერვების მომშლელი
1234
15 აგვისტო 2019 09:46
2
ეს "ჭორიანი" რას არ იტყვის...
tngh
16 აგვისტო 2019 11:40
5
ელისაშვილი და ბევრი მისი მსგავსნი, როლებიც საქართველოს პირველობაზე მისვლასაც კი არ კადრულობენ, ეხლა მავნე ჭორაობით არიან დაკავებულნი... რომ დაასამარონ ფეხბურთი საქართველოში.
Teimurazi
18 აგვისტო 2019 18:51
3
"სოსო'-ს
სიჭინავები ძმები არ ყოფილან
გუჯი
15 აგვისტო 2019 14:37
2
ძმები დავწერე?ვიცი რომ არ არიან.ეტყობა ხელი გამექცა,ნოდიების დაწერას ვაპირებდი და ისინი მთლად გამომრჩენია.არადა გივი ნოდია,თავის დროზე ძალიან მაგარი იყო.ემოციების ბრალია.ბოდიშს ვიხდი.ისე ეს თამაში,ჩაწყობილი მაინც არა მგონია
სოსო
15 აგვისტო 2019 19:11
0

სიახლეები პოპულარული