დროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

AutoSharing Option
14 აგვისტო ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, არა იმიტომ, რომ "საბურთალო" ძლიერ მეტოქესთან დამარცხდა, არამედ იმიტომ, რომ სუსტ მეტოქესთან სასაცილოდ გაბითურდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეტოქის ქომაგის მიერ მოწყობილი ზეიმი, აღელვებული ქართველი ქომაგის მიერ ფეხბურთელთა ბულინგი, ჩხუბი, ბოთლის სროლა მსაჯებისთვის, გინების კორიანტელი - ეს იყო გუშინდელი მატჩის კულმინაცია.

როდესაც პრესკონფერენციაზე მიდიხარ, ათასგვარი კითხვა გიტრიალებს თავში. აზრიც აღარა აქვს ტაქტიკური მონახაზის შეფასებას და ჭიაბრიშვილს მხოლოდ ის ვკითხე, ამ ამბის მერე როგორ შეძლებდა ვინმე ქართველი ხალხის ქართული საკლუბო ფეხბურთისკენ მობრუნებას?
პასუხი ზოგადი იყო: "ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ".

და ამ ამბის მერე როგორ გინდა, რომ ვინმეს უთხრა, ეროვნულ ლიგას რატომ არ უყურებო?

გიორგი ჭიაბრიშვილის ტაქტიკა ამ შეხვედრაში არაფერი იყო სხვა, თუ არა დამწყები ბავშვებისთვის დახაზული სქემა, აი, შენ აქ დადგები და დანარჩენი შენ იცი, არ შემარცხვინოო.

კლუბი, რომელსაც შეთამაშების პრობლემა არ აქვს და მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთ კომბინაციასაც ვერ შემოგთავაზებს, ესეც კატასტროფაა. ვერც იმას იტყვი, მეტოქის მწვრთნელის ტაქტიკითა და კომბინაციებით მოხდა ეს ყველაფერიო - არა, რადგან მასაც შეხვედრაში თითქმის არაფერი გაუკეთებია. "საბურთალო" საკუთარ თავთან დამარცხდა.

თუმცა მარტო მწვრთნელისთვისაც ყველაფრის დაბრალება არ არის სწორი, ფეხბურთელთა მოქმედებები ყველა სახის ლოგიკას მოკლებული იყო. ადამიანებს, რომლებიც მთელ ცხოვრებას ფეხბურთს უძღვნიან, ავიწყდებოდათ საჭირო მომენტში პასის გაცემა, ავიწყდებოდათ საჯარიმოში ასვლა და ფლანგიდან ჩაწოდებებზე დახვედრა, ავიწყდებოდათ პოზიციების განაწილება, ავიწყდებოდათ მეტოქე და "არარატის" ყველა სახიფათო შეტევა "საბურთალოს" გადაცემით იწყებოდა. ბოლოს ისიც დაავიწყდათ, რომ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი და შეხვედრა უნდა გადაერჩინათ, ამ დროს კი მეტოქის ფეხბურთელებთან საქმის გარჩევა დაიწყეს.

რაც უფრო ნაკლებად ითამაშებენ pubg-ის და რაც უფრო ნაკლებად მოიხმარენ სოციალურ ქსელებს და მეტ დროს ფიზიკურ ან გონებრივ ვარჯიშს დაუთმობენ, მით უფრო მეტი შანსი ექნებათ, გახდნენ უკეთესი ფეხბურთელები.

დამნაშავეა კლუბის ხელმძღვანელობა, მათ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ რამდენიმე პოზიცია კვალიფიციური ფეხბურთელებით დაეკომპლექტებინათ.

გჭირდება ჩამშლელი ან შემტევი, რომელიც თავდამსხმელს პასებით მოამარაგებს; მცველი, რომელსაც ფიქრი შეუძლია და გადამწყვეტ მომენტში პენალტით არ დააჯილდოებს გუნდს. შენ კი ამ დროს უშვებ შენს წამყვან ფეხბურთელს ბელორუსის ჩემპიონატის დაბალი დონის გუნდში და იმატებ ერთ ფეხბურთელს, რომელიც შეიძლება ევროტურნირების შესარჩევის დასრულებამდე ფორმაში ვერ შევიდეს - ეს არაპროფესიონალიზმია ან დიდი წარმოდგენა საკუთარ გუნდზე.

ძალიან ცუდი ფაქტი იყო, რომ მოედანზე მხოლოდ "არარატ-არმენიას" ფანკლუბის ხმა ისმოდა. იყო თუ არა იქ "საბურთალოს" ფანკლუბი, ძნელი სათქმელია. იყო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომელთა ხმა მგონი მატჩის დასაწყისში ისმოდა, ისიც მათი ტრიბუნის სიახლოვეს.

არადა, ელემენტარულად, თავიანთი სკოლის აღზრდილი ბავშვები რომ შეეკრიბათ და დაერიგებინათ მათთვის საყვირები, დროშები, დოლები და მაისურები, მოედანზე ასეთი სიტუაცია არ იქნებოდა, თუმცა აქაც უცნაურ პრობლემებს ვაწყდებით - არც "საბურთალოს" ბავშვებს უხარიათ მთავარი გუნდის მატჩებზე სიარული, წარმოგიდგენიათ?

საქართველოს ჩემპიონის მაგალითზე, დაშლილი "ტორპედოს" მაგალითზე, ყოველ წელს უმოტივაციო "დინამოს" მაგალითზე, ხომ არ არის დრო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას? სრულად გადააბაროს კლუბებს საქართველოს ჩემპიონატი, ეს აპრობირებული მეთოდია მთელ ევროპაში. ის ფინანსები კი, რომლებიც ამ კლუბებზე იხარჯება, სხვა საქმეში დააბანდოს.

ფაქტია, კლუბებში საპრიზო თანხად ან ნებისმიერი სახით თანხის მიწოდებას წლებია უკვე შედეგი არ მოაქვს. ფული, რომელიც სახელმწიფოსა და ხალხს ეკუთვნის, გაურკვეველი მენეჯმენტების ხელში უაზროდ იხარჯება და ამას შედეგი არ მოაქვს. თუ კლუბებს შედეგი არ აქვთ, მაშ რისთვის უნდა აფინანსებდეს საზოგადოება მათ? გვინდა კი ასეთი დაფინანსებული ფეხბურთი?

ამას ჯობია, ეს თანხა ფედერაციის აკადემიებში დაბანდდეს, ისეთივეში, როგორიც ლაგოდეხშია. ამ თანხით გარკვეულ პერიოდში ფედერაცია თავისი აკადემიებით მთელი საქართველოს ათვისებას შეძლებდა და ეს ყველაფერი მომავალში ჩადებული ინვესტიცია გამოვიდოდა. სხვა შემთხვევაში ვინღა მოთვლის ქართულ საკლუბო ფეხბურთში დახარჯულ მილიონებს და დასახარჯსაც...

altმსაჯს ბოთლი ესროლეს და... - ინციდენტი "საბურთალოს" მატჩზე [VIDEO]

altგოლი, რომელიც "საბურთალოს" არ ჩაუთვალეს - იყო თუ არა თამაშგარე? [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 66 /
დაავიწყდათ პასის მიცემა ზემოთ ასვლა და ასე შემდეგო სამაგიეროდ არ დავიწყებიათ ყვიტლების აღება, 6 ტამაში 27 ყვითელი როგორია? ხოო კიდევ საბურთალოს გულშემატკივრების ხმა არ ისმოდაო ბოდიშით მარა არ იცით რო საბურთალოს გულშემატკივართა რაოდენობა 50 კაცს ვერ ცდება?
ave
15 აგვისტო 2019 17:05
1
ხვალამდე ვაპირებდი მოთმენას, მაგრამ ფედერაციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგასო და ........ხუმრობთ? 290 მილიონი ლარი გადაყრილია უვარგის და თავიდანვე კორუფციულად დაგეგმილ სახელმწიფოსა და ფედერაციის ერთობლივ კონცეფციაში. გამოაქვეყნეთ გვარები და თანამდებობები ავტორების, საჯარო განხილვის გარეშე ვინ დაამტკიცა ის უაზრობა.
ვეტერანი
15 აგვისტო 2019 17:03
2
ყველა აქცენტი სწორადაა გაკეთებული, სრულაიდ ვეთანხმები ავტორს! ხელმძღვანელობა არის მაგარი არაპროფესიონალი, კაშია დირექტორი სატირალია! ბლატნოი დიასამიძე გუნდში, არამებრძოლი სასტავი, რეხვიაშვილის და ალთუნაშვილის გარდა ყველა ფაქიზო! და ლიდერობაზე რო გაქვს ამბიცია და მეტოქეს საგოლე პასს აძლევ, მოწინააღმდეგის საჯარიმოდან შენს ნახევარზე აი ეგ ვისი ბრალია! და კიდევ გულშემატკივრობაზე ხო საერთოდ ხალხი სტადიონზე მარტო მსოაგებად მიდის, თუ აგებ არავინ გიდგას მხარში და ასეთ ვიტარებაში ხო ჭირდებათ ვინმე ვინც აიყოილებს ამ მასას და მართლაც ამდენი ასაკობრივი გუნდი გყავს მოყარე თავის მწვრთნელებიანად და აყვირე, მაგრამ ამასაც უტყდება და იმასაც! ფუ თქვენი!
ვაჟა
15 აგვისტო 2019 14:49
0
კარგია რომ წააგეს!
წაგება თვალის ჩინს მატებს, გონებას უხსნის და პაციენტი აზრზე მოყავს.
აგეხილათ თვალები?
მიხვდით, რომ რაცხა ისე ვერ არის? ხედავთ? ეს ყველაფერი წაგების ბრალია...
გაუმარჯოს წაგებას, რადგან ხედავთ, ახლა მორჩენაც შეიძლება...
კ ო მ ბ ლ ე
15 აგვისტო 2019 21:29
1
ფედერაცია ვითომ რო პროფესორობს და ამ დროს რო საერთოდ არ იციან არაფერი ეგ მაგიჟებს.თუნდაც დღევანდელი საქციელი ავიღოთ თითქმის 40 გრადუსია მთელ საქართველოში და 5 საათზე დაიწყეს ტური.ვითომ 6 საათზე დაწყებული არ მოესწრებოდა ან თუნდაც ნახევარზე.
კაროჩე რააა
15 აგვისტო 2019 17:58
1
კობიაშვილი & მუჯირის ფედერაცია კი არ აბოლებს, არამედ თვითონ ხალხი იბოლებს თავიანთ თავს. მეცხრე ცაზე დაფრინავენ და ილუზიებში დაცურავენ. დღეს თუ ვინმე რამეს წარმოადგენს, ყველა უცხოეთის საშუალოზე დაბალი დონის კლუბებშია, ზოგი სკამზე ზის და ზოგიც შეცვლაზე შეჰყავთ. ხოლო აქ ვინც არიან, ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდების დონეზეც ვერ არიან, თითქმის 99%, ვერ მოხვდებოდა მაშინდელი ქუთაისის "ტორპედოს" და ლანჩხუთის "გურიას ძირითად შემადგენლობაში. ჰოდა გეკითხებით, ვისაც ფეხბურთი გესმით და გინახავთ, იმ დროინდელი საბჭოთა კავშირის პირველობის დროინდელმა, მეორე ლიგის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა, რა წარმატებას უნდა მიაღწიონ ევრო თასებზე. ქართველებო, ძმებო, მეტი ცივი გონებით შეხედეთ დღევანდელ მწარე ვითარებას და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!
ალალე
15 აგვისტო 2019 15:07
1
არვიცი რატომ, მაგრამ მაინც არ მჯერა, რომ ჩაწყობილი იყო ეგ თამაში. ზოგადად საერთაშორისო ასპარეზზე ჩაწყობილი თამაშების არ მჯერა.. იმწამსვე მოვიდოდა რაპორტი რომ სადღაც ფული დაიდო დიდი რაოდენობით, საეჭვოდ. მხოლოდ კოეფიციენტის ცვლა არაფერს ნიშნავდა, იმიტომ, რომ იმ თამაშით, რაც საბურთალომ წინა თამაში ითამაშა, ვიცოდი რომ წააგებდა ამ თამაშს, მაგრამ ვფიქრობდი 0-1 -ს წააგებდა.. უბრალოდ არ მჯერა, რომ ჩაწყობები ხდება იმის ფონზე რომ უეფა დასჯის მინიმუმ 2-3 წლიანი დისკვალიფიკაციით. არც რაპორტი ყოფილა მაგ თამაშზე და არაფერი შესაბამისად.. არ მითხრათ ახლა, რომ მალის გათვლილი ჰქონდა ხარიხაზე ბურთის გარტყმა, ან შემთხვევით გაიტანა რეხვიაშვილმა გოლი(ოფსაიდი კიიყო მაგრამ მაინც).. არ ვიცი, მე არ მჯერა, მაგრამ იმის მჯერა, რომ საბურთალო თავიდანვე ისე გამოვიდა, თითქოს იცოდნენ შემდეგ ეტაპზე გასულები იყვნენ.. მენტალობამ გვიწია სამწუხაროდ..
არ დაბლოკოთ ერთხელ მაინც კომენტარი -_- თუ უეფასგან მოვა რაპორტი რომ სადღაც საეჭვოდ დაიდო ფული, მაშინ პირველი ვიქნები, რომელიც აღარასოდეს წავა თამაშებზე.. ან რაფულს ნახავენ და რეპუტაციას იმაზე მეტს, ვიდრე ჯგუფში შესვლა მოგცემს
ზუზუ
15 აგვისტო 2019 18:39
14
გალაქტიონ ბოლომდე დაგეწერა სათქმელი და შეგაქებდი, პირდაპირ რატომ არ დაწერე რომ გაყიდული თამაში იყო? აზრი არააქ გამოაქვეყნებ თუ არა უბრალოდ მინდა შენ წაიკითხო, თუ ბოლომდე არ იტყვი სათქმელს მაშინ სტატიას აზრი არ აქვს, ნუ ცდილობ რომ ვინმემ არ გაგკიცხოს, აკეთე საქმე პირდაპირ და უშიშრად, ყველაზე მეტი მკითხველი გყავთ და ასეთი უთავბოლო სტატიით დაკარგავთ, თუ რამე პირადად გეტყვი სათქმელს, ისე ნუ წერთ სტატიას როგორც ითამაშა გუშინ საბურთალომ.
პ.ს. საბურთალოს თამაშებზე ეროვნულ ლიგაში ყველგან კაპიკები გადაყარეთ სტადიონზე ნიშნად მათი სიხარბისა და ფულის მონობისა. ბათუმში მაგას გავაკეთებ აუცილებლად.
roma bejanidze
15 აგვისტო 2019 16:36
1
ჩვენი ფეხბურთის დონე სადააა იცით? იმაში .............
roma
15 აგვისტო 2019 18:12
0
ყველამ უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა, ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა, ადმინისტრაციამ, ჟურნალისტებმა,ფედერაციამ.ეს კატასტროფაა. არანაირი ღირსება არა გაქვთ. თუმცა, ეს რა გასაკვირია, ვისა აქვს საქართველოში ღირსება?
Status quo
15 აგვისტო 2019 17:24
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული