დროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

AutoSharing Option
14 აგვისტო ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, არა იმიტომ, რომ "საბურთალო" ძლიერ მეტოქესთან დამარცხდა, არამედ იმიტომ, რომ სუსტ მეტოქესთან სასაცილოდ გაბითურდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეტოქის ქომაგის მიერ მოწყობილი ზეიმი, აღელვებული ქართველი ქომაგის მიერ ფეხბურთელთა ბულინგი, ჩხუბი, ბოთლის სროლა მსაჯებისთვის, გინების კორიანტელი - ეს იყო გუშინდელი მატჩის კულმინაცია.

როდესაც პრესკონფერენციაზე მიდიხარ, ათასგვარი კითხვა გიტრიალებს თავში. აზრიც აღარა აქვს ტაქტიკური მონახაზის შეფასებას და ჭიაბრიშვილს მხოლოდ ის ვკითხე, ამ ამბის მერე როგორ შეძლებდა ვინმე ქართველი ხალხის ქართული საკლუბო ფეხბურთისკენ მობრუნებას?
პასუხი ზოგადი იყო: "ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ".

და ამ ამბის მერე როგორ გინდა, რომ ვინმეს უთხრა, ეროვნულ ლიგას რატომ არ უყურებო?

გიორგი ჭიაბრიშვილის ტაქტიკა ამ შეხვედრაში არაფერი იყო სხვა, თუ არა დამწყები ბავშვებისთვის დახაზული სქემა, აი, შენ აქ დადგები და დანარჩენი შენ იცი, არ შემარცხვინოო.

კლუბი, რომელსაც შეთამაშების პრობლემა არ აქვს და მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთ კომბინაციასაც ვერ შემოგთავაზებს, ესეც კატასტროფაა. ვერც იმას იტყვი, მეტოქის მწვრთნელის ტაქტიკითა და კომბინაციებით მოხდა ეს ყველაფერიო - არა, რადგან მასაც შეხვედრაში თითქმის არაფერი გაუკეთებია. "საბურთალო" საკუთარ თავთან დამარცხდა.

თუმცა მარტო მწვრთნელისთვისაც ყველაფრის დაბრალება არ არის სწორი, ფეხბურთელთა მოქმედებები ყველა სახის ლოგიკას მოკლებული იყო. ადამიანებს, რომლებიც მთელ ცხოვრებას ფეხბურთს უძღვნიან, ავიწყდებოდათ საჭირო მომენტში პასის გაცემა, ავიწყდებოდათ საჯარიმოში ასვლა და ფლანგიდან ჩაწოდებებზე დახვედრა, ავიწყდებოდათ პოზიციების განაწილება, ავიწყდებოდათ მეტოქე და "არარატის" ყველა სახიფათო შეტევა "საბურთალოს" გადაცემით იწყებოდა. ბოლოს ისიც დაავიწყდათ, რომ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი და შეხვედრა უნდა გადაერჩინათ, ამ დროს კი მეტოქის ფეხბურთელებთან საქმის გარჩევა დაიწყეს.

რაც უფრო ნაკლებად ითამაშებენ pubg-ის და რაც უფრო ნაკლებად მოიხმარენ სოციალურ ქსელებს და მეტ დროს ფიზიკურ ან გონებრივ ვარჯიშს დაუთმობენ, მით უფრო მეტი შანსი ექნებათ, გახდნენ უკეთესი ფეხბურთელები.

დამნაშავეა კლუბის ხელმძღვანელობა, მათ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ რამდენიმე პოზიცია კვალიფიციური ფეხბურთელებით დაეკომპლექტებინათ.

გჭირდება ჩამშლელი ან შემტევი, რომელიც თავდამსხმელს პასებით მოამარაგებს; მცველი, რომელსაც ფიქრი შეუძლია და გადამწყვეტ მომენტში პენალტით არ დააჯილდოებს გუნდს. შენ კი ამ დროს უშვებ შენს წამყვან ფეხბურთელს ბელორუსის ჩემპიონატის დაბალი დონის გუნდში და იმატებ ერთ ფეხბურთელს, რომელიც შეიძლება ევროტურნირების შესარჩევის დასრულებამდე ფორმაში ვერ შევიდეს - ეს არაპროფესიონალიზმია ან დიდი წარმოდგენა საკუთარ გუნდზე.

ძალიან ცუდი ფაქტი იყო, რომ მოედანზე მხოლოდ "არარატ-არმენიას" ფანკლუბის ხმა ისმოდა. იყო თუ არა იქ "საბურთალოს" ფანკლუბი, ძნელი სათქმელია. იყო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომელთა ხმა მგონი მატჩის დასაწყისში ისმოდა, ისიც მათი ტრიბუნის სიახლოვეს.

არადა, ელემენტარულად, თავიანთი სკოლის აღზრდილი ბავშვები რომ შეეკრიბათ და დაერიგებინათ მათთვის საყვირები, დროშები, დოლები და მაისურები, მოედანზე ასეთი სიტუაცია არ იქნებოდა, თუმცა აქაც უცნაურ პრობლემებს ვაწყდებით - არც "საბურთალოს" ბავშვებს უხარიათ მთავარი გუნდის მატჩებზე სიარული, წარმოგიდგენიათ?

საქართველოს ჩემპიონის მაგალითზე, დაშლილი "ტორპედოს" მაგალითზე, ყოველ წელს უმოტივაციო "დინამოს" მაგალითზე, ხომ არ არის დრო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას? სრულად გადააბაროს კლუბებს საქართველოს ჩემპიონატი, ეს აპრობირებული მეთოდია მთელ ევროპაში. ის ფინანსები კი, რომლებიც ამ კლუბებზე იხარჯება, სხვა საქმეში დააბანდოს.

ფაქტია, კლუბებში საპრიზო თანხად ან ნებისმიერი სახით თანხის მიწოდებას წლებია უკვე შედეგი არ მოაქვს. ფული, რომელიც სახელმწიფოსა და ხალხს ეკუთვნის, გაურკვეველი მენეჯმენტების ხელში უაზროდ იხარჯება და ამას შედეგი არ მოაქვს. თუ კლუბებს შედეგი არ აქვთ, მაშ რისთვის უნდა აფინანსებდეს საზოგადოება მათ? გვინდა კი ასეთი დაფინანსებული ფეხბურთი?

ამას ჯობია, ეს თანხა ფედერაციის აკადემიებში დაბანდდეს, ისეთივეში, როგორიც ლაგოდეხშია. ამ თანხით გარკვეულ პერიოდში ფედერაცია თავისი აკადემიებით მთელი საქართველოს ათვისებას შეძლებდა და ეს ყველაფერი მომავალში ჩადებული ინვესტიცია გამოვიდოდა. სხვა შემთხვევაში ვინღა მოთვლის ქართულ საკლუბო ფეხბურთში დახარჯულ მილიონებს და დასახარჯსაც...

altმსაჯს ბოთლი ესროლეს და... - ინციდენტი "საბურთალოს" მატჩზე [VIDEO]

altგოლი, რომელიც "საბურთალოს" არ ჩაუთვალეს - იყო თუ არა თამაშგარე? [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 66 /
ეს თამაში გაიყიდა და მორჩა. ჭიაბრიშვილი კარგი მწვრთნელი რომ არის ეგ სომხეთში თამაშის დროს გამოჩნდა, თუმცა თბილისური მატჩის წინ სავარაუდოდ ვერ გაბედა დამფუძნებლის წინააღმდეგ წასვლა და მივიღეთ ის რომ "ვიღაცეებთან" წაგვაგებინეს, რომ კიდევ ერთ " ვიღაცას" სერიოზული ფული ჩაედო ჯიბეში. გუშინდელი სტატია რომელშიც გამოთქმული იყო ამ მატჩის კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებები მგონი საყურადღებო უნდა გახდეს შესაბამისი ორგანოებისთვისაც, თუმცა ამის იმედი ნამდვილად არ მაქვს. არადა სამაგალითოდ დასასჯელია მაგის მკადრებელი. რა ვქნა ეს ეჭვი მაქვს, ძალიან გავს რეალობას.
Patrioti
15 აგვისტო 2019 17:22
3
ორივე თამაში ფოკუზი იყო მეგობარო,ერევანშიც და თბილისშიც!!!
გიოშა
15 აგვისტო 2019 17:57
2
ალბათ გახსოვთ,ტირასპოლში 3-0 მოგების შემდეგ ვწერდი - რაც მოხდა ფოკუუზია მეთქი.თქვენგან უმეტესობამ კი დიზლაიკი დამიწერა,მეტი ვიდრე წინა სტატიაზე გაკეთებულ ჩემს კომეტნარზე.მჯერა სულ მალე მოვა დრო,როდესაც მრავალი თქვენთაგანი ვკვლავ დარწმუნდება ჩემი პოზიციის სისწორეში,როგორც გუშინ გავიგეთ თუ როგორი მაიმუნობები ხდებოდა სინამდვილეში! ნუ იფიქრებთ,რომ თითქოს ვინმეზე მეტი რამ ვიცი და ამით ჩემს თავს განსაკუთრებულად მივიჩნევდე.უბრალოთ თქვენგან განსხავავებით ყველაფერს ძალიან კრიტიკული თვალით ვაკვირდები,არავისი და არაფრის არ მჯერა,გარდა მორაგბეებისა,ყველაზე მეტად არ მჯერა ბინძური პოლიტიკის და პოლიტიკოსების.
აქაური ჩემი სახელით მხოლოდ თქვენ მიცნობთ,ჩემი ნაცნობებიდან კი ორმა ადამიანმა თუ იცის,რომ აქ გიოშას სახელით ვარ.არ მინდა იფიქროთ,რომ ვინმესთან თავს ვიწონებ.
გიოშა
15 აგვისტო 2019 17:17
3
ხალხო,"კაცი" გვარად ხეჩიკაშვილი კიდე გვაბოლებს! წლევანდელ ევროტურნირებში საბურთალოს ყველა თამაშში ფოკუზი გააკეთეს!!! შერიფთან და არარატ არმენიასთან ჩატარებული მატჩები წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული!!! თბილისური და ზაგრებული პირველ ტაიმებში საბურთალოს ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები კარგი თამაში კი რა თქმა უნდა ჩვენითვის თვალის ახვევის მიზნით მოეწყო!!! პორტუ და სელტიკი რომ იმაიმუნებს,ამხელა ისტორიის და ტიტულის მქონე კლუბები რა გასაკვირია,რომ საბურთალომ იმაიმუნოს?
ცივი გონებით და არა გულშემტკივრის პოზიციიდან შეხედეთ მომხდარს!!! დაუკვირდით! ისე გათავხედნენ ყველა დაპირისპირებას ერთნაირი სცენარით ამთავრებენ!!!
როდემდე უნდა გვაბოთაონ...??? საფეხბურთო მაფიის მიერ ზღაპრული ოდენობის თანხის მოგებაბასთან გვაქვს საქმე! მთელი მსოფლიო უნდა გამოვიდეს მათ წინააღმდეგ საბრძოლველათ!
გიოშა
16 აგვისტო 2019 07:57
1
2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი მვლენების შემდეგ ჩემი მხრიდან რუსი მეგობრების ხსენება ბევრისთვის ალბათ მიუღებელია,რაც ჩემთვის სავსებით გასაგებია.
პოლიტიკა და ერებს შორის მეგობრობა აქ რა მოსატანია,მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს როდესაც რუსს ხალხზე ვსაუბრობ-მერწმუნეთ,დღევანდელი რუსული საზოგადოების დიდი ნაწილი პროგრესულად მოაზროვნეა(განსაკუთრებით ახალგაზერდობა)! ებრძვიან პუტინის სისხლიან დამყრობით პოლიტიკას! რაც გამოჩდა კიდეც ახლანდელი მოსკოვის აქციებსა და მსვლელობებისას!
ბავშობის წლებში საშუალო სკოლაში ვსწავლობდი რუსულად,გავიზარდე რუსს ბავშვებთან ერთად. მყავს აგრეთვე ბევრი თურქი მეგობარი.პროფესიით ვარ თურქული ენის სპეციალისტი.
გიოშა
16 აგვისტო 2019 05:42
1
ყველა გამოხმაურება
დავიწყოთ იმით, რომ ერს რომელიც გამოირჩევა თავის წარმოჩენისა და თავის გადამეტების მცდელობით (განსაკუთრებით ქართველების მიმართ) მივეცით დაცინვისა და იმის თქმის საფუძველი, რომ სომხური ფეხბურთი "გაცილებით" მაღლა დგას ვიდრე ქართული. დღეიდან მოყოლობეული დროთა განმავლობაში ეს მოვლენა განმტიცდება მათ საფუძვლებში და სულ მალე ამას დასაბუთებულად წარმოგვიდგენენ ჩვენი მეზობლები. მათ ეს ახასიათებთ. პირველ რიგში სწორედ ამის გამო წნელის წკეპლა საბურთალოს, თავის უფროსობიან-მწვრთნელიან-ფეხბურთელებიანად. მადლობა ბიჭებო, ამას არასოდეს დაივიწყებს ქართველი გულშემატკივარი.
ქვეყნის ჩემპიონის სტატუსით მოთამაშე წელგამართულ საბურთალოს ბევრად მეტი მოეთხოვებოდა შემადგენლობისა და პროფესიონალიზმის კუთხით. ბევრი ფეხბურთელი აშკარად ზედმეტს "ერთობა". მაგრამ მათი თამაშის შემხედვარე ვშიშობ რომ ამ გართობაში თუდაც ჩემპიონთა ლიგის თამაშების ყურება არ შედის. უმრავლესობას მგონი საერთოდ არ აინტერესებს იმის ყურება, თუ როგორ თამაშობენ დიდი გუნდების დიდი ფეხბურთელები. როგორ კეთდება პასი, გამჭოლი გადაცემა, გამამწვავებელი ფაზა, უბურთოდ მოძრაობა, პოზიციის შერჩევა.... არა ეს აშკარად არ შედის მათი ინტერესის სფეროში.
ცალკე თემაა ფეხბურთის ფედერაციის როლი ამ ყველაფერში. ისე თუ ასე ფაქტი ის, რომ სახელწიფოსგან ფინანსდება ფეხბურთი. მაგრამ შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ჯიბიდან გაცემული თანხები სადღაც გაურკვეველ ჯიბეში ინაცვლებს. ფედერაცია აშკარად ვერ უძღვება ეროვნული ჩემპიონატის საკითხებსა და გამოწვევებს. 2006 წლიდან 2011 წლამდე საქართველოში არსებობდა "პროფესიული ფეხბურთის ლიგა" (პფლ). რომელიც პასუხისმგებელი და ორგანიზატორი იყო ეროვნული ჩემპიონატისა. პფლ იყო საზოგადოება, სტრუქტურა თავისი მენეჯმენტით რომელიც მოიპოვებდა ფინანსებს, გააჩნდა კონცეფცია და საკმაოდ ბევრს აკეთებდა ქართული საკლუბო ფეხბურთისათვის. ამ პერიოდში ეროვნული ლიგა ბევრად ძლიერი და კონკურენტუნარიანი იყო. დინამო, ტორპედო, ოლიმპი, ლოკომოტივი, ზესტაფონი, ამერი, თბილისის თბილისი, ვიტჯორჯია, ბორჯომი, სიონი... რამდენი კარგი ლეგიონერი და ლამაზი მატჩი... 2011 წლიდან კი ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის მართვის უფლება (ვითომ დროებით) ჩამოართვა პფლ-ს. რა მივიღეთ ამით? მხოლოდ რეგრესი! ეროვნულ ჩემპიონატის გამართულად ფუნქციონირებას და გამოწვევების აღმოფხვრას ესაჭიროება უშუალოდ ამ პრობლემებზე ორიენტირებული ჯგუფი, მენეჯმენტი. აგრეთვე გაუგებარია თუ რატომ გამოატოვებინა ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის მატჩები საბურთალოს? ჩემპიონატის გაზაფხული-შემოდგომის პრინციპზე გადასვლის ძირითად მიზეზად ფედერაციამ დაასახელა ევროტურნირების პერიოდში ქართული კლუბების ფორმაში ყოფნის უპირატესობა. ანუ ის, რომ ჩვენი კლუბები ევროტურნირებს შეხვდებოდნენ ფორმაში მყოფები. რაც რათქმუნდა უპირატესობაა, მაგრამ რაში გამოვიყენეთ ეს? საბურთალო ისვენებდა, მაშინ როცა არარატი ეროვნულ ჩემპიონატში შეხვედრებს მართავდა და ამას ტონუსში ყოფნისა და შეთამაშებისათვის იყენებდა. მათ თავად აღნიშნეს ეს ფაქტი. შეთამაშების პრობლემა საბურთალოს არ ქონდა, მაგრამ წუხანდელმა მატჩმა ნათლად დაგვანახა, რომ გუნდი წესიერად ვერ კომბინირებდა, ბურთის გააზრებულ გათამაშებას ვერ ახდენდა. ტურების გამოტოვებამ მოდუნებამდე უფრო მიიყვანა საბურთალო, ვიდრე დაასვენა. არც ისეთი დაძაბული გრაფიკია ჩვენს ჩემპიონატში, რომ ფეხბურთელები ძალიან გადატვირთულები იყვნენ და ამხელა პაუზებს საჭიროებდნენ. ფედერაცია სერიოზულად უნდა დაფიქრდეს საკუთარ კომპეტენციაზე და პასუხისმგებლობა აიღოს გარკვეულ საკითხებზე...
ანესთეზეოლოგი & Commentat 2
15 აგვისტო 2019 17:15
1
მომეწონა თქვენი ნააზრევი,მაგრამ ვის რაში სჭირდება სწორად ნაფიქრი და კარგად გაკეთებული საქმე-აგერ იოლად შოულობენ ფულს დიდი შრომისა და ყოველგვარი თავისტეხვის გარეშე!
გიოშა
15 აგვისტო 2019 17:43
1
ras bjuturobt bijo es jurnalistebi, tamachi gakides, male tavis tavsac gakidian, vis adarebt chiabrichvils, vapche licenzia unda chamoartva gakides tamachi puli amjobines kartul suls,pederacias kide pexebze kidia, istoriul gundebs chlian, potis kolxeti, zestaponi, kutaisi, romeli erti chamogitvalot, vtamachis gaketebac ar ician, kvela tamachobs totalizators didi gundebi mara es tamachis chedegs ar etkoba, amatma pirdapir naglat gakides tamachi , tan vistan, somxebtan, botlebi kiara tavpiri unda daemtvriat kvelastvis vinc am teatrchi miigo monacileoba. kartuli pegburtis chemarcxvenlebi arian,tavmokvareoba ro kondet magat adgilas pegburts tavs davanebebdi.puli ki akvt nachovi.
KUTAISELI
15 აგვისტო 2019 17:06
2
დაავიწყდათ პასის მიცემა ზემოთ ასვლა და ასე შემდეგო სამაგიეროდ არ დავიწყებიათ ყვიტლების აღება, 6 ტამაში 27 ყვითელი როგორია? ხოო კიდევ საბურთალოს გულშემატკივრების ხმა არ ისმოდაო ბოდიშით მარა არ იცით რო საბურთალოს გულშემატკივართა რაოდენობა 50 კაცს ვერ ცდება?
ave
15 აგვისტო 2019 17:05
1
ხვალამდე ვაპირებდი მოთმენას, მაგრამ ფედერაციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგასო და ........ხუმრობთ? 290 მილიონი ლარი გადაყრილია უვარგის და თავიდანვე კორუფციულად დაგეგმილ სახელმწიფოსა და ფედერაციის ერთობლივ კონცეფციაში. გამოაქვეყნეთ გვარები და თანამდებობები ავტორების, საჯარო განხილვის გარეშე ვინ დაამტკიცა ის უაზრობა.
ვეტერანი
15 აგვისტო 2019 17:03
2
ძლივს ანალიტიკური სტატია შემოგვთავაზეს. არ შევდივარ იმის განხილვაში რა ხასირსხისაა სტატია, მაგრამ ერთი რამე კი თვალშისაცემია რომ გულშემატკივრების დიდი უმრავლესობა ერთადერთ მიზეზად ჩაწყობილ თამაშს ასახელებს და სხვა მიზეზებს მარცხის ვერ ხედავს, ან ყოველ შემთხვევაში არ ასახელებს მათ; წავიკითხე კომენტარები და პირდაპირ ისტერიაა, ჩაწყობილი მატჩია და მორჩა, ეგაა თურმე მწარე და სამარცხვინო მარცხის მიზეზი! ასეთი რამ რო ხდება ფაქტია, მაგრამ ყველა მარცხის აქამდე დაყვანა თავად ქმნის იმ სიტუაციას რომლიდან გამოსავალი არ არის, და ამაში მაყურებელი და გულშემატკივარიც მონაწილეობს იმით რომ მრავალ ასპექტიანი ანალიზის ნაცვლად მარტივად ამ ერთ მიზეზიან ისტერიკას აწყობს. მოკლედ ჩვენში ესეთი სიტუაციაა: მე არაფერი მომეკითხება, მარტო ფეხბურთელებს და მწვრთნელებს გუნდის თავკაცებს და ასე შემდეგ, მაგრამ ისინიც ესეთივე ქართველებია როგორც ჩვენ და ისინიც თვლიან რომ მათ არაფერი მოეკითხებათ არამედ მარტო სხვებს. ჰოდა, ვართ ასე ჩაკეტილ წრეში ერთმანეთის ბრალდების და დაჭმის, საქმე კი ადგილიდან არ იძვრის. ან, ასეთ სიტუაციაში რატომ ან როგორ უნდა დაიძრას?
გიორგი
15 აგვისტო 2019 16:54
2
ნეტავ რა ნამუსით უნდა გვისაყვედუროს რომელიმე ქართველმა "ფეხბურთელმა" გულშემატკივრები აკლია ჩვენს თამაშებსო. არადა გავიხსენოთ რამდენი ასეთი საყვედური მოგვისმენია მათგან. თუნდაც საბურთალო ავიღოთ: სამივე საშინაო თამაში უშანსოდ წააგეს. ჩემთვის პირადად ახლა სულ ერთია თამაში გაყიდული იყო თუ უბრალოდ მეტოქემ გვაჯობა , რადგან ორივე შემთხვევაში დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე: პირველი, ის ფაქტი რომ გაჩნდა ეჭვი უკვე მიუთითებს იმაზე რომ ქართული გუნდებისთვის ეს სამარცხვინო მოქმედება სულაც არაა სიახლე და ეს განსაკუთრებით მტკივნეულად ახალგაზრდ ფეხბურთელებთან მიმართებაში აღიქმება, რომლებსაც ჯერ წესიერად არც კი დაუწყიათ კარიერა და პირდაპირ თუ ირიბად უკვე შეიძლება გარეულები იყვნენ ამ სამარცხვინო ქმედებაში.
თუმცა დავუშვათ რომ საბურთალომ ალალ "ბრძოლაში" წააგო ორრაუნდიანი დაპირისპირება. რა ამის გამო ვინმე ოდნავ მაინც იგრძნობს შვებას? ეს ხომ მიუთითებს ჩვენი ფეხბურთის უდაბლეს დონეზე, დიდი ხანია ჭაობში ვართ და ამ ჭაობიდან ამოსვლას არც ჩქარობს არავინ. ( ყოველ შემთხვევაში ის, ვიასც ევალება ამაზე ზრუნვა) გულშემატკოვრის მხრიდან ნებისმიერ კრიტიკას ან პროტესტის გამოხატვას, ძალიან ცინიკურად პასუხობენ: დურგალმა თავის საქმეს მიხედოს, ექიმმა თავისას ჩვენ კი ფეხბურთის სპეციალისტები ფეხბურთს მივხედავთო. ხოდა როგორც მიხედეს გუშინ კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად გამოჩნდა
დუდუ
15 აგვისტო 2019 16:47
0
ქართული ფეხბურთი? ააა... გამახსენდა, ეგ ხომ დიდი ხანია ტ..შია, და ვინც ამას ვერ ხედავს მისი თვალებიც იქაა სადაც ქართული ფეხბურთი. და ქართლი ფეხბურთის მაფიოზი ,,მამიკოებიც" იქ არიან გასაგზავნი სადაც ახლა ქართული ფეხბურთია, მარა ვინაა პატრონი?! მეტი არაა ჩვენი მტერი...
bs
15 აგვისტო 2019 16:46
0
საერთოდ ხმას როგორ იღებენ!
თურმე ეგ ამბავი წინასწარ იცოდნენ რომ სომხური გუნდი გავიდოდა შემდეგ ეტაპზე და საერთოდ ევროპის ლიგაზე! რუსეთში მცხოვრებმა სომხებმა და ქართველებმა მითხრეს! რა გასაკვირია, ის გუნდი მოსკოველი სომეხი ოლიგარქის გუნდია! მაგარი მაყუთები აწიეს!
უეფამ რიაგირება თუ არ მოახდინა და ორივე კლუბი თუ არ დასაჯა, მაშინ უეფაც ყოფილა მთლიანად კორუმპირებული!!!
2-3 დგეში რიაგირება თუ არ მოხდება, ყველაფერი გასაგებია... ყოჩაღ თქვენც მაშინ და ფეხბურთის ყურებასაც აზრი არ ექნება!!!
საქართველო
15 აგვისტო 2019 16:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული