დროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

AutoSharing Option
14 აგვისტო ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, არა იმიტომ, რომ "საბურთალო" ძლიერ მეტოქესთან დამარცხდა, არამედ იმიტომ, რომ სუსტ მეტოქესთან სასაცილოდ გაბითურდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეტოქის ქომაგის მიერ მოწყობილი ზეიმი, აღელვებული ქართველი ქომაგის მიერ ფეხბურთელთა ბულინგი, ჩხუბი, ბოთლის სროლა მსაჯებისთვის, გინების კორიანტელი - ეს იყო გუშინდელი მატჩის კულმინაცია.

როდესაც პრესკონფერენციაზე მიდიხარ, ათასგვარი კითხვა გიტრიალებს თავში. აზრიც აღარა აქვს ტაქტიკური მონახაზის შეფასებას და ჭიაბრიშვილს მხოლოდ ის ვკითხე, ამ ამბის მერე როგორ შეძლებდა ვინმე ქართველი ხალხის ქართული საკლუბო ფეხბურთისკენ მობრუნებას?
პასუხი ზოგადი იყო: "ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ".

და ამ ამბის მერე როგორ გინდა, რომ ვინმეს უთხრა, ეროვნულ ლიგას რატომ არ უყურებო?

გიორგი ჭიაბრიშვილის ტაქტიკა ამ შეხვედრაში არაფერი იყო სხვა, თუ არა დამწყები ბავშვებისთვის დახაზული სქემა, აი, შენ აქ დადგები და დანარჩენი შენ იცი, არ შემარცხვინოო.

კლუბი, რომელსაც შეთამაშების პრობლემა არ აქვს და მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთ კომბინაციასაც ვერ შემოგთავაზებს, ესეც კატასტროფაა. ვერც იმას იტყვი, მეტოქის მწვრთნელის ტაქტიკითა და კომბინაციებით მოხდა ეს ყველაფერიო - არა, რადგან მასაც შეხვედრაში თითქმის არაფერი გაუკეთებია. "საბურთალო" საკუთარ თავთან დამარცხდა.

თუმცა მარტო მწვრთნელისთვისაც ყველაფრის დაბრალება არ არის სწორი, ფეხბურთელთა მოქმედებები ყველა სახის ლოგიკას მოკლებული იყო. ადამიანებს, რომლებიც მთელ ცხოვრებას ფეხბურთს უძღვნიან, ავიწყდებოდათ საჭირო მომენტში პასის გაცემა, ავიწყდებოდათ საჯარიმოში ასვლა და ფლანგიდან ჩაწოდებებზე დახვედრა, ავიწყდებოდათ პოზიციების განაწილება, ავიწყდებოდათ მეტოქე და "არარატის" ყველა სახიფათო შეტევა "საბურთალოს" გადაცემით იწყებოდა. ბოლოს ისიც დაავიწყდათ, რომ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი და შეხვედრა უნდა გადაერჩინათ, ამ დროს კი მეტოქის ფეხბურთელებთან საქმის გარჩევა დაიწყეს.

რაც უფრო ნაკლებად ითამაშებენ pubg-ის და რაც უფრო ნაკლებად მოიხმარენ სოციალურ ქსელებს და მეტ დროს ფიზიკურ ან გონებრივ ვარჯიშს დაუთმობენ, მით უფრო მეტი შანსი ექნებათ, გახდნენ უკეთესი ფეხბურთელები.

დამნაშავეა კლუბის ხელმძღვანელობა, მათ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ რამდენიმე პოზიცია კვალიფიციური ფეხბურთელებით დაეკომპლექტებინათ.

გჭირდება ჩამშლელი ან შემტევი, რომელიც თავდამსხმელს პასებით მოამარაგებს; მცველი, რომელსაც ფიქრი შეუძლია და გადამწყვეტ მომენტში პენალტით არ დააჯილდოებს გუნდს. შენ კი ამ დროს უშვებ შენს წამყვან ფეხბურთელს ბელორუსის ჩემპიონატის დაბალი დონის გუნდში და იმატებ ერთ ფეხბურთელს, რომელიც შეიძლება ევროტურნირების შესარჩევის დასრულებამდე ფორმაში ვერ შევიდეს - ეს არაპროფესიონალიზმია ან დიდი წარმოდგენა საკუთარ გუნდზე.

ძალიან ცუდი ფაქტი იყო, რომ მოედანზე მხოლოდ "არარატ-არმენიას" ფანკლუბის ხმა ისმოდა. იყო თუ არა იქ "საბურთალოს" ფანკლუბი, ძნელი სათქმელია. იყო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომელთა ხმა მგონი მატჩის დასაწყისში ისმოდა, ისიც მათი ტრიბუნის სიახლოვეს.

არადა, ელემენტარულად, თავიანთი სკოლის აღზრდილი ბავშვები რომ შეეკრიბათ და დაერიგებინათ მათთვის საყვირები, დროშები, დოლები და მაისურები, მოედანზე ასეთი სიტუაცია არ იქნებოდა, თუმცა აქაც უცნაურ პრობლემებს ვაწყდებით - არც "საბურთალოს" ბავშვებს უხარიათ მთავარი გუნდის მატჩებზე სიარული, წარმოგიდგენიათ?

საქართველოს ჩემპიონის მაგალითზე, დაშლილი "ტორპედოს" მაგალითზე, ყოველ წელს უმოტივაციო "დინამოს" მაგალითზე, ხომ არ არის დრო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას? სრულად გადააბაროს კლუბებს საქართველოს ჩემპიონატი, ეს აპრობირებული მეთოდია მთელ ევროპაში. ის ფინანსები კი, რომლებიც ამ კლუბებზე იხარჯება, სხვა საქმეში დააბანდოს.

ფაქტია, კლუბებში საპრიზო თანხად ან ნებისმიერი სახით თანხის მიწოდებას წლებია უკვე შედეგი არ მოაქვს. ფული, რომელიც სახელმწიფოსა და ხალხს ეკუთვნის, გაურკვეველი მენეჯმენტების ხელში უაზროდ იხარჯება და ამას შედეგი არ მოაქვს. თუ კლუბებს შედეგი არ აქვთ, მაშ რისთვის უნდა აფინანსებდეს საზოგადოება მათ? გვინდა კი ასეთი დაფინანსებული ფეხბურთი?

ამას ჯობია, ეს თანხა ფედერაციის აკადემიებში დაბანდდეს, ისეთივეში, როგორიც ლაგოდეხშია. ამ თანხით გარკვეულ პერიოდში ფედერაცია თავისი აკადემიებით მთელი საქართველოს ათვისებას შეძლებდა და ეს ყველაფერი მომავალში ჩადებული ინვესტიცია გამოვიდოდა. სხვა შემთხვევაში ვინღა მოთვლის ქართულ საკლუბო ფეხბურთში დახარჯულ მილიონებს და დასახარჯსაც...

altმსაჯს ბოთლი ესროლეს და... - ინციდენტი "საბურთალოს" მატჩზე [VIDEO]

altგოლი, რომელიც "საბურთალოს" არ ჩაუთვალეს - იყო თუ არა თამაშგარე? [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 66 /
ალბათ გახსოვთ,ტირასპოლში 3-0 მოგების შემდეგ ვწერდი - რაც მოხდა ფოკუუზია მეთქი.თქვენგან უმეტესობამ კი დიზლაიკი დამიწერა,მეტი ვიდრე წინა სტატიაზე გაკეთებულ ჩემს კომეტნარზე.მჯერა სულ მალე მოვა დრო,როდესაც მრავალი თქვენთაგანი ვკვლავ დარწმუნდება ჩემი პოზიციის სისწორეში,როგორც გუშინ გავიგეთ თუ როგორი მაიმუნობები ხდებოდა სინამდვილეში! ნუ იფიქრებთ,რომ თითქოს ვინმეზე მეტი რამ ვიცი და ამით ჩემს თავს განსაკუთრებულად მივიჩნევდე.უბრალოთ თქვენგან განსხავავებით ყველაფერს ძალიან კრიტიკული თვალით ვაკვირდები,არავისი და არაფრის არ მჯერა,გარდა მორაგბეებისა,ყველაზე მეტად არ მჯერა ბინძური პოლიტიკის და პოლიტიკოსების.
აქაური ჩემი სახელით მხოლოდ თქვენ მიცნობთ,ჩემი ნაცნობებიდან კი ორმა ადამიანმა თუ იცის,რომ აქ გიოშას სახელით ვარ.არ მინდა იფიქროთ,რომ ვინმესთან თავს ვიწონებ.
გიოშა
15 აგვისტო 2019 17:17
3
საბურთალომ ტირასპოლში 3-0 რატომ მოიგო ბევრი თქვენთაგანი ალბათ მიხვდა.დნესტრისპირეთი და მისი დედაქალაქი ტირტასპოლი ფაქტიურად რუსეთის ნაწილია,მას მართავს რუსეთი.მოსახლეობის უმრავლესობა რუსი ეროვნებისაა ამ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოში.რუსეთში კი როგორც ვიცით ტოტალიზატორებში ყომარის ბუმია,ფსონების 90 პროცენტი სწორედ ფეხბურთზე იდება! ტირასპოლის შერიფის ძალა ყველა რუსმა კარგად იცის და რა თქმა უნდა საბურთალოზეც ქონდათ წარმოდგენა-რომ შერიფზე სუსტი გუნდია.დარწმუნებული ვარ შეძლებულმა რუსებმა დიდი ფული დადეს 1.შერიფის 3 ბურთით არ წაგებაზე.2.შერიფი ერთ გოლს გაიტანს. და ა.შ. უამრავი ვარიანტია.
გიოშა
15 აგვისტო 2019 18:34
1
ხალხო,"კაცი" გვარად ხეჩიკაშვილი კიდე გვაბოლებს! წლევანდელ ევროტურნირებში საბურთალოს ყველა თამაშში ფოკუზი გააკეთეს!!! შერიფთან და არარატ არმენიასთან ჩატარებული მატჩები წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული!!! თბილისური და ზაგრებული პირველ ტაიმებში საბურთალოს ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები კარგი თამაში კი რა თქმა უნდა ჩვენითვის თვალის ახვევის მიზნით მოეწყო!!! პორტუ და სელტიკი რომ იმაიმუნებს,ამხელა ისტორიის და ტიტულის მქონე კლუბები რა გასაკვირია,რომ საბურთალომ იმაიმუნოს?
ცივი გონებით და არა გულშემტკივრის პოზიციიდან შეხედეთ მომხდარს!!! დაუკვირდით! ისე გათავხედნენ ყველა დაპირისპირებას ერთნაირი სცენარით ამთავრებენ!!!
როდემდე უნდა გვაბოთაონ...??? საფეხბურთო მაფიის მიერ ზღაპრული ოდენობის თანხის მოგებაბასთან გვაქვს საქმე! მთელი მსოფლიო უნდა გამოვიდეს მათ წინააღმდეგ საბრძოლველათ!
გიოშა
16 აგვისტო 2019 07:57
1
ყველა გამოხმაურება
სომხეთში თამაშიც გაყიდული იყო
ზურა
15 აგვისტო 2019 18:28
2
ხალცხო,ცივი გონებით და არა გულშემტკივრის პოზიციიდან შეხედეთ მომხდარს!!!

როდემდე უნდა გვაბოთაონ...???
გიოშა
16 აგვისტო 2019 07:09
0
საბურთალოს მიერ ჩატარებული ყველა თამაში წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული!!! თბილისური და ზაგრებული პირველ ტაიმებში საბურთალოს ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები კარგი თამაში კი რა თქმა უნდა ჩვენითვის თვალის ახვევის მიზნით მოეწყო!!! ხალხო,ნეიტრალური პოზიციდან და არა გულშემატკივრის ცივი გონებით შეხედეთ მომხდარს!!!
გიოშა
16 აგვისტო 2019 06:55
0
ყველა გამოხმაურება
სწორია სტატიის ავტორი, მეც ეგეთი შეგრძნება მქონდა რო მხოლოდ პოზიციები შეურჩია მწვრთნელმა ფეხბურთელებს და მეტი არაფერი დარიგება არ მიუცია, არანაირი სტრატეგია არ ჩანდა დაცვისა თუ შEტევის დროს რა უნდა გაეკეთებინათ, პრაქტიკულად არ იყო ვერტიკალური ფეხბურთი, ძალიან უჭირდათ ფლანგების შეცვლა შეტევის დროს. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია ჭიაბრიშვილსაც თავში აუვარდა ამდენი ქება-დიდება, ესეთი მოდუნება პირველად რო ემართებოდეს საბურთალოს კიდე არაფერს ვიტყოდი...
vava
15 აგვისტო 2019 17:37
1
საერთოდ ხმას როგორ იღებენ!
თურმე ეგ ამბავი წინასწარ იცოდნენ რომ სომხური გუნდი გავიდოდა შემდეგ ეტაპზე და საერთოდ ევროპის ლიგაზე! რუსეთში მცხოვრებმა სომხებმა და ქართველებმა მითხრეს! რა გასაკვირია, ის გუნდი მოსკოველი სომეხი ოლიგარქის გუნდია! მაგარი მაყუთები აწიეს!
უეფამ რიაგირება თუ არ მოახდინა და ორივე კლუბი თუ არ დასაჯა, მაშინ უეფაც ყოფილა მთლიანად კორუმპირებული!!!
2-3 დგეში რიაგირება თუ არ მოხდება, ყველაფერი გასაგებია... ყოჩაღ თქვენც მაშინ და ფეხბურთის ყურებასაც აზრი არ ექნება!!!
საქართველო
15 აგვისტო 2019 16:40
0
100% getanxmebi mshvenieri statiaa
koba
15 აგვისტო 2019 15:02
9
ქართული ფეხბურთი? ააა... გამახსენდა, ეგ ხომ დიდი ხანია ტ..შია, და ვინც ამას ვერ ხედავს მისი თვალებიც იქაა სადაც ქართული ფეხბურთი. და ქართლი ფეხბურთის მაფიოზი ,,მამიკოებიც" იქ არიან გასაგზავნი სადაც ახლა ქართული ფეხბურთია, მარა ვინაა პატრონი?! მეტი არაა ჩვენი მტერი...
bs
15 აგვისტო 2019 16:46
0
ras bjuturobt bijo es jurnalistebi, tamachi gakides, male tavis tavsac gakidian, vis adarebt chiabrichvils, vapche licenzia unda chamoartva gakides tamachi puli amjobines kartul suls,pederacias kide pexebze kidia, istoriul gundebs chlian, potis kolxeti, zestaponi, kutaisi, romeli erti chamogitvalot, vtamachis gaketebac ar ician, kvela tamachobs totalizators didi gundebi mara es tamachis chedegs ar etkoba, amatma pirdapir naglat gakides tamachi , tan vistan, somxebtan, botlebi kiara tavpiri unda daemtvriat kvelastvis vinc am teatrchi miigo monacileoba. kartuli pegburtis chemarcxvenlebi arian,tavmokvareoba ro kondet magat adgilas pegburts tavs davanebebdi.puli ki akvt nachovi.
KUTAISELI
15 აგვისტო 2019 17:06
2
ძლივს ანალიტიკური სტატია შემოგვთავაზეს. არ შევდივარ იმის განხილვაში რა ხასირსხისაა სტატია, მაგრამ ერთი რამე კი თვალშისაცემია რომ გულშემატკივრების დიდი უმრავლესობა ერთადერთ მიზეზად ჩაწყობილ თამაშს ასახელებს და სხვა მიზეზებს მარცხის ვერ ხედავს, ან ყოველ შემთხვევაში არ ასახელებს მათ; წავიკითხე კომენტარები და პირდაპირ ისტერიაა, ჩაწყობილი მატჩია და მორჩა, ეგაა თურმე მწარე და სამარცხვინო მარცხის მიზეზი! ასეთი რამ რო ხდება ფაქტია, მაგრამ ყველა მარცხის აქამდე დაყვანა თავად ქმნის იმ სიტუაციას რომლიდან გამოსავალი არ არის, და ამაში მაყურებელი და გულშემატკივარიც მონაწილეობს იმით რომ მრავალ ასპექტიანი ანალიზის ნაცვლად მარტივად ამ ერთ მიზეზიან ისტერიკას აწყობს. მოკლედ ჩვენში ესეთი სიტუაციაა: მე არაფერი მომეკითხება, მარტო ფეხბურთელებს და მწვრთნელებს გუნდის თავკაცებს და ასე შემდეგ, მაგრამ ისინიც ესეთივე ქართველებია როგორც ჩვენ და ისინიც თვლიან რომ მათ არაფერი მოეკითხებათ არამედ მარტო სხვებს. ჰოდა, ვართ ასე ჩაკეტილ წრეში ერთმანეთის ბრალდების და დაჭმის, საქმე კი ადგილიდან არ იძვრის. ან, ასეთ სიტუაციაში რატომ ან როგორ უნდა დაიძრას?
გიორგი
15 აგვისტო 2019 16:54
2
სრულად ვეთანხმები სტატიის ავტორს!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
15 აგვისტო 2019 14:51
7
სახელმწიფოს დახმარების გარეშეც შესაძლებელი იყო ამ „შედეგის“ დადება...:(((

შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან მილიონების (საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდიან ამოღებული მილიონები!!!) უაზროდ ყრის პროცესი უნდა დასრულდეს!!!
barba
16 აგვისტო 2019 11:08
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული