Ajara cup 2019: ბათუმის ტურნირზე "ვალენსია" და პსვ ჩამოვლენ

AutoSharing Option
2019 წელს, 6-10 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში საერთაშორისო ტურნირი 14 წლამდე ფეხბურთელებს შორის Ajara Cup 2019 გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობას 8 გუნდი, 4 ქართული და 4 უცხოური მიიღებს.

ქართული გუნდებია:
  • "დინამო თბილისი"
  • "დინამო ბათუმი"
  • სფფ აკადემია
  • "საბურთალო"

მოწვეული გუნდები არიან:
  • "ვალენსია"
  • პსვ ეინდჰოვენი
  • განის ნაკრები
  • ბაბელსბერგი 03

ტურნირი ანგისას ბაზაზე ჩატარდება. ორი 4-გუნდიანი ჯგუფი იქნება. ჯგუფიდან პირველ-მეორეადგილოსნები გავლენ. გათამაშდება ერთიდან 8-მდე ადგილები.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები იქნება 35-წუთიანი, ნახევარფინალი და ფინალი - 40-წუთიანი. ფინალური შეხვედრა ანგისას ბაზის ბუნებრივსაფარიან მოედანზე გაიმართება.

5 ოქტომბერს კი გუნდები ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" შორის ეროვნული
ლიგის 30-ე ტურის შეხვედრას დაესწრებიან.

პროექტის ორგანიზატორები არიან: აჭარის ფეხბურთის ფედერაცია, აჭარის სპორტის დეპარტამენტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, აჭარის მთავრობა, ფეხბურთის განვითარების ფონდი, შპს "სპორტ სოლუშენი", თავისუფალი ფეხბურთი.

ტურნირი რეგულარული ხასიათის იქნება და ყოველწლიურად ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული