მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

AutoSharing Option
უეფას მედიაოფიცერმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა მამუკა კვარაცხელიამ "ფეისბუქზე" თბილისის "საბურთალოს" პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

გთავაზობთ კვარაცხლიას პოსტს უცვლელად:

"ეს კაცი ჩემი ძმაკაცი ტარიელ ხეჩიკაშვილია, რომელმაც უამრავი დაუმსახურებელი კრიტიკა მიიღო გუშინ იმ ხალხისგან, ვისაც ფეხბურთი მარტო ნაკრებებისა და ევროთასების დროს ახსენდება... 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა:
1) ფკ საბურთალო 2003 წელს დაიშლებოდა...
2) სამედიცინოს სტადიონზე (ბენდელა) კორპუსები იდგებოდა...
3) გლდანის ოლიმპიურ ცენტრში ორი დიდი და ერთი პატარა სტადიონის ნაცვლად საკორპუსეთი გაჩნდებოდა...
4) ტარიელი თავისი ბიზნესიდან უხდის ხელფასს 50-მდე მწვრთნელს, ექიმს, აგრონომს, მასაჟისტს, დაცვის მუშაკს, კლუბის პერსონალს...
5) სწორედ ტარიელის დამსახურებით 800 ბავშვი დადის საბურთალოსა და გლდანში ფეხბურთზე და ქუჩაში არ დაყიალობს...
6) რა თქმა უნდა, წარუმატებლობაში ყველა დამნაშავეა, მაგრამ გუშინ სტადიონზე მსხდომო 12 000 მაყურებელო, როგორ გვაჯობა ქომაგობაში 50-მა სომეხმა ფანმა??????????????
7) 2003 წლიდან 45 დიდი (!!) მოედანი რომ გასხვისდა და გაიყიდა თბილისში, მაშინ სად იყავით? იცით, რომ ამის გამო თბილისში 10 000 ბავშვით შემცირდა ფეხბურთელთა რაოდენობა და 10 000 ნარკომანი მოემატა ქალაქს?
... ამიტომ ჯერ პირი გამოირეცხეთ და თქვენი ჯიბიდან ამოღებული ერთი ლარი მანახეთ ფეხბურთში ჩადებული!!!"

Sportall.Ge

"საბურთალო" 14 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიშით 0:2 დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდა. არადა, ქართულმა კლუბმა სტუმრად 2:1 მოიგო.

altდროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

altმსაჯს ბოთლი ესროლეს და... - ინციდენტი "საბურთალოს" მატჩზე [VIDEO]

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
7 შვილი თუ ჰყავს და ეკლესიაში დადის, ჰქონია აბა ინდულიგენცია, აკეთოს ფული, პაწა ეკლესიას და ღირსეული კაცი ყოფილა. მაგისთანა "ღირსეულებმა" უტირეს დედა ქართულ ფეხბურთსაც და სხვა სფეროებსაც, აბა გადამთიელი არავინ ჩამოსულა. კიდევ ერთმა ღირსეულმა და კარგი ოჯახისშვილმა ისე ააშენა ქართული ფეხბურთი, ჰოლანდიაში 2 კლუბი დაითრია და ჰოლანდიურ ფეხბურთს აშენებს. მიდით ღირსეულებო, კიდევ ბევრია სახრავი, ალალი ყოფილა თქვენზე
გიორგი
15 აგვისტო 2019 22:43
6
ბატონო მამუკა,

თქვენი პოსტის ბოლო წინადადებით თქვენი როგორც მოხელის ავტორიტეტი 0-ს გაუტოლეთ!!! ხომ არ გავიწყდებათ ვის ხარჯზე იღებთ ხელფასს?! და კიდევ, მიუხედავად თქვენს მიერ ჩამოთვლილი სიკეთეებისა ხეჩიკაშვილი თავისი საბურთალოთი გახდა ქართული ფეხბურთის ერთი დიდი სირცხვილის შემოქმედი და ამას ვერც თქვენი და ვერც კიდევ 100 მისი ძმაკაცის ხოტბა ვერ გადაშლის.!
lagashi
15 აგვისტო 2019 17:53
1
ეხ მამუკააა ტელეკომპანია "ევრიკას" ეთერიდან რომ აკრიტიკებდი ფედერაციას ეგ დაგავიწყდა ხოოო ეხლა მანდ ხარ და საუცხოოდაა საქმე აწყობილი ხოოო? ხმას რომ არ იღებ და ხარ მანდ მოკალათებულიიი .... ასეა ასეეეე კი იტყვი არაო მაგრამ ფაქტიაააა :))))))))
გუჯა
15 აგვისტო 2019 23:50
4
ნუ აპრავებთ ამ კაცს, ჩვენ მოქალაქეები გიხდით ფულს და ჩვენა არ მოვითმენთ ამხელა სირცხვილს, გუშინ უდიდესი შეურაწყოფა მოგვაყენა საბურთალომ, მთელ ქვეყანას სულში ჩააფურთხეს და ამ სირცხვილს ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავენ.

ღირდა კი ის ფული იმად რა ფულზეც გაყიდეს სომხებზე თამაში?
ერთი ღირსება ვერ გაყიდეს, რადგან არ გააჩნიათ
gio
15 აგვისტო 2019 18:06
1
რამდენი წელის უკვე კვარაცხელია უეფას მედია ოფიცერია??? და სულ წინ-წინ მიდის ქართული ფეხბურთი!!! ამდენი დაპირება და დაფიცება და დაგინება არ გეყო? ვის სჯერა ამ კაცუნასი უკვე! შენი ძმაკაცი - ტარიელი ფულს თავისი ბიზნესიდან (რომლის წარმომავლობა მის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრობის ხანას უკავშირდება) კი არა იმ 800 ბავშვის მშობლებისგან იღებს ( ერთი თვე 100 ლარი ჯდება ბავშვის ვარჯიში) და მერე გროშებს უხდის მწვრთნელებს და პერსონალს და ნორმალურ სპეციალისტში ენანება გადახდა. ამიტომ კვარაცხელია, ძმაო, მოკეტე და შეირგე შენი უეფას სტატუსი, ქართული ფეხბურთის დასამარებაში მიგიძღვის ღვაწლი შენ, შენ "ძმაკაცს" და ფედერაციის პარლამენტის წევრებს!!!
tato
15 აგვისტო 2019 19:10
2
საბურთალო- ეს არის ნული, აი არაფერი, სამარცხვინო ხროვა არაფრისმაქნისი , ხალხის ფულზე წამომჯდარი მუქთახორები, ჩვენი ჯიბიდან ამოღებულს ჭამენ, და კიდევ ჩვენ გვარიგებენ ჭკუას ვის როგორ უნდა მოვექცეთ.

საუკეთესო პასუხი ამ სამარცხვინო გუნდისთვის იქნება საბურთალოს სრული იგნორირება, ვისაც თავმოყვარეობა გვაქვს, არ უნდა მივიდეთ ამ ვაი ფეხბურთელების თამაშზე, არანაირი მხარდაჭერა , არანაირი სტატია.

მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ -- ან არაფერს,
ხოდა ჩვენც ნუღარაფერს ვიტყვით
gio
15 აგვისტო 2019 18:15
1
რაო რაო 800 ბავშვს ავარჯიშებსოო ....ვითომ და უფულოოოდ ნეტავ ...?! ეგ მინისტრი არ იყო ...?! თუ სკლეროზი მაქვს ...?! ის 7 ბავშვი ღმერთმა გაუზარდოს და ღმერთმაც ისე ინებოს რომ მამას არ დაემსგავსოს და უკეთესნი აღზრდილიყვნენ ....რაც შეეხება 800 ბავშვს ....ჩემზე უკეთესად ეცოდინებათ აქ ბევრს რამდენი ღირს თითო ბავშვი თვეში და რამდენი ჯდება მაგათი “სბორები “ ...მე რაც მახსოვს ბოლოს 4-5 წლის წინ თვეში სულ მცირე 50 ლარი იყო და “სბორები “ 400 დან 800 ლარამდის ეგ სად რამდენი ღირდა ...ასე რომ გაამრავლეთ 800• 50 =40 000 ამას პლიუს 800• 400 =320 000 სბორების ....თუ არ ვცდები წელიწადში მინიმუმ 2 სბორებს გადიან ეგ 640000 ამას პლიუს წლიური გადასახადი 12•40000= 480000 ....ეს ფასები მინიმალური და თანაც 4-5 წლის წინ რომ იყო ......კორეკტივები შეიტანეთ ვისაც ახლა აქვს შეხება ....და გამოიტანეთ ყველამ დასკვნა და ამ ვაჟბატონმაც ( ეგ არ იყო 10-15 წლის უკან რომ ისტერიკებით რომ კიოდა ასე და ისე ხდებაო მომიშვით მე ვუშველი ქართულ ფეხბურთსო ...უშველა თავის თავს ოღონდ ) თავის. ძმაკაცთან ერთად და აღიარონ თუ ვინ ვის ფულსა ჭამს ....ამ ბავშვების ფული მისი ჯიბის ფული რატომ გონიათ და საერთოდ ვინმე რამეს აკონტროლებს ამ სფეროში ....?!კარგით მთავრობასთან ( ერთი მინისტრი იყო მეორე ფედერაციაშია) შეკრულნი არიან მაგრამ პატივცემულო ჟურნალისტებო თქვენაც ...?!?! აბა 10-15 წლის განმავლობაში ერთი სტატიაც არ მინახავს თუ სად როგორ იხარჯება ამ ბავშვების ფულები პლიუს სახელმწიფოს გამოყოფილი თანხები ბავშვებისთვის ...არა და ყველა მშობელს აქვს ეგ კითხვა ასევე ის პრეტენზიაც თუ როგორ ჩაგრავენ მათ შვილებს ვიღაც უნიჭო მაგრამ ეგრეთ წოდებულ “პატრონიანი” ბავშვების გამო ბატონო ჟურნალისტებო ნუთუ თქვენ არ გსმენიათ ეგეთი ისტორიები ...?!?! მე გეტყვით ოღონდ დაბალ დონეზე კი არა პირამიდის მწვერვალზე ეგ რომ არა რა უნდათ ნაკრებში ცხადაძეს არველაძეს კაჭარავას მე უმცროსებს ვგულიხსმობ ...წარმოიდგინეთ ამ დონეზე რა ხდება და ქვემოთ რა იქნებოდააა....?! სამაგიეროდ კარგად მახსოვს რამდენმა ჟურნალისტმა რამდენი სტატია დაწერა დინასტიების გაგრძელებაზე ...ასე რომ შეგიძლიათ დაბლოკოთ ეგ კომენტარი არავინმა არაფერი არ ვაკეთოთ მივიღოთ სირაქლემას პოზა და დაველოდოთ ახალი მესიის მიწაზე დაშვებას ჩვენ ხომ ყველა უფლის ნებით ვცხოვრობთ ...მაგრამ ყველას დაგვავიწდა ერთი უფლის ნება ...გაანძრიე ხელი და ნაშველები იქნებიო ...ასე რომ ყველაფერი ჩვენსვე ხელში არის !!!!!
ვაი შენს ...
15 აგვისტო 2019 19:07
2
მამუკა, აქამდე შენს მიმართ პატივისცემით ვიყავი განწყობილი და ქომაგებს თავს ნუ შეაძულებ! ჩვენ იმის გამო ვართ განრისხებულები, რომ ამ უთავმოყვარეო ხროვამ რომელთაც "საბურთალო"-ს ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ჰქვია, თავისი უჯიგრო ქმედებებით შეურაცხყოფილები დაგვტოვა! და ამ სირცხვილში მაგ შენი ძვირფასი ტარიელას "ღვაწლი" არანაკლებია, რადგან ასეთ უვარგისებსა და არაპროფესიონალებს ინახავს, მაშინ როდესაც 2-3 ტრასფერის გაკეთება მაინც შეეძლო გუნდის გასაძლიერებლად. მოკლედ, მაგას თუ კიდევ ნამუსი შერჩა, უმკაცრესად უნდა მოკითხოს ყველას ვინც ამ სიბინძურეში მონაწილეობდა! ესაა ჩვენი პასუხი
qomagi
15 აგვისტო 2019 18:04
2
შე უსირცხვილო, ჩემი და ჩემნაირების ჯიბიდან არ არის ამოღებული ის 250 მილიონი სახელმწიფო პროგრამა რომ ქვია და ჭამთ შენ და მთელი ფედერაცია. შედეგი კი ნულია? კიდევ ხმა გაქვთ ამოსაღები?
მამულო
15 აგვისტო 2019 18:04
2
მარტლმამდიდებელი კი არა ანტიქრისტეა...კლუბი საბურთალოც მისი მსგავსი. ჰა, კორუფციას ვერ შეეშვი მართლმადიდებელო, მიყიდე ერევანს თბილისი...შენ კიდევ პატივცემულო კვარაცხელიავ ხომ ხედავ ადამიანის ამოცნობა გიჭირს, ჰოდა, ძროხებს მიხედე....გამომივიდა აქ მორალისტი...
კარლ ჰაინც რუმენიგე
15 აგვისტო 2019 17:52
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული