მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

AutoSharing Option
უეფას მედიაოფიცერმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა მამუკა კვარაცხელიამ "ფეისბუქზე" თბილისის "საბურთალოს" პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

გთავაზობთ კვარაცხლიას პოსტს უცვლელად:

"ეს კაცი ჩემი ძმაკაცი ტარიელ ხეჩიკაშვილია, რომელმაც უამრავი დაუმსახურებელი კრიტიკა მიიღო გუშინ იმ ხალხისგან, ვისაც ფეხბურთი მარტო ნაკრებებისა და ევროთასების დროს ახსენდება... 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა:
1) ფკ საბურთალო 2003 წელს დაიშლებოდა...
2) სამედიცინოს სტადიონზე (ბენდელა) კორპუსები იდგებოდა...
3) გლდანის ოლიმპიურ ცენტრში ორი დიდი და ერთი პატარა სტადიონის ნაცვლად საკორპუსეთი გაჩნდებოდა...
4) ტარიელი თავისი ბიზნესიდან უხდის ხელფასს 50-მდე მწვრთნელს, ექიმს, აგრონომს, მასაჟისტს, დაცვის მუშაკს, კლუბის პერსონალს...
5) სწორედ ტარიელის დამსახურებით 800 ბავშვი დადის საბურთალოსა და გლდანში ფეხბურთზე და ქუჩაში არ დაყიალობს...
6) რა თქმა უნდა, წარუმატებლობაში ყველა დამნაშავეა, მაგრამ გუშინ სტადიონზე მსხდომო 12 000 მაყურებელო, როგორ გვაჯობა ქომაგობაში 50-მა სომეხმა ფანმა??????????????
7) 2003 წლიდან 45 დიდი (!!) მოედანი რომ გასხვისდა და გაიყიდა თბილისში, მაშინ სად იყავით? იცით, რომ ამის გამო თბილისში 10 000 ბავშვით შემცირდა ფეხბურთელთა რაოდენობა და 10 000 ნარკომანი მოემატა ქალაქს?
... ამიტომ ჯერ პირი გამოირეცხეთ და თქვენი ჯიბიდან ამოღებული ერთი ლარი მანახეთ ფეხბურთში ჩადებული!!!"

Sportall.Ge

"საბურთალო" 14 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიშით 0:2 დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდა. არადა, ქართულმა კლუბმა სტუმრად 2:1 მოიგო.

altდროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

altმსაჯს ბოთლი ესროლეს და... - ინციდენტი "საბურთალოს" მატჩზე [VIDEO]

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
ეხ ჩემო მამუკა,ღმერთმა კარგად ამყოფოს შვილები, ერთნი ვართ, მაგრამ მაგას ამ ყველაფერთან ნუ აიგივებ, თუ ბრძოლობს, წინასწარ წაგებულ სამარცხვინო ბრძოლაში აწი აღარ გამოგყვებით, იძახე მერე ფეოლა და მარიო ზაგალოსთან გვაქვს საქმეო, დაამთავრეთ მაგ საქციელით ყველაფერი და ნუღარ გვედიდგულებით,ღირსებას ნუ დაკარგავთ, მაგრამ გაქვთ კი????
ზაზა
15 აგვისტო 2019 23:19
3
ჩემი კომენტარი რატომღაც არ გამოქვეყნდა და ახლა მოკლედ დავწერ: კვარაცხელია სხვაგან ბანაობს და ძმაკაცის "სიწმინდეს" წარმოაჩენს მართლმადიდებლობით, მეცენატობით და მრავალშვილიანობით. ეს ყველაფერი კი არაფერ შუაშია გიშინდელ გაფარჩაკებასთან და გადაჭარბებულიც (მეცენატობა რომ არის ბისი საფეხბურთო ბიზნესში ყოფნა). და კიდევ ჩემს ჩადებულ ლარს რომ კითხულობ ფეხბურთში, მე გულშემატკივარი ვარ და თამაშის საყურებლად მინდა ფულის გადახდა - აი ეგ არის ყველაზე დიდი ინვესტიცია ფეხბურთში და მაგაზე დგას მთელი საფეხბურთო ინდუსტრია და ამ ჭაობის გამო რასაც ქართული ფეხბურთი ქვია ვერ ვახერხებ. ასე რომ მოეშვი ხეჩიკაშვილის საფეხბურთო ბიზნესის კრახის (მსუბუქად რომ ვთქვათ) გაპრავებას შეუსაბამო არგუმენტებით.
???
15 აგვისტო 2019 22:47
5
შე უსირცხვილო კაცო,ჩემი და ჩემისთანების ჯიბიდან ამოღებული Fული არ არის ის 250 მილიონი,ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების ფონდი რომ დაარქვა და შენ და შენი ძმაკაცები რომ მიირთმევთ?
mamulo
15 აგვისტო 2019 18:43
1
ჩვენი ფეხბურთი მოკვდა დიდი ხანია!!!რაგაც გამონატებები გვაქ ხანდახან ისიც ტუ ვინმე ნიჩიერი გამოანათებს!!! უაზრო ბაქი ბუქები.ტარიელმა ჯობია ეგ თანხა რასაც ამათ ახარჯებს ვიცი რო დიდი თანხა არა ნუ რაც არის.
რამდენი ობოლი ბავშვია საქართველოში იმათ მოახმაროს!!! ეს უკვე საშინელება უბრალოდ.აგარ ვიზახი ინგლისზე და ტოპ კვეყნების ჩემპიონატზე
ხორვატია ჩვენზე ნაკლებია და ტავს იკლავენ რო ტავის ხალხი და კვეყანა ასახელონ.ესენი საიდან მოვიდნენ ესეტითი უჯიგრობი!ის შეირიფიც შემთხვევით იყო დამიჯერეთ!!!
ქართველი
15 აგვისტო 2019 17:52
3
და სულ დაავიწყდა საიდან აქვს მაგ მართლმადიდებელ ხეჩიკაშვილს ფული? ქართველი ხალხის ფულიდან აქვს ყველაფერი. რეალურად ხალხმა გააკეთა ყველაფერი და არა ამ მართლმადიდებლობას ამოფარებულმა სატანამ
თემო
15 აგვისტო 2019 17:43
3
სტადიონები რომ გასხვისდა გულშემატკივრებმა გაასხვისეს? რას ქვია სად ვიყავით? არცერთ კლუბს სერიოზული პერსპექტივა არ აქვს რადგან ფეხბურთს როგორც ბიზნესს ისე უყურებთ და საიდან რა თანხა გამოიმუშაოთ და მერე შთანთქათ ისაა თქვენი საფიქრალი. ისე ვისაც გავლენიანი ,,ძმაკაცები'' არ ყავს მათმა ნიჭიერმა შვილებმა რა ქნან თორემ თქვენ რა გიჭირთ?
David
15 აგვისტო 2019 23:01
3
ფეხბურთი ბიზნესია მთელ მსოფლიოში და უნდა იყოს საქართველოშიც, უბრალოდ ყველა ბიზნესი განვითარებაზეა ორიენტირებული და საქმეც ისაა, რომ ეს განვითარება არ ჩანს ქართულ ფეხბურთში უკვე რამდენი წელია.
Gueta
15 აგვისტო 2019 23:54
1
რაც კარგი გაუკეთებია იმისთვი მადლობა,მაგრამ მაგ ჩამონათვალით თუ ცდილობ გუშინდელი მარცხის გამართლებას და იმის თქმას თუ ცდილობ მერე რა მოხდაო...არაფერიც არ მოხდა ..უბრალოდ საბურთალომ მთელი მისი შემადგენლობით ჩაისვარა და მეტი არაფერი
jaba
15 აგვისტო 2019 17:57
2
ეს ვინღაა :დდდდ რას წრიპინებს
თემო
15 აგვისტო 2019 17:41
1
კი რა თქმა უნდა მთლად შემთხვევით ავიდა კოეფიციენტი საბურთალოს მოგებაზე 1.85 დან 2.35 მდე. საინტერესოა ვის ეჯერა ასე დაჯერებით იმდენი თანხის დადება გუნდზე ვინც თავისზე ძლიერ გუნდს ეთამაშებოდა გასვლაზე თბილიში, სახლში წაგების შემდეგ? ასეთი სულში მოფურთხების შემდეგ თავს როგორღა აძლევს ვინმე ნებას რომ თავი იმართლოთ? ნამუსგარეცხილები ხართ ყველანი, მთელი საბურთალოს შტაბი თავის შემადგენლობით. მოღალატეები, არაკაცები და ქართველობაზე საერთოდ რა პრეტენზია უნდა გქონდეთ თქვე მოღალატეებო. ვერ გეყოთ აზროვნება ასეთი უსინდისობა როგორ გვეტკინებოდა? წაგეგოთ შემდეგ დუნდელაჟთან 0-20 სახლში და ვიტყოდით რომ უბრალოდ კაპიკების ხამები ხართ. ახლა რა ისე აშენდით რომ ასე მოგვაფურთხეთ სულში?
Geo_Dinamo
15 აგვისტო 2019 19:11
2
არარატ არმენია ერთი ჩვეულებრივი სუსტი გუნდია,ვარსკვლავების გარეშე,ასეთი გუნდები საქართველოს მეორე ლიგაში ბლომად არიან,ამიტომ საბურთალოს მასთან არ უნდა წაეგო,თუმცა რა იცი ბურთი მრგვალია,ისე რაღაც,ა,ვითომ?თუ ვცდები?რა ვიცი,რა ვიცი,მეორე მე მელაპარაკება და იმის აზრს მოგახსენებთ.
ზასტაველი
15 აგვისტო 2019 18:18
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული