მათ რომ ასე ვუწოდო, მართებული იქნება? - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკოსების კრიტიკას უპასუხა

AutoSharing Option
"არარატ არმენიასთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" მარცხმა გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ამ სამწუხარო ფაქტს პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილმა და ანა დოლიძემ დააფიქსირეს.

მათ პასუხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ "ფეისბუქით" გასცა:

"გამარჯობა. "საბურთალოს" გუშინდელი თამაშის შემდეგ ბევრი მოსაზრება წავიკითხე ზოგადად ფეხბურთის შესახებ საქართველოში, თუმცა, მათ შორის, ყველაზე მეტად მინდა ალეკო ელისაშვილისა და ანა დოლიძის განცხადებებს გამოვეხმაურო.

ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili

ხშირად ვაწყდებით რაგბისა და ფეხბურთის შედარებას, რაც კონტრპროდუქტიული ნაბიჯია ზოგადად
სპორტის პოპულარიზაციაში ჩვენს ქვეყანაში. უამრავი კომპლექსური მიზეზის გამო, არ შეიძლება სხვადასხვა სპორტის სახეობის ერთმანეთთან შედეგობრივი შედარება.

უფრო მეტიც, ძალიან დიდი უვიცობის გამოხატულებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სპორტსმენების თავდადებაზე ვსაუბრობთ.

არ არსებობს სპორტსმენი, რომელსაც სხვაზე ნაკლებად უნდა საკუთარი წარმატება და არც საბურთალოს ფეხბურთელები იყვნენ გუშინ გამონაკლისები - მათ ბოლომდე იბრძოლეს, ისევე, როგორც სომხური კლუბის ფეხბურთელებმა.

დღეს რაგბი, ფეხბურთი და სპორტის ნებისმიერი სხვა სახეობა არა ერთმანეთს, არამედ მოზარდთა არააქტიურ ცხოვრების წესს უნდა ებრძოლოს.

ანა დოლიძე Anna Dolidze

თქვენ პოსტში ახსენეთ მონაცემები ფეხბურთის განვითარების ფონდის პროგრამიდან და აღნიშნეთ, რომ ქართული ფეხბურთი არის ჩაძირული კორუფციასა და ნეპოტიზმში.

ფეხბურთის განვითარების პროგრამის ნაწილზე, მათ შორის, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე, შემიძლია ღიად გესაუბროთ ნებისმიერ, თქვენთვის მისაღებ ფორმატში და დაგარწმუნოთ საპირისპიროში.

რაც შეეხება "ჩაძირვის" ნაწილს, წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე არაკეთილსინდისიერი იურისტის მაგალითზე, თქვენ და თქვენს სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანს ვუწოდო კორუმპირებული და ნეპოტიზმში ჩაფლული. მართებული იქნება?"

მკითხველის კომენტარები / 8 /
შენ ბიძია სხვა პლანეტაზე ცხოვრობ რამდენი მოზარდი დადის ფეხბურთზე ეგ მაინც თუ იცით ფედერაციაში თუნდაც ელიტ ლიგა რო ტარდება მოზარდებში როგორც თქვენ იძახით იქ მშობელს 100 ლარს ახდევინებთ მონაწილეობისთვის და ფულს კი გუნდებს ურიცხავთ რომლებიც საზიზღარ ფეხბურთ თამაშობენ. ადმინ ნუ ბლიკავთ მესიჯებს სიმართლე ეგებ ესე გაიგონ მაგ უცხოპლანეტელებმა
რა გვეშველება
02:13 16-08-2019
5
ვის რა უნდა აუხსნა შე მართლა უვიცო, ჩადი თბილისის იქეთ სხვა ქალაქებში და არა რეგიონში როგორც თქვენ უწოდებთ დანარჩენ საქართველოს. კერძოდ ქუთაისში და ნახავთ ბავშვები სად ვარჯიშობენ, როგორ სტადიონებზე, ვინ არიან მწვრთნელები და მერე მიხვდები რატომ გვაქვს ეს შედეგი.

სახლს როდესაც აშენებენ ჯერ ფუნდამენტი იჭრება და თან საკმაოდ ძლიერი, რომ მერე ბევრ სართულს გაუძლოს. ქუთაისიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან თუ არ წამოვიდა თაობები მარტო თბილისის ჩემპიონატი შედეგს ვერ დებს ხომ ხედავთ ამას ??? ტორპედო რომ დაიშალა ფედერაციამ გააკეთა ამის შესაჩერებლად რამე ?

კიდე გამოდიხართ და რაღაცეებს გვიხსნით აქ
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული