სატელევიზიო სპორტული არხი "სეტანტა" გაქართულდა

AutoSharing Option
თითოეული ჩვენგანი იცნობს სატელევიზიო არხებს - "სეტანტა სპორტსა" და "სეტანტა სპორტ პლუსს". 1990 წელს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაფუძნებული არხი დღეს მაუწყებლობს კანადაში, ავსტრალიაში, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, ხოლო 2012 წლიდან რუსულ ენაზე და ბოლო წლებში საქართველოშიც პოპულარული გახდა.

არხს ბევრი მაყურებელი იმიტომაც ჰყავს, რომ 24-საათიან რეჟიმშია ხელმისაწვდომი, პირდაპირი რეპორტაჟების გარდა, აჩვენებს დოკუმენტურ ფილმებს გამორჩეულ ფეხბურთელებზე და უბრალოდ, საინტერესო ფილმებს ამ სახეობაზე...

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ საქართველოში არსებული ინტერესი გაითვალისწინა და გადაწყვიტა, რომ ჩვენთან არხები გაექართულებინა. ეს გუშინ სასტუმრო Rooms-ში Setanta Sports Eurasia-ს
საოპერაციო დირექტორმა ალან ჰილანდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ქართველ პარტნიორებთან - კოტე ჯორბენაძესა და ლევან მაჭავარიანთან ერთად გამართა. სპორტის ქართველი მოყვარულებისთვის სპორტული არხი იმაუწყებლებს, როგორც "სეტანტა საქართველო" და "სეტანტა საქართველო +".

ადრეც ვწერდით, რომ არხზე იმუშავებენ დიმა ობოლაძე, ახლა უკვე ცნობილი მსახიობი ნოდარ სიმსივე, ხოლო სარაგბო რეპორტაჟებს ნიაზ მამრიკიშვილი გაუძღვება.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები - კახა ჭუმბურიძე და ნიკა ჯღარკავა, რაგბის კავშირის წარმომადგენლები.

სავარაუდოდ, გაქართულებულ "სეტანტას" ეთერში დეკემბერშივე ვიხილავთ და ქართულად ყველა ნაყიდი პროდუქტი გადაიცემა. თავიდან ის "მაგთის"  IP და თანამგზავრული ტელევიზიის მაყურებელს მიეწოდება, საბოლოოდ კი განვრცობას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავენ.

რაც მთავარია, არხის ხელმძღვანელებს გეგმაში საქართველოს სპორტული მოვლენების გაშუქებაც აქვთ, რაც ნამდვილად არ გვაწყენდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოს ჩემპიონატის მატჩებსაც თუ გაუშვებენ მშვენიერი იქნება ფედერაციასაც აღარ მოუწევს ზეედმეტი არხის გაკეთება
svan
13:56 09-12-2016
0
რა ეგირება ფასი
ლევანი
13:23 09-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული