ტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" საშინაო მარცხმა (0:2) გულშემტკივრების უმაყოფილება და აგრესია გამოიწვია.

ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" (გადაცემაში "სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად") ისაუბრა.

"ყველა გულშემატკივარს იმედის გაცრუებისთვის მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებია. თუმცა, დღევანდელი დღე კიდევ უარესი იყო, როდესაც ვნახე კომენტარები.

ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საშინელი შედეგი იყო. ნამდვილად არ ჰქონდა გუნდს უფლება, ეს ნდობა არ გაემართლებინა, შოკში ვართ. კიდევ უფრო
შოკირებულნი ვართ იმის გამო, რომ კლუბის წესიერებაზე ათასი მითქმა-მოთქმაა.

კრიტიკას, რა თქმა უნდა, მივიღებ. წარმოჩინდა ის სირთულეები, რაც არის ქართულ ფეხბურთში და კერძოდ, ჩვენს კლუბში. აუცილებელია, სწორი დასკვნები გაკეთდეს, რათა შემდგომში ეს არ განმეორდეს.

ის ადამიანები, რომლებიც თამაშის გარიგებაში ბრალს მდებენ, ამას დასაშვებად მიიჩნევენ.

მინდა, მცირე ექსკურსი გავაკეთო. ჩვენ ამ კლუბში დანიშნულნი არ ვართ, აქ ფულის საკეთებლად არ მოვსულვართ. მეორე ათეული წელია ჩემს პარტნიორებთან ერთად ვანხორციელებ ინვესტიციებს. ეს კლუბი ნულიდან შევქმენით.

როგორც ვენახს აშენებს კაცი, ისე ავაშენეთ, საკუთარი შვილივით ვუვლიდით და როგორ წარმოგიდგენიათ, ის ერთგულება, ის სიყვარული, რომელიც დავინახეთ ჩვენი გულშემატკივრებისგან, ვინმე ამ კაპიტალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა?

ამად გვიღირდა ეს ლანძღვა-გინება? ერთ მხარეს არის შეურაცხყოფა და მეორე მხარეს ხალხის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა. პრაგმტულადაც რომ მივუდგეთ, აქეთ არის წახალისება უეფასგან, თან ამ ფეხბურთელების ფასი, რომლებიც შემდეგ ეტაპზე თავს წარმოაჩენდნენ, 20-ჯერ მეტი იქნებოდა და ეს ქართულ ფეხბურთსაც წაადგებოდა და ჩვენს კლუბსაც.

რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა აზრად, თავისი 20 წლის შრომა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ერთ დღეში ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. ვინ გარისკავდა?

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით, რომ ხვალ ოფიციალურად მივმართავთ უეფას შესაბამის ორგანოებს, რათა დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა, მისი წყარო მოიძიონ და თუ რამე საეჭვოა, ყველაფერზე გავცემ პასუხს. მათ აქვთ ამის კომპეტენცია, როგორ წესი, თვითონ სწავლობენ ასეთ საკითხებს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ყველაფერს მოველოდით, ამ შედეგის გარდა. ხვალ გვაქვს შეკრება და ყველა დონეზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ხალხს ამდენი ტკივილი მოვუტანეთ. მრცხვენია უბრალოდ, რომ თბილისში სამი თამაში გვქონდა და ვერ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი.

ვერასოდეს ვერ დავივიწყებ ზაგრების "დინამოსთან" წვიმიან მატჩში  ქომაგობას. ჩვენ გულშემატკივრებთან ვალში ვართ და საჭიროა, ყველამ სათანადო დასკვნა გამოვიტანოთ.

ცვლილებები, ალბათ, შეეხება ყველა დონეს. ისეთმა ხალხმა შეიძლება გლანძღოს, რომელთაც ფეხბურთთან საერთოდ შეხება არა აქვს და ზოგი ისეთ რამეში გდებს ბრალს, გული გაგისკდება. მეც უნდა გავაანალიზო, რა გზით წავალთ.

ამ თამაშმა ძალიან ბევრი პრობლემა გამოააშკარავა. ეროვნული ჩემპიონატის მოგება საკმარისი არ არის. შეიძლება ასეთი სირცხვილი ვჭამოთ. მე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ - ეს იყო სამარცხვინო შედეგი. ამ ვალის გადახდა გულშემატკივრებისთვის დიდხანს მოგვიწევს, რათა ისევ ის ნდობა და სიყვარული დავიმსახუროთ".

altუკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altმამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

მკითხველის კომენტარები / 104 /
რაო კაცო ფულის საკეთებლად არ ვართ მოსულიო?მით უარესი მაშინ ყველა ნორმალური კლუბის მფლობელი ფულს აკეთებს, მაგრამ არა ისე როგორც შენ წარმოგიდგენია. ფული თუ არ გააკეთე, მაშინ ხელფასს როგორ მისცემ ფეხბურთელებს? ეს კაცი გვეკაიფება აქ. ფაქტი ისაა რომ დაუსჯელობის სინდრომი სუფევს ქვეყანაში.
დავით 67
03:19 16-08-2019
6
კაი რაა დაშალე ეგ მარაზმი გუნდი და დაგვასვენე ჩვენ რაღას გვიშლი ნერვებს ??
iura
03:47 16-08-2019
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული