ტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" საშინაო მარცხმა (0:2) გულშემტკივრების უმაყოფილება და აგრესია გამოიწვია.

ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" (გადაცემაში "სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად") ისაუბრა.

"ყველა გულშემატკივარს იმედის გაცრუებისთვის მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებია. თუმცა, დღევანდელი დღე კიდევ უარესი იყო, როდესაც ვნახე კომენტარები.

ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საშინელი შედეგი იყო. ნამდვილად არ ჰქონდა გუნდს უფლება, ეს ნდობა არ გაემართლებინა, შოკში ვართ. კიდევ უფრო
შოკირებულნი ვართ იმის გამო, რომ კლუბის წესიერებაზე ათასი მითქმა-მოთქმაა.

კრიტიკას, რა თქმა უნდა, მივიღებ. წარმოჩინდა ის სირთულეები, რაც არის ქართულ ფეხბურთში და კერძოდ, ჩვენს კლუბში. აუცილებელია, სწორი დასკვნები გაკეთდეს, რათა შემდგომში ეს არ განმეორდეს.

ის ადამიანები, რომლებიც თამაშის გარიგებაში ბრალს მდებენ, ამას დასაშვებად მიიჩნევენ.

მინდა, მცირე ექსკურსი გავაკეთო. ჩვენ ამ კლუბში დანიშნულნი არ ვართ, აქ ფულის საკეთებლად არ მოვსულვართ. მეორე ათეული წელია ჩემს პარტნიორებთან ერთად ვანხორციელებ ინვესტიციებს. ეს კლუბი ნულიდან შევქმენით.

როგორც ვენახს აშენებს კაცი, ისე ავაშენეთ, საკუთარი შვილივით ვუვლიდით და როგორ წარმოგიდგენიათ, ის ერთგულება, ის სიყვარული, რომელიც დავინახეთ ჩვენი გულშემატკივრებისგან, ვინმე ამ კაპიტალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა?

ამად გვიღირდა ეს ლანძღვა-გინება? ერთ მხარეს არის შეურაცხყოფა და მეორე მხარეს ხალხის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა. პრაგმტულადაც რომ მივუდგეთ, აქეთ არის წახალისება უეფასგან, თან ამ ფეხბურთელების ფასი, რომლებიც შემდეგ ეტაპზე თავს წარმოაჩენდნენ, 20-ჯერ მეტი იქნებოდა და ეს ქართულ ფეხბურთსაც წაადგებოდა და ჩვენს კლუბსაც.

რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა აზრად, თავისი 20 წლის შრომა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ერთ დღეში ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. ვინ გარისკავდა?

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით, რომ ხვალ ოფიციალურად მივმართავთ უეფას შესაბამის ორგანოებს, რათა დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა, მისი წყარო მოიძიონ და თუ რამე საეჭვოა, ყველაფერზე გავცემ პასუხს. მათ აქვთ ამის კომპეტენცია, როგორ წესი, თვითონ სწავლობენ ასეთ საკითხებს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ყველაფერს მოველოდით, ამ შედეგის გარდა. ხვალ გვაქვს შეკრება და ყველა დონეზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ხალხს ამდენი ტკივილი მოვუტანეთ. მრცხვენია უბრალოდ, რომ თბილისში სამი თამაში გვქონდა და ვერ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი.

ვერასოდეს ვერ დავივიწყებ ზაგრების "დინამოსთან" წვიმიან მატჩში  ქომაგობას. ჩვენ გულშემატკივრებთან ვალში ვართ და საჭიროა, ყველამ სათანადო დასკვნა გამოვიტანოთ.

ცვლილებები, ალბათ, შეეხება ყველა დონეს. ისეთმა ხალხმა შეიძლება გლანძღოს, რომელთაც ფეხბურთთან საერთოდ შეხება არა აქვს და ზოგი ისეთ რამეში გდებს ბრალს, გული გაგისკდება. მეც უნდა გავაანალიზო, რა გზით წავალთ.

ამ თამაშმა ძალიან ბევრი პრობლემა გამოააშკარავა. ეროვნული ჩემპიონატის მოგება საკმარისი არ არის. შეიძლება ასეთი სირცხვილი ვჭამოთ. მე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ - ეს იყო სამარცხვინო შედეგი. ამ ვალის გადახდა გულშემატკივრებისთვის დიდხანს მოგვიწევს, რათა ისევ ის ნდობა და სიყვარული დავიმსახუროთ".

altუკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altმამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

მკითხველის კომენტარები / 104 /
ხალხო, რა მოგივიდათ, როგორ ყველა საკუთარი ინტერესების გამყიდველი ანუ სულელი გგონიათ??!! რა თამაშის გაყიდვაზე ლაპარაკობთ გამუდმებით?! უკვე ამოვიდა ყელში ეს სულელური ბრალდებები!
aburjga
16 აგვისტო 2019 10:50
31
მართლა უაზროდ წერ აქ რაღაცეებს,რაც საბურთალომ ითამაშა ეს იყო საეჭვო თამაში,ასეთ გოლებს საბურთალო არ უშვებს ხოლმე,კოხრეიძემ და რეხვომ აშკარად საეჭვოდ ითამაშეს...
ასევე
16 აგვისტო 2019 14:06
2
ის მოუვიდათ რომ ადვილია ესე მარცხის 'ახსნა'! სინამდვილეში საკუთარი გამწარების სხვაზე გადაბრალებაა. თავის შეწუხება პერსონალურად შეიძლება ითქვას ჩვენში არავის უნდა, სულ სხვისკენ აქვთ გაშვერილი თითი, სპორტშიც და მის გარეთ. ცოდნა, პასუხისმგებლობა, შრომა, პროფესიული დახელოვნება, საქმის კეთება თავის შეწუხების გარეშე არ გამოდის, ჰოდა, ეგრე გვგონია რომ მაგ ყველაფრის მოპოვება სულ სხვისი საქმე და პასუხისმგებლობაა, არა 'ჩემი'. ესაა ჩვენებურების დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ და რაღა სპორტში იქნება განსხვავებული სიტუაცია. ამბიციები მოჭარბებულად გვქვს, მათი ასრულებისთვის კი სხვამ უნდა იზრუნოს არა პერსონალურად ჩვენ. საიდან იქნება კარგი შედეგები? ვერ იქნება. ამიტომაც გაცრუებული ამბიციებისგან გამწარებულები სხვებისკენ ვიშვერთ თითს და ვილანძღებით. ან კიდევ რა აიჩემეს ეს 'ისტორიული მეტოქე' თუ რაღაც მსგავსი რამეების ძახილი მაინც და მაინც სომხებზე? წადი რა მიღწევებში მართლა მოწინავე ერებს შეეჯიბრე, რომლებსაც თავისთვისაც რაღაც შეუქმნიათ და სხვებისთვისაც, თუნდაც მაგალითად, ფეხბურთი, რის გამოც ეს აყალ მაყალი და ისტერიკაა ატეხილი, რა, ვინ შექმნა იქნებ ქართველებმა ან სომხებმა? რაღა ეს ჩვენნაირად დაქცეული თუ უარეს დღეში მყოფი ხალხი აირჩია ზოგიერთმა საკუთარი წარმატების საზომად--აქაც იადვილებენ საქმეს, არა? აბა, ინგლისელებს ამბიციების დაკამაყოფილებისთვის როგორ გაეჯობრებიან, თავიდანვე 'იასნია'! მაგრამ ვისაც შეეჯიბრები სწორედ იმის დონეს გაუტოლდები, უკეთესისას არა. საიტზე ერთი 12 წლის მოზარდის კომენტარი ვნახე, სხვათაშორის გაცილებით მშვიდი და საღი ვიდრე 'უფროსი' უმრავლესობის, და რა მაგალითს აძლევენ მოზარდებს რომელებიც აქ შემოდიან და კომენტარებსაც ეცნობიან--რას ისწავლიან, იგივე გააგრძელონ?
გიორგი
16 აგვისტო 2019 12:17
2
ნუ გვაბოლებთ, ანალიზის გაკეთების უნარი ხალხსაც გვაქვს.
შერიფთან მოვიგეთ 0:3 გასვლა და წავაგეთ 1:3 სახლში. საეჭვოა, მაგრამ კაი ერთხელ გასაგებია, შეიძლება თქვა გამოუცდილებლობით დაემართათ.
ზაგრების დინამოსთან თამაშზე არაფერს ვიტყვი, გულშემატკივარი მაგ თამაშებში მოგებას არც მოითხოვდა, უბრალოდ მოითხოვდა , რომ ბოლომდე გვებრძოლა და გვეთამაშა და რა შედეგიც დაიდებოდა კანონზომიერი იქნებოდა (თავს ზევით ძალა არ არის)
არარატთან გასვლას იგებ 2:1 და შინ აგებ 0:2 (თან რა პენალტი აიკიდეს), ესეც გამოუცდელობაა? ზედიზედ მეორედ სამ თამაშში.

გონივრული ეჭვი გაუჩნდება ხალხს, რომ გაყიდულია თამაში. თან წინა დღეს საიტებზე ჩნდება ინფორმაცია კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებების შესახებ.


მოკლედ შედეგებიდან, და თამაშის ხარისხიდან გამომდინარე ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება:

ან ყიდის ეს გუნდი თამაშებს, ან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ ფეხბურთელებს. ვერ ახერხებენ შინ თამაშს. ამ შემთხვევაში ვინცაა ფეხბურთელების ამ კომპონენტზე მუშაობაში პასუხისმგებელი აუცილებლად უნდა შეიცვლოს. მთავარ მწვრთნელთან გასაუბრებაც არ გაწყენდათ.
gio
16 აგვისტო 2019 10:47
2
თქვენ გეტყობათ კარგი ადამინი ხართ,მაგრამ ესენი ხომ ჩვენ არარობათ გვთვლიან და სულში გვაფურთხებენ.
ერთი დამანახა ხეჩიკაშვილი და მისი ხროვა სუფრასთან მიმსხდარი როგორ იტყვიან საქართველოსა და ქართველი კაცის გამარჯვების სადღეგრძელოს.
გიოშა
16 აგვისტო 2019 15:31
1
ხოდა ინვესტიცია ამოიღე სამმაგად უკვე, რამდენად გაურიგდი იმ სომეხს? იმან გაჯობა ჭკუით მძორო
იმერელი
16 აგვისტო 2019 10:39
2
თავიდანვე დაიგეგმა და შეთანხმდა ყველაფერი ორივე გუნდის მიერ.ძალინ დიდი ფულის თაღლითურად მითვისებასთან გვაქვს საქმე მეგობარო!!!
გიოშა
16 აგვისტო 2019 18:30
0
ხაჩიკას გაუჭირდებოდა სომეხთან გარიგება?
livepool
16 აგვისტო 2019 12:06
1
ჩაქოლვა კი არა დასაჭერი ხართ შენ, კობიაშვილი და მთელი მუქთახორა მაფია! რაში დახარჯეთ 250 მილიონი ლარი?! რატომ ყიდის თამაშებს?! ჩვენზე ბანძი ჩემპიონატი მხოლოდ სამოყვარულო ლიგებია და თქვენს ხელში აზრი? რომ გახეხავთ 10 წელს, მერე სხვებს შეეშინდებათ და პატიოსნად იმუშავებენ და ითამაშებენ
ვახო
16 აგვისტო 2019 10:38
3
ხალხო,ეს კაცი ისევ გვაბოლებს! წლევანდელ ევროტურნირებში საბურთალოს ყველა თამაშში ფოკუზი გააკეთეს!!! შერიფთან და არარატ არმენიასთან ჩატარებული მატჩები წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული!!! თბილისური და ზაგრებული პირველ ტაიმებში საბურთალოს ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები კარგი თამაში კი ჩვენითვის თვალის ახვევის მიზნით მოეწყო!!! პორტუ და სელტიკი რომ იმაიმუნებს,ამხელა ისტორიის და ტიტულის მქონე კლუბები რა გასაკვირია,რომ საბურთალომ იმაიმუნოს?
ცივი გონებით და არა გულშემტკივრის პოზიციიდან შეხედეთ მომხდარს!!! დაუკვირდით! ისე გათავხედნენ ყველა დაპირისპირებას ერთნაირი სცენარით ამთავრებენ!!!
როდემდე უნდა გვაბოთაონ...??? საფეხბურთო მაფიის მიერ ზღაპრული ოდენობის თანხის მოგებაბასთან გვაქვს საქმე! მთელი მსოფლიო უნდა გამოვიდეს მათ წინააღმდეგ საბრძოლველათ!
გიოშა
16 აგვისტო 2019 10:29
7
დიზლაიკებს წერენ ტოტალიზატორების მფლობელები და ფეხბურთთან დაკავშირებული პირები!!!

შეცდომაში არავინ შეგიყვანოს საქართველო!!!
გიოშა
16 აგვისტო 2019 10:59
5
ზღაპრები მოუყევი ოჯახში ბავშვებს.. რეალურ თამაშს კი ყველამ ვუყურეთ.. მოედანზე რამოდენიმე ფეხბურთელი თავის გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა.. ვინმეს შეიძლება სხვა ქვეყანაში გაუკვირდეს მაგრამ ჩვენ ასეთ თამაშებს მიჩვეული ვართ..
გრიშო
16 აგვისტო 2019 10:21
5
სართოდ შევეშვათ თამაშის გარიგების თემას. ვთქვათ, რომ ეს გამორიცხულია. სუფთა სპორტული პრინციპებიდან გამომდინარე რომ მივუდგეთ, მაშინაც კი გასაგები უნდა იყოს გულშემატკივრის რეაქცია იმ სამარცხვინო შედეგზე რაც მივიღეთ. და საერთოდ ყველა შედარებით შეძლებული ქართული კლუბის ხელმძღვანელმა უნდა შეიგნოს, რომ თუ იმის რესურსი არ გააჩნია ევროტურნირებზე თუნდაც 2 ეტაპი გადალახოს და შინაურ კედლებში თუნდაც 2 მატჩი მოიგოს, მაშინ ნუ ისახავენ მიზნად საქართველოს ჩემპიონობას და საპრიზო ადგილებს! წლებია ასე გრძელდება. არ უნდა იყოს მათთვის მთავარი მიზანი ჩემპიონობა და თასი. ეროვნული ლიგისა და თასის მოგება რჩება კლუბისა და ფეხბურტელებისათვის ინდივიდუალურ მიღწევად, შემდეგ კი ეს კლუბები უკვე ქვეყნის სახელით გამოდიან ევროპის თასებზე. ასეთ დროს უკვე მთელი ერი მათ გულშემატკივრობს. ჰოდა თუ კი გუნდის ისეთ დონეზე გაძლიერება არ შეგეძლებათ რომ არ "ჩაისვაროთ" ქვეყნის დროშის ქვეშ, საერთოდ ნუ გაიქაჩებით საპრიზო ადგილებისათვის.
ანესთეზეოლოგი & Commentat 2
16 აგვისტო 2019 10:18
3
რას ვიწყებდი ისევ გულშამიტკივრობას, გულისგასახეთქად? მიტოვებული მქონდა 20 წელია.
g55
16 აგვისტო 2019 10:08
5
კარგი ეხლა ხაჩიკ! ფიზიანომიაზე გაწერია ვინც ხარ და რაც ხარ. მაგ ზღაპრებით ვერავის დააბოლებ.
ირაკლი
16 აგვისტო 2019 09:47
2
ხაჩიკიანმა გაუგორა ბურთი თავისიანებს .
dato
16 აგვისტო 2019 12:27
1
წესიერი კაცია, ნუ ლანძღავთ.
Merlo
16 აგვისტო 2019 09:46
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული