რომან ფიფია: როტერდამში მსაჯმა გადაწყვიტა ყველაფერი - მომავალ წელს დაგანახებთ, როგორი გუნდი გვეყოლება!

AutoSharing Option
"ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მესამე ეტაპის განმეორებითი მატჩის (1:1) შემდეგ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ფაქტობრივად, პირველი შეხვედრის დროს მსაჯმა გადაწყვიტა წყვილში გამარჯვებულის ვინაობა. კიდევ უფრო დიდი უბედურება ის იყო, რომ დღეს "დინამოს" სტადიონი ცარიელი გახლდათ. ხალხმა ვერ ნახა ის, რასაც ამდენი ხანი ელოდა.

ერთი უბედურება მეორეს დაემატა, 4 ფეხბურთელი ავად არის და თამაში არ შეეძლოთ. ამიტომ, ასეთ სიტუაციაში მე ბიჭებს მადლობა გადავუხადე ვაჟკაცური თამაშის გამო, ხომ დაინახეთ, 3 გოლის გატანა შეგვეძლო.

რაღაცები კიდევ უნდა ვისწავლოთ, თავი მოვთოკოთ,
არასაჭირო დროს ყვითელი ბარათები არ მივიღოთ და თუ დეტალებს გავითვალისწინებთ, მოვიგებთ კიდეც. თუმცა, როგორც ხედავთ, ფეხბურთის თამაში უკვე ვისწავლეთ და მომავალ წელს უკვე უფრო წინ უნდა წავიწიოთ.

კენჭისყრაზე ვერაფერს ვიტყვი, ყველამ ნახეთ, როგორი თამაში იყო როტერდამში. იმ მიმდინარეობით, რაც შეხვედრის მე-80 წუთამდე იყო, ალბათ 0:1 წავაგებდით; შეიძლებოდა ანგარიში გაგვეთანაბრებინა კიდეც, თუმცა მაქსიმუმ 0:2 წაგვეგო. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, მსაჯს ყველაფერი რომ არ გაეფუჭებინა.

მთავარია, ყველა ისე მოიქცეს, როგორც ჩვენს გუნდს შეეფერება. ჩვენ კარგი კლუბი გვყავს, წლის ბოლოს კიდევ უფრო გავძლიერდებით და მომავალ წელს დაგანახებთ, თუ როგორი გუნდი გვეყოლება!

პირობას ვაძლევ გულშემატკივრებს, რომ ბირთვსაც შევინარჩუნებთ და გავძლიერდებით კიდეც იმ პოზიციებზე, რომლებიც "გვტკივა". ეს უფრო დაცვას ეხება, თუმცა შეტევაში მომატებაზეც არ ვიტყვით უარს.

ლევან შენგელიას უნდა წასვლა, თუმცა არც დარჩენას გამორიცხავს. ამიტომ, ზუსტად ვერაფერს გეტყვით. შეთანხმებულები ვართ, რომ ერთმანეთის გარეშე გადაწყვეტილებას არ მივიღებთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".

მკითხველის კომენტარები / 53 /
ტორპედოს აგარყავს კაი ფეხბურთელი და როგორ გაძლიერდები?რანაირად?:)
ბათუმი
16 აგვისტო 2019 10:09
4
ხოო მაგარი გუნდი გეყოლება, ყოველ წელს საახალწლო გოჭებივით, რომ ყიდი ფეხბურთელებს. შენს ხელში არაფერი ეშველება, ყოველ წელს ასე იქადნი. ბატეს, ყარაბაღის, ასტანას დონეზეც კი არ არის დინამო, აი შენმა მმართველობამ სანამდე მიიყვანა ქართული ფეხბურთის ბრენდი. მსაჯს რომ დააბრალებ, ჯერ შენ უდისციპლინო ფეხბურთელებს მიხედე, ბათუმთან, ქუთაისთან რომ გასდით, იქ ეს არ მუშაობს. ეს კი ფედერაციის ბრალიცაა, რადგან ეს ქართული მსაჯთა კორპუსის მდაბალ დონეზე მიანიშნებს. ამდენი ყვითელი-წითელი რაც ქართულმა გუნდებმა აიკიდეს, მთელინ სეზონის განმავლობაში არ აგროვებენ ნორმალური გუნდები. ხომ არ გონია, აქ ფეინოორდმა ბურთი რომ გაგიგორა და ფრეზე გეთამაშა, ამით რაიმე დონეზე შეიძლება ლაპარაკი. თუმცა რა უნდა თქვა, როცა კომენტატორი ამბობს, ცარიელ ტრიბუნებზე: დინამოსთვის ასეთი გარემო უცხო არ არის, ეს ფეინოორდისათვის უნდა იყოს უჩვეულო. ამას რომ კომენტატორი იტყვის, საკუთარ ქალაქში მოთამაშე გუნდზე, თუმცა სიმართლისაგან შორს არ არის. მართალია ჩვენთან გულშემატკივრობის კულტურა დაბალია, მაგრამ რაც ამ ევრო ტურნირებში ნახა გულშემატკივარმა (საბურთალომ დააგვირგვინა და თუ უკრაინული საიტის ინფორმაცია რაიმე სიმართლეს შეიცავს, მაშინ ფედერაციანად უნდა დაახვევინო)მერე როგორ გინდა მოიყვანო ის სტადიონზე. ამასაც მუშაობა უნდა, ორგანიზება, რეკლამა (ეს ბობოლები ზაფხულში მოსამზადებელ პერიოდში აზიაში, ამერიკაში რომ გარბიან, რა ინგლისში, ესპანეთში ნაკლები პირობებია თუ ფანები აკლიათ ლივერპულს ან რეალს? მაგრამ ეს ამავე დროს ბიზნესია, სულ ზედაპირზე უნდა იყო, თორემ ჩაგყლაპავენ) ეს კი ესმის მაგალითად ფიფიას და დინამოს მენეჯმენტს?!
ანდრო
16 აგვისტო 2019 10:05
3
ზედმეტად ბევრი, არასამართლიანი ყვითელი ბარათები დაარიგეს მსაჯებმა ქართული გუნდების საზიანოდ! ობიექტურად 3 ჯერ ნაკლები გვეკუთნოდა!
aburjga
16 აგვისტო 2019 10:44
7
მსაჯი რომ არ იყოს, შეიძლება მოვიგოთ. წესებით ითხოვენ თამაშს და ასე ძნელია მოგება
თამაზი
16 აგვისტო 2019 10:01
2
აფერისტ!!!
ირაკლი
16 აგვისტო 2019 09:51
2
რა და როგორი პროცესები მიმდინარეობს გუნდში არ ვიცი, მაგრამ ფაქტია დინამოს არ შეურცხვენია თავი ისე როგორც ეს საბურთალომ იკადრა... გასაძლიერებელი არის გუნდი და ეროვნული ლიგის დონე ასაწევი, რომ თანაბრად შევძლოთ ევროპულ გუნდებთან თამაში... (წელიწადში ერთხელ რომ ითამაშებ ისეთ ატმოსფეროში, როგორიც ფეინოორდის ტრიბუნებზე სუფევდა, რაზეა საუბარი)...დღეს მგონია რომ დინამო სწორ გზაზე დგას და აქ მოყვანილი კომენტარები უფრო ზოგადად ქართული გუნდების წარუმატებლობით ნერვებდაგლეჯილი და გულდაწყვეტილი ხალხის კომენტარებია... მათ შორის ჩემიც...
გიორგი
16 აგვისტო 2019 09:44
5
სუფთა ვოზდუხაა ეს კაცი.რაღა შენ და რაღა ოსტაპ ბენდერი ბარონ მიუნჰაზენს უკვე კაი ხანია გაასწარი
lado
16 აგვისტო 2019 09:41
1
ნამუსიც კაი საქონელია,მსაჯების ბრალი იყო არა კვახი..
ავთო
16 აგვისტო 2019 09:35
2
"მომავალ წელს დაგანახებთ როგორი გუნდი გვეყოლება" -შემდეგ წელს ამ რიცხვში დავწერ ფიფიას ნათქვამ ამ სიტყვებს. ტრადიციად ქცეული სიმღერა ჩაჯ-ლი ევროტურნირის შემდეგ
ალეკსანდრე
16 აგვისტო 2019 09:11
2
cadi brailiis mesame ligidan camoikvane pegburtelebi, rogorc doneckis chaxtarma gaaketa ise erti 7 brazilieki axlave unda ikido ro pormachi chexvden evroturnirebs, chen mainc gak puli, chasaprebuli ro ikavi torpedo rodis daichleboda ro camogekvana pegburtelebi, araxae martali magachi, cheni gundis gazliereba tu ginda sxva cheni kveknis gundis dakceva ki ar unda gixarodes ro ikneb rames gamovrcheo, cadi da sxva kveknebidan moikvane pegburtelebi.
KUTAISELI
16 აგვისტო 2019 09:05
0
ერთი სიმართლე გვითხარი, თუ შეძლებ - დინამოს მწვრთნელი გაირკვა რომელია?
kote
16 აგვისტო 2019 09:05
1

სიახლეები პოპულარული