რომან ფიფია: როტერდამში მსაჯმა გადაწყვიტა ყველაფერი - მომავალ წელს დაგანახებთ, როგორი გუნდი გვეყოლება!

AutoSharing Option
"ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მესამე ეტაპის განმეორებითი მატჩის (1:1) შემდეგ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ფაქტობრივად, პირველი შეხვედრის დროს მსაჯმა გადაწყვიტა წყვილში გამარჯვებულის ვინაობა. კიდევ უფრო დიდი უბედურება ის იყო, რომ დღეს "დინამოს" სტადიონი ცარიელი გახლდათ. ხალხმა ვერ ნახა ის, რასაც ამდენი ხანი ელოდა.

ერთი უბედურება მეორეს დაემატა, 4 ფეხბურთელი ავად არის და თამაში არ შეეძლოთ. ამიტომ, ასეთ სიტუაციაში მე ბიჭებს მადლობა გადავუხადე ვაჟკაცური თამაშის გამო, ხომ დაინახეთ, 3 გოლის გატანა შეგვეძლო.

რაღაცები კიდევ უნდა ვისწავლოთ, თავი მოვთოკოთ,
არასაჭირო დროს ყვითელი ბარათები არ მივიღოთ და თუ დეტალებს გავითვალისწინებთ, მოვიგებთ კიდეც. თუმცა, როგორც ხედავთ, ფეხბურთის თამაში უკვე ვისწავლეთ და მომავალ წელს უკვე უფრო წინ უნდა წავიწიოთ.

კენჭისყრაზე ვერაფერს ვიტყვი, ყველამ ნახეთ, როგორი თამაში იყო როტერდამში. იმ მიმდინარეობით, რაც შეხვედრის მე-80 წუთამდე იყო, ალბათ 0:1 წავაგებდით; შეიძლებოდა ანგარიში გაგვეთანაბრებინა კიდეც, თუმცა მაქსიმუმ 0:2 წაგვეგო. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, მსაჯს ყველაფერი რომ არ გაეფუჭებინა.

მთავარია, ყველა ისე მოიქცეს, როგორც ჩვენს გუნდს შეეფერება. ჩვენ კარგი კლუბი გვყავს, წლის ბოლოს კიდევ უფრო გავძლიერდებით და მომავალ წელს დაგანახებთ, თუ როგორი გუნდი გვეყოლება!

პირობას ვაძლევ გულშემატკივრებს, რომ ბირთვსაც შევინარჩუნებთ და გავძლიერდებით კიდეც იმ პოზიციებზე, რომლებიც "გვტკივა". ეს უფრო დაცვას ეხება, თუმცა შეტევაში მომატებაზეც არ ვიტყვით უარს.

ლევან შენგელიას უნდა წასვლა, თუმცა არც დარჩენას გამორიცხავს. ამიტომ, ზუსტად ვერაფერს გეტყვით. შეთანხმებულები ვართ, რომ ერთმანეთის გარეშე გადაწყვეტილებას არ მივიღებთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".

მკითხველის კომენტარები / 53 /
მსგავსი პირობა შენ უკვე მოგვეცი, როცა დინამოში მობრძანდი. ჯობია მოშორდე დინამოს, ფულის დახარჯვა გუნდის გაძლიერებისათვის შენ არ გინდა. ლეგიონერებზე არ ვლაპარაკობ, ჩვენ ახალგაზრდებსაც ვერ ინარჩუნებ, რა გუნდის გაკეთებაზეა საუბარი? კიბო ხარ დინამოსთვის და შეგვაზიზღე ფეხბურთი.გაყიდე გუნდი და ფულსაც იშოვი. ზუგდიდის დინამო იყიდე ბატონო და აკადემიაც გახსენი სამეგრელოში, ჰოდა ყიდე მერე რამდენიც გინდა,საფეხბურთო ქარვასლის აშენებას ნამდვილად შეძლებ. აბა თქვენ იცით დაბლოკეთ, რომ არ აწყენინოთ ამ უნამუსოს.
emigranti
16 აგვისტო 2019 02:24
4
მოიცა კაცო! ჯერ ნახე რა გუნდი დააყენოს!:)))))))) შარშან დინამო რომ იყო, ეგეთი სამარცხვინო არასოდეს მინახავს. პირველივე საკვალიფიკაციოდან ისეთ გუნდთან გამოვარდა, იმ ქვეყანაშიც არ იცოდნენ მისი სახელი. მაშინაც ესეთი ლაპარაკი დაიწყო
: )))))))
16 აგვისტო 2019 08:55
0
აუუუუუ, შენ ყოველ წელიწადს ეგრე იქადნები რა!!! არ დაიღალე???!!!
buba
16 აგვისტო 2019 02:46
5
მსაჯი რომ არ იყოს, შეიძლება მოვიგოთ. წესებით ითხოვენ თამაშს და ასე ძნელია მოგება
თამაზი
16 აგვისტო 2019 10:01
2
რა მომავალი, რის მომავალი...უკვე წლებია მხოლოდ იმას ადასტურებ რომ არაფერი გესმის ფეხბურთში! გუნდს არ აქვს გავითარების სტრატეგიული გეგმა, მწვრთნელების გაუთავებელი ცვლილება, ხან ახალგაზრდებზე გადაწყობა, ხან ლეგიონერებზე, ხან ნაზავზე და ხან კიდევ რა...ნულოვანი ხედვა, სატრანსფერო ბაზრის არცოდნა, არაპროფესიონალები პარადი და ეს გაუთავებელი იმედით კვება...არ მოგბეზრდა? ვერ ხვდები რომ არ იცი გუნდის მართვა?
barba
16 აგვისტო 2019 11:00
1
ერთად ერთი წამალი რომ ყბედი დემაგოგი"ბიზნესმენები" წავიდენ ქართული ფეხბურთიდან და საერთოდ მოშორდენ ქვეყანას, მისი მართვის პრეტენზიებით სიტყვით და არა რეალური საქმით რომ "მოღვაწეობენ", ქართველი ხალხის მიერ მათი დავიწყებაა, არ შემჩნევა.ფეხბურთის შემთხვევაში, მაყურებლის არ მისვლა მათი გუნდების თამაშებზე ესეიგი მათი საქონლის არ შეძენაა. იჩალიჩონ, რაც სურთ გაყიდონ გამოყიდონ ,ჩააწყონ, მაინც წაგებაში იქნებიან, რამეთუ ამგვარი ბიზნესის აუდო და ვიდეო ტრანსლაციების და სარეკლამო ინტენსივობა ,დასწრების, დაინტერესების ზღვრითაა შემოფარგლული, მთავარი საშემოსავლო წყარო კი ხალხის დასწრებაა თამაშებზე და მერე სარეკლამო თუ... მონაგები.ერთი ,საბჭოთა დროის "მეცნიერი" და მეორე იმავე დროის "მსახიობი" გამახსენა ამ ყბედმა "სამშობლოს "სიყვარულით დამწვარმა"ბიზნესმენებმა და უტვინო გაღორებულმა ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილმა უქნარებმა , დღევანდელ საქრთველოში რომ "მეფობენ",გაღატაკებული ქართველი ხალხის სისხლმწოველები. ეს ვაი მეცნიერი იძახდა ქართული მეცნიერება წინ მიდის მხოლოდ საერთო საბჭოთა ოჯახში ერთად ყოფნითო და რეალობში ისეთ ქრთამებს იღებდა, რექტორად ყოფნისას ერთ ერთ, ეგრთ წოდებულ ქართველთა უმაღლესი განათლების სასწავლებეში,რომ ქართველი ნიჭიერი ბავშვები სწავლის მიღმა რჩებოდენ უფულობისა გამო, სიღარეიბისა მათი ოჯახების. ვაი არტისტი კი იძახდა ოკუპანთა დედაქალაქში ხშირხშირად დაჩოქილად ყოფნისას ,ხელგაწვდილად, ქართული ხელოვნება, თქვენ კულ-რ-ტუმის მხარში ამოდგომა რომ არა ,დაიღუპებოდაო.ორივე ქართველთა პანთეონებშია დასამარებული და სანამ ამგვარ ბიზნესმენებს, არტისტებს მეცნიერებს .... ტროტვარებზე დიდების ვარსკვლავებს დავუდგავთ და ვაბოგინებთ ქართველთა ქვეყანაში და ლამის უდიდეს ქართველს დავით აღმაშენებელს გავუთანაბრებთ,"გულზე დამადგითთ ფეხიო, ქართველთ სუყვარულში სულამომხდალსო და სიკვდილითა სიკვდილსა..დამრთგუნველს.....ჩვენი საშველი არ იქნება და მიუღწეველ ოცნებად შემოგვრჩება ქრობად ნისლად ის დრო საოცნებო ერთობისა, როდესაც ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნება....
I Am Georgian
16 აგვისტო 2019 12:03
2
წადი რა, ვაა!
grisha dedakimovi
16 აგვისტო 2019 03:24
7
აფერისტ!!!
ირაკლი
16 აგვისტო 2019 09:51
2
რა მსაჯმა გადაწყვიტა, ამათ ჩვენ ბრმები ხომ არ ვგონივართ, რას გვაბოლებენ ესენი, ვინ ხართ, რა ჯიში ხართ, რა მსაჯი, ტიპები თითქმის მთლიანად დუბლებით თამაშობდნენ და 15%-თაც არ დატვირთულან, ჯერ ხალხო, ყველა ქართულ გუნდს და ფეხბურთელს შეხედეთ და შემდეგ თუნდაც ევროპაში უკვე აღარაფრით გამორჩეულ ფეინორდს, ჩვენების პასებზე, კარში დარტყმაზე აღარ ვსაუბრობ, სირბილიც არ იციან, ისინი სულ სხვანაირად დარბიან და ესენი დაიჯღვარკებიან თუ რა დავარქვა არ ვიცი
llcl
16 აგვისტო 2019 08:56
1
და სახეები?! უინტელექტო, არაფრისმთქმელი..
zviads
16 აგვისტო 2019 13:24
0
სუფთა ვოზდუხაა ეს კაცი.რაღა შენ და რაღა ოსტაპ ბენდერი ბარონ მიუნჰაზენს უკვე კაი ხანია გაასწარი
lado
16 აგვისტო 2019 09:41
1
შუა ხაზი აუცილებლად, შუა ხაზი, ერთი ძალიან ძლიერი ინდივიდუალისტი თუ გამოიძებნა...ერთი ცენტრალური მცველი და ერთი მარჯვენა მცველი, ეს რუხაია კაპიტანი როგორაა სულ სუსტად თამაშობს.
ddgfdf
16 აგვისტო 2019 02:41
2
გადით მერე აეროპორტში და ფერადკანიანის მეტს ვის ნახავთ, დაუდეთ ათეულ ათასიანი კონტდაქტი, მიეცით მას 700 ლარი ხელფასი დანარჩენი ჩაიჯიბეთ და საქმეც გაკეთებული იქნება.D.D.D.
xx
16 აგვისტო 2019 12:47
0
ერთი მეკარე, და ერI სათადარიგო მოთამაშე კიდევ, არ გვაწყენს
kote
16 აგვისტო 2019 09:03
0

სიახლეები პოპულარული