რომან ფიფია: როტერდამში მსაჯმა გადაწყვიტა ყველაფერი - მომავალ წელს დაგანახებთ, როგორი გუნდი გვეყოლება!

AutoSharing Option
"ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მესამე ეტაპის განმეორებითი მატჩის (1:1) შემდეგ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ფაქტობრივად, პირველი შეხვედრის დროს მსაჯმა გადაწყვიტა წყვილში გამარჯვებულის ვინაობა. კიდევ უფრო დიდი უბედურება ის იყო, რომ დღეს "დინამოს" სტადიონი ცარიელი გახლდათ. ხალხმა ვერ ნახა ის, რასაც ამდენი ხანი ელოდა.

ერთი უბედურება მეორეს დაემატა, 4 ფეხბურთელი ავად არის და თამაში არ შეეძლოთ. ამიტომ, ასეთ სიტუაციაში მე ბიჭებს მადლობა გადავუხადე ვაჟკაცური თამაშის გამო, ხომ დაინახეთ, 3 გოლის გატანა შეგვეძლო.

რაღაცები კიდევ უნდა ვისწავლოთ, თავი მოვთოკოთ,
არასაჭირო დროს ყვითელი ბარათები არ მივიღოთ და თუ დეტალებს გავითვალისწინებთ, მოვიგებთ კიდეც. თუმცა, როგორც ხედავთ, ფეხბურთის თამაში უკვე ვისწავლეთ და მომავალ წელს უკვე უფრო წინ უნდა წავიწიოთ.

კენჭისყრაზე ვერაფერს ვიტყვი, ყველამ ნახეთ, როგორი თამაში იყო როტერდამში. იმ მიმდინარეობით, რაც შეხვედრის მე-80 წუთამდე იყო, ალბათ 0:1 წავაგებდით; შეიძლებოდა ანგარიში გაგვეთანაბრებინა კიდეც, თუმცა მაქსიმუმ 0:2 წაგვეგო. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, მსაჯს ყველაფერი რომ არ გაეფუჭებინა.

მთავარია, ყველა ისე მოიქცეს, როგორც ჩვენს გუნდს შეეფერება. ჩვენ კარგი კლუბი გვყავს, წლის ბოლოს კიდევ უფრო გავძლიერდებით და მომავალ წელს დაგანახებთ, თუ როგორი გუნდი გვეყოლება!

პირობას ვაძლევ გულშემატკივრებს, რომ ბირთვსაც შევინარჩუნებთ და გავძლიერდებით კიდეც იმ პოზიციებზე, რომლებიც "გვტკივა". ეს უფრო დაცვას ეხება, თუმცა შეტევაში მომატებაზეც არ ვიტყვით უარს.

ლევან შენგელიას უნდა წასვლა, თუმცა არც დარჩენას გამორიცხავს. ამიტომ, ზუსტად ვერაფერს გეტყვით. შეთანხმებულები ვართ, რომ ერთმანეთის გარეშე გადაწყვეტილებას არ მივიღებთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".

მკითხველის კომენტარები / 53 /
რა მსაჯმა გადაწყვიტა, ამათ ჩვენ ბრმები ხომ არ ვგონივართ, რას გვაბოლებენ ესენი, ვინ ხართ, რა ჯიში ხართ, რა მსაჯი, ტიპები თითქმის მთლიანად დუბლებით თამაშობდნენ და 15%-თაც არ დატვირთულან, ჯერ ხალხო, ყველა ქართულ გუნდს და ფეხბურთელს შეხედეთ და შემდეგ თუნდაც ევროპაში უკვე აღარაფრით გამორჩეულ ფეინორდს, ჩვენების პასებზე, კარში დარტყმაზე აღარ ვსაუბრობ, სირბილიც არ იციან, ისინი სულ სხვანაირად დარბიან და ესენი დაიჯღვარკებიან თუ რა დავარქვა არ ვიცი
llcl
16 აგვისტო 2019 08:56
1
და სახეები?! უინტელექტო, არაფრისმთქმელი..
zviads
16 აგვისტო 2019 13:24
0
ამოვიდა ყელში უკვე შენი ზღაპრები! ამდენი წელია იტყუები და ვინც დაგიჯერებს, იმან გისმინოს. მსაჯი რა შუაშია, როცა გუნდმა თამაში არ იცის?
!!!!
16 აგვისტო 2019 08:47
1
შეგვეძლო- მერე და ფეხეი მე გაგიკავე, საწყენია,რომ ,,დინამო" ძველი ,,დინამოს" სახელს ასე აფარჩაკებს
გიორგი
16 აგვისტო 2019 08:27
0
სირცხვილიც კაი საქონელია. რამდენი დაპირებაა საჭირო პირობა რომ შეასრულო? ან რა პირობაზე ლაპარაკი, გუნდი თუ ვერ გააკეთე 8-9 წელში ეს იმას ნიშნავს რომ არ გაინტერესებს ან სხვა ინტერესები გაქვს. უნამუსობას საზღვარი არ აქვს?
Geo_Dinamo
16 აგვისტო 2019 08:13
0
ეს სტატია დავასეივოთ ყველამ და ერთი წლის შემდეგ ამ კაცს სახეზე ავაფაროთ რა.საუბარშიც ემჩნევა რომ ფეხბურთში „ექსპერტია“ :-)
:-)
16 აგვისტო 2019 07:36
0
წადი რომან, ისეთი სამარცხვინო ხარ საბურთალო რომ საბურთალოა იმის პრეზიდენტობასაც არ იმსახურებ
დინამოელი
16 აგვისტო 2019 07:29
1
უკრაინის ფედერაციას მივმართოდ, რატომ გაგვიკეთა ასე უკრაინელმა მსაჯმა?
თენგაბი
16 აგვისტო 2019 07:03
1
ბიძინასაც შეშურდება დაპირებებში და მერე გადაგდებაში)))
ლაშა
16 აგვისტო 2019 06:06
4
ლურჯი მელია.
TanoLife
16 აგვისტო 2019 05:09
1
წადი რა, ვაა!
grisha dedakimovi
16 აგვისტო 2019 03:24
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული