ფოტო: gff.ge
ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოს ნაცვლად, 7 თვით ადრე, 2020 წლის იანვარში დასრულდება. აღნიშნული ინფორმაცია სტადიონის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან ეროვნული ლიგის შეხვედრებს ბათუმის "დინამო" ახალ სტადიონზე ჩაატარებს.
ჯერ უცნობია სტადიონის გახსნის ზუსტი თარიღი და ისიც, თუ რომელი გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს გახსნით შეხვედრაში.
ბათუმის სტადიონის გარე ფასადის მოპირკეთება დასასრულს უახლოვდება
მომზადებულია facebook.com/BatumiStadium-ის მიხედვით