კარლო ანჩელოტი: კალაძე ღირსებისა და პროფესიონალიზმის განსახიერება იყო

AutoSharing Option
კახა კალაძე "მილანში" კარლო ანჩელოტის მწვრთნელობისას თამაშობდა. ანჩელოტი 18 ოქტომბერს ალესანდრო ალსიატოს წიგნის - "დემონების" პრეზენტაციას დაესწრო და კალაძის ამბავი გაიხსენა.

"ისტორია, რომელიც კალაძეს თავს გადახდა, ჩვენთვის "მილანში" იმ პერიოდში განსაკუთრებული იყო. ის ყოველთვის გვაჩვენებდა ღირსებასა და პროფესიონალიზმს და ეს იდეალური იყო.

როდესაც მისი ძმის გარდაცვალების ცნობა მოვიდა, "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის მნიშვნელოვანი მატჩისთვის ვემზადებოდით. ვფიქრობდით, რომ ვერ ითამაშებდა და გათავისუფლებას გვთხოვდა, მაგრამ ის დარჩა", - ციტირებს ანჩელოტის "ტუტოსპორტი".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ ხელისუფლების და მათ შორის კალაძის მიმართ, არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად და მეც რბილად რო ვთქვა, ძალიან სუსტი მთავრობა გვყავს, მაგრამ კალაძის როგორც სპორტსმენის მიმართ სულ იმის თქმა, რომ: "იი, ირი გილი გიიტინა თივის კირში".. ინფანტილიზმის ილუსტრაციაა მხოლოდ და მეტი არაფერი.
ჯობია, თემატური იყოს კრიტიკა და კონსტრუქციული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭირვეული პატარა ბავშვებისგან არაფრით განვსხვავდებით, ზრდასრული ადამიანები.
ლადო თ
13:56 22-10-2019
4
ბარემ რედაქტორმა ისიც გაიხსენოს, როგორ ჩაუკუჭა კალაძემ ჯიბეში ფული და ხურდა არ უნდაო ღიმილით მიაძახა
Mateus
03:17 22-10-2019
39

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული