მობიბინე მინდორი ბათუმის სტადიონზე - მშენებლობის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შპს სტადიონი - LTD Stadium-ის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე განთავსდა ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს ბათუმის ახალ სტადიონზე მობიბინე მინდორი.

როგორც ვხედავთ, მინდორი დაგებულია, კონსტრუქციის მშენებლობა თითქმის დასრულებული, მიმდინარეობს სკამების დამონტაჟება და სხვა, სარემონტო სამუშაოები.

რამდენიმე დღის წინ ახალი საფეხბურთო არენა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა.

სამშენებლო პროცესი დაგეგმილზე სწრაფად სრულდება და ახალი არენა მატჩების მისაღებად მზად თებერვალში იქნება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან ლამაზი სტადიონი გამოდის და იმედი მაქვს,ხარისხიც შესაბამისი იქნება.სიჩქარეში ძალიან გვიყვარს ქართველებს მიფუჩეჩება და შემდეგ ათმაგ ხარჯად გარემონტება.რასაც ვუყურებ,ახლად აშენებულ სტადიონებს,აშკარად აქვთ მინდვრის საფარის ხარისხიანად შენახვის პრობლემა და იმედია,ამ სტადიონის პერსონალს მაინც მოამზადებენ სათანადო დონეზე.ბათუმს ეს სტადიონი ძალიან სჭირდებოდა და ახლა უბრალოდ ვალდებულები არიან ძალიან მაგარი გუნდი შექმნან.ბედნიერი ვიქნები,თუ ამ სტადიონზე,ბილეთების შოვნის მუდმივი პრობლემა შეიქმნება და სწორედ ამას ვუსურვებ როგორც ბათუმს,ისე მთელ საქართველოს.
სოსო
21 იანვარი 2020 13:23
0
ლაზურ ბათუმს არა ტოროლა.როდის მერე გახდა ბათუმი ლაზური შე უწიგნურო?
დუდუ
25 დეკემბერი 2019 09:22
1
გილოცავთ ჩემო ბათუმელებო! 25000 კი არა 40 000 ათასიანიც არ იქნებოდა ურიგო. იმედია ახალ,ულამაზეს და თანამედროვე არენაზე ბილეთები გაიყიდება ან აბონენტები როგორ ყველა ცივილურ ქვეყანაში და სტადიონზე ხდება,თორემ ანგისის ბაზაზე ქაოსი იყო.3 საათით ადრე ყველა ვერ მივა სტადიონზე,მითუმეტეს ბავშვებთან ერთად და მაგის გამო ბევრი ვერ ახერხებდა მისვლას.არ არი ყველა უმუშევარი და დაუსაქმებელი
ზაზა
25 დეკემბერი 2019 09:21
2
გაუმარჯოს ლაზურ ბათუმს
ბაჩი
10 დეკემბერი 2019 15:36
5
ძალიან გახარებული ვარ, ოღონდ მშენებლობის სიჩქარე ხარისხის ფასად არ უნდა დაგვიჯდეს. ისე 25 ათასიანი რომ ყოფილიყო ჯობდა.
მერაბი
10 დეკემბერი 2019 09:22
2
პრენიერმა თუ მოინახულა,მაშინ ..... სტადიონიც აშენებულა და ჩვენც,მითუმეტეს მაგას რომ ატორიტეტი და ქართველების სიყვარული აქვს.კი არ გამოაქვეყნებთ მაგრამ მაინც. პ.ფ.ისე მაგარი საქმე კეთდება,მიხარია.
me
09 დეკემბერი 2019 14:55
43
ქართველებს ვისი სიყვარული აშკარად არ აქვს, აი ისიც ყველამ კარგად იცის, სტადიონიც რომ აშენდა და სულაც რომ არ გიხარია ისიც აშკარაა, ასე რომ ბოღმა იმდენად გახრჩობს ადამიანს აღარ გავხარ... თუმცა საბედნიეროდ თქვენნაერები არსებობენ თუ არა ამას არავისთვის არ აქვს მნიშვნელობა
koka
10 დეკემბერი 2019 10:24
2
მთავარია ბოლომდე დაასრულოთ მშენებლობა და გახსნის გამო რამე დაუსრულებელი არ დატოვოთ, თორე მერე იმ გასაკეთებელს აღარავინ მიხედავს!
gio
09 დეკემბერი 2019 14:54
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული