მობიბინე მინდორი ბათუმის სტადიონზე - მშენებლობის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შპს სტადიონი - LTD Stadium-ის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე განთავსდა ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს ბათუმის ახალ სტადიონზე მობიბინე მინდორი.

როგორც ვხედავთ, მინდორი დაგებულია, კონსტრუქციის მშენებლობა თითქმის დასრულებული, მიმდინარეობს სკამების დამონტაჟება და სხვა, სარემონტო სამუშაოები.

რამდენიმე დღის წინ ახალი საფეხბურთო არენა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა.

სამშენებლო პროცესი დაგეგმილზე სწრაფად სრულდება და ახალი არენა მატჩების მისაღებად მზად თებერვალში იქნება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან ლამაზი სტადიონი გამოდის და იმედი მაქვს,ხარისხიც შესაბამისი იქნება.სიჩქარეში ძალიან გვიყვარს ქართველებს მიფუჩეჩება და შემდეგ ათმაგ ხარჯად გარემონტება.რასაც ვუყურებ,ახლად აშენებულ სტადიონებს,აშკარად აქვთ მინდვრის საფარის ხარისხიანად შენახვის პრობლემა და იმედია,ამ სტადიონის პერსონალს მაინც მოამზადებენ სათანადო დონეზე.ბათუმს ეს სტადიონი ძალიან სჭირდებოდა და ახლა უბრალოდ ვალდებულები არიან ძალიან მაგარი გუნდი შექმნან.ბედნიერი ვიქნები,თუ ამ სტადიონზე,ბილეთების შოვნის მუდმივი პრობლემა შეიქმნება და სწორედ ამას ვუსურვებ როგორც ბათუმს,ისე მთელ საქართველოს.
სოსო
13:23 21-01-2020
0
ლაზურ ბათუმს არა ტოროლა.როდის მერე გახდა ბათუმი ლაზური შე უწიგნურო?
დუდუ
09:22 25-12-2019
1

სიახლეები პოპულარული