შალვა გოგოლაძე: ახალი მულტიფუნქციური სპორტული არენის მშენებლობა დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაუჯდებოდა ქვეყნის ბიუჯეტს

AutoSharing Option
საქართველოს მთავრობა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან და ყველა უწყებასთან ერთად, ყველაფერს აკეთებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ღირსეულად და მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის", - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენცია კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, გენერალური მდივანი გიგა ქართველიშვილი და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი მანუჩარ მარკოიშვილი.

პრესკონფერენციაზე შალვა გოგოლაძემ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ღონისძიების
უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის.

"2019 წელს, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველომ 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ქვეყნის უდიდესი მონაპოვარია. ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობისთვის განიხილებოდა 2 პროექტი:

ახალი მულტიფუნქციური სპორტული არენის მშენებლობა, რაც დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაუჯდებოდა ქვეყნის ბიუჯეტს, უკვე არსებული ოლიმპიური სპორტის სასახლის სრული რეკონსტრუქცია, რომლის ხარჯიც რამდენჯერმე ნაკლები დაჯდება.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან (FIBA) საბოლოო კონსულტაციების შემდეგ საქართველოს მთავრობამ, კალათბურთის ფედერაციამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება და საუკეთესო ვარიანტად მიჩნეულ იქნა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიური სპორტის სასახლის რეკონსტრუქცია.

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, სახელმწიფო დაზოგავს 100 მილიონ ლარზე ბევრად მეტს, რეკონსტრუქციის შემდეგ კი, ოლიმპიური სპორტის სასახლე დააკმაყოფილებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყველა საერთაშორისო სტანდარტს და გახდება მულტიფუნქციური. დარბაზი 10 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი და მოემსახურება სპორტის სხვადასხვა სახეობაში გასამართ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებს", - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის საქართველოს მიერ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში უკვე გადახდილია 2019 წლის ვალდებულებით გათვალისწინებული ოფიციალური საგარანტიო თანხა - 700 000 ევრო. ჯამში საგარანტიო თანხა 1 800 000 ევროს შეადგენს, რაც მომდევნო ოფიციალური გრაფიკის მიხედვით დაიფარება. კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში 2-19 სექტემბერს გაიმართება. საქართველოსთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები ასევე არიან - გერმანია, იტალია და ჩეხეთი.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგარი აფერისტები ხართ და სამარცხვინოები! ალბათ ფიქრობთ 21-ში აღარ იქნებით მთავრობაში და მერე სხვები შერცხვებიან თქვენს გამო!
ზურა
25 დეკემბერი 2019 13:25
0
შალვა გოგოლაძე, იმდენი თავი გაგისკდა რამდენი სიმართლეც ეგ იყოს! ბათუმის 20-ათასიანი საფეხბურთო სტადიონი 100 მილიონზე ცოტა მეტი დაჯდა და ეს არენა ვითომ ქვეყანას დააქცევდა?! სინამდვილეში კი 2020 საარჩევნო წელია და ფული გჭირდებათ, თანაც პრემია-დანამატებიც მოგაკლდებოდათ. თფუი, თქვენს კაცობას!
სიმართლე
24 დეკემბერი 2019 23:41
0
ბათუმის სტადიონი რა ჯდება ხომ ვერ გვეტყვის ვინმე? ეს 200 მილიონი საიდან დაახეთქეს 10000 კაციანი დარბაზზე გათვლით 20ათასი ერთ კაცზეო ბინას უშენებთ თუ რაა?
La masia
24 დეკემბერი 2019 21:17
0
ის გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიურ სასახლეს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და ევროსტანდარტით გათვალისწინებულ სასახლეს მივიღებთ, მისასალმებელია. უგნურებას კი იმაში ვხედავ, რომ, როცა დიდი ტურნირის ჩატარებას ვითხოვთ და წინასწარ გათვლილი არ გვაქვს რა და როგორ ესაა უბედურება. ამან კი საბაბი მისცა ვიღაც-ვიღაცებს იმისა, რომ თქვან, ვიღაც-ვიღაცები გადამგდებები არიან. ბატონებო, დაწყნარდით, გადამგდებები კი არ არიან, არამედ, ვიღაც-ვიღაცები მანამდე ვერ ხვდებიან რა და როგორ, სანამდე ფაქტის წინაშე არ დადგებიან, ანუ ტრაკზე კვერცხი არ მოადგებათ.
ჟორა
24 დეკემბერი 2019 20:50
7
ჟორა კაცი რომ გადაგაგდებს და მოგატყუებს სხვა არაფერი ჰქვია თუარა გადამგდები, თუ ეს წინასწარი შეცნობით გააკეთა უარესი, და თუ არ იცოდა მთლად აღარაა ამ ქვეყანაზე - ქოსატყუილა ძალიან მაგარი ძველი ქართული სტყვაა და ზედგამოჭრილი.
madaura
25 დეკემბერი 2019 09:57
0
ეს ახლა დათვალეთ? ხალხს და მსოფლიოს რომ ატყუებდით, მაშინ არ იცოდით თვლა თუ როგორაა საქმე?
რას დაგამგვანათ მამაძაღლმა არქიფო სეთურმა
24 დეკემბერი 2019 20:06
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული