ზამთრის თასი 2020: ქომაგები ლეგენდათა ტურნირს იხილავენ - ამჯერად ბათუმში

AutoSharing Option
დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასი 2020 წელს განახლებული ფორმატით გაიმართება.

19 იანვარს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გულშემატკივარი ლეგენდათა ტურნირს იხილავს.

წლევანდელ გათამაშებაში ზამთრის თასისთვის საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფას და ფიფას გუნდები იბრძოლებენ. უკვე ტრადიციად ქცეულ ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები მიიღებენ.

გუნდები 2 სამგუნდიან ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

"ა" ჯგუფი - ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი

"ბ" ჯგუფი - საქართველო, უეფა, ფიფა

Sportall.Ge

ზამთრის თასი 2020-ის 19 იანვრის განრიგი
ზამთრის თასის ფარგლებში, ლეგენდათა ტურნირი უკვე მეოთხე წელია იმართება.
გასულ წლებში ტურნირის გამარჯვებული ორჯერ საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები გახდა, ერთხელ კი - თურქეთის.

ლეგენდათა ტურნირის პარალელურად, 18-19 იანვარს ბათუმის ახალი სპორტის სასახლე 15 წლამდე ფეხბურთელთა ტურნირს უმასპინძლებს.

ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშების მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა გულშემატკივარს ონლაინ tkt.ge-ზე 14 იანვრიდან შეეძლება. ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია კი ბათუმის ახალი სპორტის სასახლის სალაროებში 18 იანვრიდან დაიწყება. ტურნირის ყველა მატჩზე დასასწრები აბონემენტის ფასი 2 ლარს შეადგენს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფუი ფედერაცია შეგირცხვათ ნამუსი,როგორ მიყვარს ეს ტურნირი წლიდან წალმდე ველოდები და ამათმა კიდე ბათუმიო,კაი ჯანდაბს რა გაეწყობა იმედია მივა ხალხი და ისიამოვნებს
ჩირო
01:42 14-01-2020
1

სიახლეები პოპულარული