თურქულ შეკრებაზე მყოფმა გადახალისებულმა თბილისის "დინამომ" პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა - რუმინეთის "ვოლუნტართან" 1:3 წააგო.
"ვოლუნტარი" რუმინეთის ჩემპიონატის აუტსაიდერია, ახლახან ეს გუნდი ქართველმა ლეგიონერმა ავთო ებრალიძემ დატოვა. პირველი ტაიმი საქართველოს ჩემპიონმა 1:2 წააგო, საბოლოოდ კი 1:3 დამარცხდა. ჩვენი გუნდიდან გოლი კობოურმა გაიტანა.
"დინამო" (სასტარტო): მიგინეიშვილი, კობოური, ჯანგიძე, ჩუკოვიჩი, იაშვილი, პაპავა, კუხიანიძე, კუცია, ბაბუნაძე, კამარა, მჭედლიძე
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: სანდოხაძე, ქიმაძე, აწყურელი, კალანდაძე, ქარდავა, ზარია, მოისწრაფიშვილი, მექვაბიშვილი, ბუღრიძე, ახვლედიანი, კაპანაძე
"დინამო" შეკრებაზე კიდევ სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავს.