"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტის ცნობით, "ცხინვალს" ლიცენზია ჩამოერთვა და მესამე ლიგაში ვერ იასპარეზებს:

"სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საფეხბურთო კლუბ "ცხინვალს" ლიცენზია ჩამოერთვა და შედეგად, ვერ შეძლებს მესამე ლიგაში ასპარეზობის გაგრძელებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ლიცენზირების კომიტეტმა სფფ-ის აღმასკომის ცნობის საფუძველზე მიიღო.

24 იანვარს გამართულ აღმასკომის სხდომაზე, რომელსაც ს.კ. "ცხინვალის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კლუბმა ვერ შეძლო იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც მას აღმასკომის მიერ ჰქონდა დაკისრებული".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ ბერა ივანიშვილს მართლა უნდა ფეხბურთში ფულის ჩადება, აგერაა და მიხედოს.

თუ ამის იმედი ჩემს მტერს ექნა?..ხომ ყველამ ვიცით რომ ივანიშვილი ბლეფი და გადამგდებია.
გიორგი
10:55 30-01-2020
5
არადა წესით ასეთ გუნდებს უნდა მიეხედოს.. ქვეყნისთვის ევროპაში იმ ოკუპირებული რეგიონის სახელით ან ქალაქის სახელით თამაში ძალიან კარგია!!! გუნდი სოხუმიც მგონი არსებობს, თუმცა ქვედა ლიგებშია, ასე რომ ამაზე დაფიქრება სერიოზულად შეიძელება.. უნდა წარმოვაჩინოთ ეს რეგიონები საქართველოს სახელით ევროასპარეზზე!
ზუზუ
22:11 29-01-2020
5

სიახლეები პოპულარული