თურქეთში უდანაშაულოდ ცნობილი ფეხბურთელი Sportall.ge-სთან მომხდარის შესახებ საუბრობს.
Sportall.ge ამ ხუთიდან ერთ-ერთ მოთამაშეს, დათა სიჭინავას დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ ჰკითხა."ცხინვალის" ლიდერის თქმით, გაუგებრობა მოხდა და საბოლოოდ სიმართლე გაირკვა.
"ჟურნალისტებს სხვა საქმე რომ არ აქვთ და ნეგატივს წერენ ჩვენზე, ისე, რომ არც იციან, რა მოხდა და გაგვხადეს კრიმინალები. გაირკვა სიმართლე და მოვდივართ.
ეს დროის ამბავი იყო. უბრალოდ, სანამ არ დამთავრდებოდა საქმე, იქამდე ვერ წამოვიდოდით. ახლა კი გაირკვა და დალაგდა
ყველაფერი.
გაუგებრობა ჩვენი ბრალი არ ყოფილა. ჩეკების გატარების პრობლემა იყო, პროგრამულად ყველა ვერ გატარდა და ნივთი გამოჩნდა, როგორც დაკარგული. ჩვენ გვქონდა ეს ჩეკები, რომლებიც სასამართლოში წარვადგინეთ.
როგორც კი საქართველოში დავბრუნდებით, შევუდგებით სავარჯიშო პროცესს. ამ მხრივ პრობლემა არ იქნება", - განაცხადა დათა სიჭინავამ.
თურქულმა სასამართლომ "ცხინვალის" ფეხბურთელები უდანაშაულოდ ცნო