როდესაც თავს ზემოთ ძალა არ არის - "საბურთალო" - "ზენიტი" 0:4 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანურ შეკრებაზე ჩატარებულ საკონტროლო მატჩში "საბურთალო" რუსეთის პრემიერლიგის ლიდერ "ზენიტთან" 0:4 დამარცხდა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა აშკარა იყო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

"საბურთალო" (სასტარტო): ლ. კუპატაძე, მარგველაშვილი, ბლიკი, ჟარდელი, ცნობილაძე, ჭიჭინაძე, ალთუნაშვილი, ყენია, ტაბატაძე, კოხრეიძე, გაბედავა

შეცვლაზე შევიდნენ: დ. კუპატაძე, კაკუბავა, გრიგალაშვილი, ლაკვეხელიანი, მაჭარაშვილი, გოშთელიანი, ქავთარაძე, ლუმუ

"ზენიტი" (სასტარტო): ლუნევი, კარავაევი, რაკიცკი, ოსორიო, სანტოსი, მუსაევი, ბარიოსი, მალკომი, დრიუსი, სუტორმინი, ძიუბა

შეცვლაზე შევიდნენ: ვასიუტინი, ჟირკოვი, პროხინი, ივანოვიჩი, სმოლნიკოვი, ოზდოევი, შამკინი, ეროხინი, რიგონი, აზმუნი, შატოვი

გოლები: 0:1
სუტორმინი (21), 0:2 ბარიოსი (38), 0:3 შატოვი (60), 0:4 შამკინი (62)

შეგახსენებთ, შეკრებაზე "საბურთალომ" პირველი მატჩი ავსტრიის "ადმირასთან" 1:2 წააგო, შემდეგ შეხვედრებს კი მოსკოვის ცსკა-სთან და ესპანეთის "ალკოიანოსთან" ჩაატარებს.

 

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 20 /
ეს თამაში რომ დიდი ანგარიშით დამთავრდებოდა და ცსკა-სთანაც დიდი ანგარიშით წააგებენ ამას იდიოტი ვერ მიხვდება მხოლოდ. ხოდა იდიოტია ის ვინც ოკუპანტ ქვეყნის გუნდებთან წინასწარ წაგებულ თამაშებს გეგმავს და აჩმორებს ქვეყნის იმიჯს, ისედაც დამცირებულს...ყველაფერში ეტყობა ხეჩიკაშვილს რომ ფიქრი ტვინით მისი სუსტი მხარეა))
G.LA
07 თებერვალი 2020 01:42
10
სამწუხაროდ კლასში და მომზადების დონე ჩვენზე ასჯერ მეტი აქვთ უფრო ზენიტის ლეგიონერებს
irakli
06 თებერვალი 2020 22:14
0
სწორი თქვა G.LA-მ და რატომ ადისლაიქებთ? ჯერ ერთი, "ამხანაგურებს" რუსებთან რატომ ნიშნავენ, ამხანაგები არიან? არაფერი არ ხდება ჩვენს შორის, რომ არ იმჩნევენ? არა უშავს? თუ "სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვაა"? ქართველებს რომ ხოცავენ და ქართულ მიწებს ითვისებენ ეს მხოლოდ პოლიტიკაა და მეტი არაფერი?
Burton
07 თებერვალი 2020 03:26
6
ზენიტი კი არა საბურთალოს დონის გუნდს მესამე ლიგელი ზვეზდა რიაზანი ათრევს ნახმარი პლაშივით სამწუხაროდ ფინანსებში რესურსებში და კლასშიც დიდი სხვაობაა მწარე მავრამ უტყუარი რეალობაა რუსეთის მთავარი ლიგის კლუბებთან კი არა სომხეთის წყალწყაყებული ჩემპიონატის რამოდენიმე კლუბებსაც ბევრით ვერაფრით ვჯობნით იქნება ტორპედოში დიდი მოლოდინებია და გაათრიოს ქართული საკლუბო ფეხბურთის ნამუსი ევროტურნირებზე და რაღაცას ისეთ ღირებულს მან მაინც მიაღწიოს რასაც ქართულო საკლუბო ფეხბურთისაგან თითქმის საუკუნის მეოთხედია ამაოდ ველოდებით
Plorot
07 თებერვალი 2020 00:20
2
ს.კ. საბურთალო - ქართული ფეხბურთის და ქვეყნის სირცხვილი. არა რაააააატ!!!
........
07 თებერვალი 2020 11:28
4
სირცხვილი შენ ხარ მრავალწერტილ
grisha
07 თებერვალი 2020 15:12
2
ამ საიტზე რომ ცენზურა მოქმედებს 1937ში არ იყო საბჭოთა კავშირში თუ არაფერს აქვეყნებთ გააუქმეთ საერთოდ კომენტარის ფუნქცია...
912
07 თებერვალი 2020 08:43
0
აქ ისეთ კომენტარებს ვკითხულობ თითქოს რუსეთს ჩემპიონ და ყველაზე მდიდარ კლუბს კიარა გურის საპოვნელას შეხვდა საბურთალო აბა ვინმეს რეალურად ეგონა რომ საბურთალო ზენიტს მოუგებდა? ან მინიმალური ანგარიშით წააგებდა? სამწუხაროა ნამდვილად წაგება, მაგრამ დღეს ფეხბურთს თამაშობენ ის ქვეყნები და ის კლუბები, რომლებსაც ფული აქვთ.!! ზენიტს კი უზარმაზარი ბიუჯეტი აქვს საბურთალო კიარა ნებისმიერი ქართლი კლუბი, რომ შეხვდეს რუსეთის პრემიერ ლიგის მეორე ეშელონის გუნდს ისიც ვერ გაცდება ქართულ ფეხბურთში საჭიროა ინვესტიციები თუ არ შემოვა ჩვენ იქამდე სუ ასე ვიწვალებთ და 17-18 წლის ბავშვების იმედზე ვერ ვიქნებით.
გიორგი
07 თებერვალი 2020 12:10
1
არარატ-არმენიას პრეზიდენტო ხეჩიკ, იულიუს კეისარო კობიაშვილო, მესმის პარლამენტარ-პრეზიდენტობა რთულია, ისიც მესმის როცა ოფიციალური შეხვედრაა და სხვა გამოსავალი არაა, დისკვალიფიკაცია გვემუქრება, მაგრამ როცა არავინ გაძალებს და შენს სურვილზეა ოკუპანტი ქვეყნის გუნდებთან თუ ნაკრებებთან სპორტის არცერთ სახეობაში "ამხანაგური" თამაში არ უნდა დაგეგმო, თუ ამხანაგები და ძმაკაცები არიან რატომ გვაქვს მაშინ პრეტენზია, ძმაკაცურად ვაჩუქოთ აფხაზეთიც და სამაჩაბლოც. პ.ს. ეხლა ვინმემ ნაც-სექტობა არ დამწამოს, იმას არ ვიძახი რომ რუს-მონღოლებთან დიალოგი თუნდაც პირდაპირი არ გვქვონდეს, მაგრამ ამხანაგური თამაშები ამ ეტაპზე ძალიან ზედმეტია
llcl
07 თებერვალი 2020 08:03
9
არარატთან თბილისში სამარცხვინო წაგების შემდეგ საბურთალოს ყველა თამაშში წაგებას ვუსურვებ! ეს ხო გუნდი არაა.
გიგა
07 თებერვალი 2020 10:35
4
წაგებაც არის და წაგებაც... ერთი ნათელი წერტილი არ ჩანდა...მხოლოდ დადასტურდა უზარმაზარი სხვაობა კლასში (რაც ისედაც ვიცოდით).არ მესმის რას იძლევა ასეთი სპარინგები
juna
07 თებერვალი 2020 09:40
1

სიახლეები პოპულარული