"დილამ" გორის "ქართლის" სტადიონზე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში "ჩიხურა" 2:1 დაამარცხა.
სტუმრები პირველი ტაიმის შუაში ოთარ ჯავაშვილმა დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და ორივე გოლი ახალწვეულებმა გაიტანეს - პირველი ტაიმის ბოლოს მამაიე კულიბალიმ, ხოლო მეორე ტაიმში თორნიკე გორგიაშვილმა.
20 წლის კულიბალი მალის ნაკრების შემტევია, გამოცდილი ნახევარმცველი გორგიაშვილი კი "დილაში" "საბურთალოდან" გადავიდა.