კვასხვაძემ პენალტი მოიგერია, თბილისის "დინამომ" პირველად არ გაუშვა გოლი და პირველად გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ მეექვსე საკონტროლო მატჩში, წვიმიან ამინდში, თბილისის "დინამომ" უკრაინის "ოლეკსანდრია" 1:0 დაამარცხა. გოლი 87-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ "დინამომ" თურქეთში გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში პირველად გაიმარჯვა და პირველად არ გაუშვა გოლი საკუთარ კარში. მე-19 წუთზე მეკარე როინ კვასხვაძემ პენლტი მოიგერია.

"დინამოში" სინჯებზე მყოფმა 26 წლის კამერუნელმა შემტევმა ფრანც პანგოპმა ითამაშა, რომელიც ბოლოს ავსტრიის "ალტახის" ღირსებას იცავდა. მას თავისი ქვეყნის ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

"დინამო" (სასტარტო): კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, ნინუა, პაპავა, კუხიანიძე, პანგოპი, ორშულა, კაპანაძე

შეცვლაზე შევიდნენ: იაშვილი, ქიმაძე, ქარდავა, კუცია, ზარია, ბუღრიძე, ახვლედიანი

"დინამომ" აქამდე ხუთი სპარინგი გამართა: რუმინეთის "ვოლუნტართან" (1:3), ბულგარეთის "არდასთან" (2:3), კრაკოვის "ვისლასთან" (2:3), სერბეთის "რადნიკთან" (2:2) და სერბეთის "მლადოსტთან" (0:1), 15 თებერვალს კი კიევის "დინამოს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვერ გავიგე როცა კარში კვასხვაძე დგას მონხილი რაღაზე დააბრუნეს და საერთოდ უაზრო საკადრო პოლიტიკაა მიბაძეთ ბათუმის დინამოს
გიგა
13 თებერვალი 2020 15:48
1
მომეწონა კარგად ითამაშა ალექსანდრიამ
mindia
13 თებერვალი 2020 13:19
0
ევროტურნირებზე,რო შეხვდეს ოლექსანდრიასნაირ გუნდს სულ ბუნდღას აყრევინებენ დინამოს:) რა დაინახეთ აქ პოზიტიური? ცალი ფეხით ეთამაშნენ და პენალტის გარდა კიდე ქონდათ მინიმუმ 15 მომენტი გასატანად
გოგა
13 თებერვალი 2020 08:14
0
მე მაინც მგონია რომ წინასწარ ვითხრით თვალებს,შეკრებაზე ნაჩვენები შედეგი არაფერს ნიშნავს,იმ წელს როცა მოსკოვის ცსკა-მ უეფას თასი მოიგო(იყიდა)შეკრებაზე რომელიღაც ფარჩაკთან 0:5 წააგო,რატომ მახსოვს ეს? უბრალოდ მაშინ მოსკოვში ვიყავი და ნაცნობი გოგო ცსკა-ს თავგადაკლული ფანი იყო,გაზაევს ახლობელი არ დაუტოვეს მოუკითხავი))) ასე რომ მე მაინც მგონია დთ იტყვის წელს თავის სიტყვას
ბათუმის ფანი
13 თებერვალი 2020 07:24
1
არის ასრულდა ოცნება არის ასრულდა მიზანი კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი :))) დინამო! დინამო!
irakli81
13 თებერვალი 2020 01:33
4
ეს თამაშიც წაგებულად მიმაჩნია უბრალოდ გაუმართლათ რომ უკრაინელებმა ამდენი საგოლე მომენტი გააფუჭეს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
13 თებერვალი 2020 01:32
3
გეთანხმები! პენალტი რომ გასულიყო, მგონია დიდი ანგარიშით წავაგებდით. რასაც ვუყურე, ერთი აზრიანი კომბინაცია გვქონდა და გოლით დასრულდა. ეს კარგია, მაგრამ უკრაინელების განცვიფრება შეამჩნიე? ტიპებს გაუკვირდათ, როგორო. ეს ცუდია.თამაშით შეჭამეს.
100%
13 თებერვალი 2020 08:10
0
დიდი მადლობა ფიფიას, კლუბს მთლიანად, მწვრთნელს, ფეხბურთელებს, პერსონალს, გამოიღო შედეგი მაინც ამ დიდი ხნის შრომამ და სწორმა მიდგომამ! გილოცავთ ყველას
გადასარევი გიორგი
12 თებერვალი 2020 23:54
9
ჰაჰაჰ, ეს სერიოზული როგორ შეიძლება აბა იყოს :))) ოლექსანდრიას ძლივს მოუგენ
გადასარევი გიორგი
13 თებერვალი 2020 05:24
0
ეს ხუმრობაა მგონი...
emigranti
13 თებერვალი 2020 02:23
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული