ბათუმის "დინამო" დონეცკის "ოლიმპიკთან" დამარცხდა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ საკონტროლო მატჩში ბათუმის "დინამო" დონეცკის "ოლიმპიკთან" 0:1 დამარცხდა.

"დინამოს" ურიგოდ არ უთამაშია, უპირატესობასაც ფლობდა, ბურთსაც უკეთ იჭერდა, მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა (მეორე ტაიმის დასაწყისში ბურთი ხარიხას გაარტყეს) და წააგო. გოლი მე-20 წუთზე, კონტრშეტევისას უკრაინული გუნდის ნახევარმცველმა ვიტალი ბალაშოვმა გაიტანა, რომელიც მე-80 წუთზე თემურ ჩოგაძემ შეცვალა.

"დინამო" (პირველი ტაიმი): ლევჩენკო, კობახიძე, ობოაბონა, ჩალაძე, გეგეჭკორი, ტეიდი, მანჯგალაძე, ვაგნერი, ჯიღაური, ვინისიუსი, ჯოვინო

"დინამო" (მეორე ტაიმი): ალავიძე, გაგოშიძე, ფაცაცია, მელიავა, ნავალოვსკი, მამუჩაშვილი, ცინცაძე, თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ჯიჯავაძე, დვალიშვილი

აქამდე "დინამომ"
3 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა: კრაკოვის "ვისლასთან" (1:1), სერბეთის "რადნიჩკისთან" (3:1) და პლოვდივის "ლოკომოტივთან" (2:0) და კიდევ 3 სპარინგს გამართავს: 16 თებერვალს "დნიპრო 1"-თან, 19 თებერვალს "დესნასთან" და 22 თებერვალს ესტონეთის "ლევადიასთან".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული