თბილისის "ლოკომოტივმა" თურქულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩი "მარიუპოლს" 2:1 მოუგო.
დებიუტში უკრაინული გუნდი დაწინაურდა, თუმცა "ლოკო" მალე დაეუფლა ინიციატივას და სიხარულიძემ პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა. მან გოლები მე-14 და 27-ე წუთებზე გაიტანა. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ანგარიში პირველი ტაიმისა დარჩა.
"ლოკომოტივი" (სასტარტო): შეროზია, უბილავა, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, შონია, ძებნიაური, კობახიძე, დარციმელია, ინჯგია, სიხარულიძე
ცვლილებაზე შევიდნენ: მამარდაშვილი, გავაშელიშვილი, ულადი, კირკიტაძე, ჯინჯოლავა, მჭედლიშვილი
ცვლილებაზე შევიდნენ: მამარდაშვილი, გავაშელიშვილი, ულადი, კირკიტაძე, ჯინჯოლავა, მჭედლიშვილი
შეკრების პირველ შეხვედრაში ლევან კორღალიძის გაწვრთნილი გუნდი დანიის "ფრედერიციასთან" 0:1 დამარცხდა, 19 თებერვალს კი ლატვიის "ტუკუმს" დაუპირისპირდება.